სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი აღიარების არ რცხვენია დათო დარჩიას -"საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელია"
რისი აღიარების არ რცხვენია დათო დარჩიას -"საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელია"

ბავ­შვო­ბი­დან­ვე მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მი­იჩ­ნევს, რომ მის წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი ოჯა­ხის წევ­რებს მი­უ­ძღვით. თე­ატ­რში საყ­ვა­რელ რე­ჟი­სორ­თან მუ­შა­ობს, მაგ­რამ კარგ ფილმში გა­და­ღე­ბა ენატ­რე­ბა. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლებ­და კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნოს­თან. მის­მა გმირ­მა სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და­ძა­ბუ­ლო­ბა და ინ­ტრი­გა შე­მო­ი­ტა­ნა. "ეს ისაა, რი­თაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რანს ეჯაჭ­ვე­ბა. ჩემი გმი­რი სე­ზო­ნუ­რია და არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რას მო­ი­მოქ­მე­დებს. მას­ზე მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი და­ვით დარ­ჩია და ჩემ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებს ასე ას­რუ­ლებს:

- სა­ხე­ლი და გვა­რი...

- ...და­ვით დარ­ჩია.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1968 წლის 9 დე­კემ­ბე­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. მე-6 კლა­სი­დან მხო­ლოდ ამ პრო­ფე­სი­ა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა ჩემი მა­მო­ბი­ლია. როცა ის ჩვენს ოჯახ­ში შე­მო­ვი­და, მე­სა­მე კლას­ში ვი­ყა­ვი. მა­მაც მსა­ხი­ო­ბი იყო, მაგ­რამ დე­დას­თან და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ამ პრო­ფე­სი­ით აღარ უმუ­შა­ვია.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ძა­ლი­ან კე­თი­ლი­აო და სი­მარ­თლეს ამ­ბო­ბენ (იცი­ნის).

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს ოჯახს.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...მა­ინც მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ნა­თე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა; ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა ახალ როლ­ზე მამ­ტკი­ცე­ბენ და როცა ჩემი შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე, ახ­ლობ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ!

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ეს პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბაა, არ­სად ვაგ­ვი­ა­ნებ. როცა სხვე­ბი მა­ლო­დი­ნე­ბენ, ვღი­ზი­ან­დე­ბი. შე­მიძ­ლია, გაბ­რა­ზე­ბულ­მა 5-10 წუთი მო­ვი­ცა­დო, მაგ­რამ მეტ­ხანს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ვის და­ვე­ლო­დე­ბი.

- დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო საყ­ვა­რე­ლი ქალი...

- ...არას­დროს და­მი­ტო­ვე­ბია. პა­ემ­ნე­ბი ჩემს მე­უღ­ლეს­თან - ვი­კას­თან მქონ­და, მაგ­რამ მა­შინ სხვა დრო იყო. ვიკა ვა­კე­ში ცხოვ­რობ­და და რო­მელ დაგ­ვი­ა­ნე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, როცა სა­ბურ­თა­ლო­დან ფე­ხით გავ­დი­ო­დი და გა­მოვ­დი­ო­დი?!

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­ში არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ფი­ცხი ხა­სი­ა­თი მაქვს, ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად უცებ "ვფეთ­ქდე­ბი", შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს ვა­წყე­ნი­ნო კი­დეც. გაბ­რა­ზე­ბამ შე­საძ­ლოა, 1 წუთ­ში გა­მი­ა­როს და მერე თა­ვად ვცდი­ლობ ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას, რაც ზოგ­ჯერ გა­მომ­დის, ზოგ­ჯერ - არა. ვცდი­ლობ, შე­ვიც­ვა­ლო, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო. ვი­მე­ო­რებ თუ არა? გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­მე­ო­რო კი­დეც.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. არა­ვინ იცის, ხვალ რა მოხ­დე­ბა, მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი დამ­ღლე­ლია. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­პი­რე­ბე­ბის ხომ სა­ერ­თოდ არ მჯე­რა. დარ­ჩი­ე­ბი გუ­რი­ა­ში ცნო­ბი­ლი ფი­რა­ლე­ბი იყ­ვნენ, მე სი­სო­ნა დარ­ჩი­ას შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ და რო­გორც მე, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მა­საც არ სჯე­რო­და.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვვარ­დე­ბი. ბოლო დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ოვა­ცი­ე­ბით მე­გე­ბე­ბი­ან: - "ო!!! რო­გორ ხარ?" მე კი ვერ ვცნობ და თა­მაშს ვი­წყებ: მეც შევ­ძა­ხებ, - "ო!!! შენ შე­მო­გევ­ლე, თა­ვად რო­გორ ხარ?" ერთი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდა, რომ ვერ ვი­ცა­ნი და ჩა­მა­ცივ­და: მი­თხა­რი, აბა, ვინ ვარო? ამ დროს ვიბ­ნე­ვი კი არა, არ ვიცი, რა არ მე­მარ­თე­ბა.

- ამ­წუ­თას ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...სად­მე თბილ ქვე­ყა­ნა­ში, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ჩემი მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობს და მას­თან რამ­დე­ნი­მე დღე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დი.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...ადა­მი­ანს, რო­მელ­საც რა­ღა­ცას ვუხ­სნი და ვერ ვა­გე­ბი­ნებ.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...კოს­მო­ნავ­ტი. სის­ხლძარ­ღვე­ბის პრობ­ლე­მა რომ არ მქონ­დეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით გავფრინ­დე­ბო­დი.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ოჯა­ხით.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...იმ­ხე­ლა ძა­ლაა, რომ მას­ზე მე რა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? სიყ­ვა­რუ­ლი ღმერ­თია და მა­სა­ვით ძლი­ე­რია! თუ ღმერ­თის­გან ნა­ბო­ძებ სიყ­ვა­რულს მი­ი­ღებ და გუ­ლით ატა­რებ, წუ­თი­სო­ფე­ლი რომ დამ­თავ­რდე­ბა, უფ­ლის წი­ნა­შე ღირ­სე­უ­ლად წარ­დგე­ბი.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი 22 წლის წინ მო­ვი­და. შე­მიყ­ვარ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახლა ჩემი მე­უღ­ლეა. მალე ვერ­ცხლის ქორ­წი­ლი გვექ­ნე­ბა და იმე­დია, ოქ­როს ქორ­წილ­საც გა­და­ვიხ­დით.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნონ...

- ...ბავ­შვებ­მა, მათ­ზე ვგიჟ­დე­ბი. ჩემი შვი­ლე­ბი რომ მე­ფე­რე­ბი­ან, ვდნე­ბი კაცი.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, გუ­ლის სიღ­რმე­ში ქება მსი­ა­მოვ­ნებს და ამის აღი­ა­რე­ბის არ მრცხვე­ნია.

- მე­ში­ნია...

- ...ვირ­თხებს ვერ ვი­ტან! კი არ მე­ში­ნია, არა­მედ მე­ზი­ზღე­ბა.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და ოჯა­ხის­თვის 1 კი­ლოგ­რა­მი შა­ქა­რი თუ არის სა­ჭი­რო, მე 5 კილო უნდა ვი­ყი­დო. ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მიყ­ვარს. მუ­სი­კა­საც რომ ვუს­მენ, ბოლო ხმა­ზე მაქვს აწე­უ­ლი.

- ვნა­ნობ, რომ...

- ...მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც დღეს ჩემ გვერ­დით აღარ არი­ან, კარ­გად ვერ მი­ვე­ფე­რე, ვერ ჩა­ვე­ხუ­ტე. ვგუ­ლის­ხმობ ჩემს ნი­კუ­შა გო­მე­ლა­ურს, ვა­სი­კო ძო­წე­ნი­ძეს, იაშ­კას, ოჯა­ხის წევ­რებს...

- რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც ვოც­ნე­ბობ...

- ...ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ თე­ატ­რში რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან ვმუ­შა­ობ. ის მსოფ­ლიო დო­ნის რე­ჟი­სო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მებს, ტა­რან­ტი­ნოს­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ­დი, რად­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხელ­წე­რა აქვს. წა­მი­კი­თხავს, - მსა­ხი­ო­ბე­ბი უყ­ვარ­სო, ეს კი ჩემი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თვის დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ფილ­მებ­ში არ ვი­თა­მა­შებ.

- ერო­ტი­კულ­ში?

- არა მგო­ნია, ისე­თი აღ­ნა­გო­ბა მქონ­დეს, ამ ჟანრ­ში სა­თა­მა­შოდ გა­მოვ­დგე. თე­ატ­რში გეი მი­თა­მა­შია. ქარ­თულ ფილ­მებ­ში კოც­ნის სცე­ნე­ბი მი­ნა­ხავს და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა თავს ხრის. კოც­ნის დროს უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტი თა­ვა­დაც მქო­ნია. ასეთ დროს ფიქ­რობ, რომ ის მსა­ხი­ო­ბი ვი­ღა­ცის ახ­ლო­ბე­ლია, სა­ცო­ლეა, ბი­ძაშ­ვი­ლია... მერე მი­დის გა­რი­გე­ბა, ტუ­ჩებ­ში კი არა, ლო­ყა­ზე გა­კო­ცებ და მერე იდი­ო­ტო­ბა გა­მო­დის. შე­ბო­ჭი­ლო­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეც იგ­რძნო­ბა. შე­იძ­ლე­ბა, 5-6 კაცი გი­ყუ­რებ­დეს და ყვე­ლა თვა­ლებს დახ­რის.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი­ვით? ამა­ზე არც მი­ფიქ­რია, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვიცი, ბევ­რი ფული არას­დროს მექ­ნე­ბა. მაგ­რამ მა­ინც, თუ ასე­თი რამ მოხ­და, ვეც­დე­ბი, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი გა­ვა­კე­თო. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო ფენა წარ­მოქ­მნი­ლი­ყო. არ მომ­წონს, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მდიდ­რე­ბი, ღა­რი­ბე­ბი და ღა­ტა­კე­ბი რომ ცხოვ­რო­ბენ.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...უცხო ენა და ვდარ­დობ, - ტა­რან­ტი­ნომ რომ მი­მიწ­ვი­ოს, რა უნდა გა­ვა­კე­თო? მე­უბ­ნე­ბი­ან, გვი­ა­ნი ახ­ლაც არ არი­სო, მაგ­რამ მე "მეგ­ვი­ა­ნე­ბა". ცო­ტა­თი ზარ­მა­ციც ვარ და ცო­ტა­თი - დრო­ის უქონ­ლო­ბის გა­მოც ვერ ვსწავ­ლობ. ეს და­ნაკ­ლი­სი შვი­ლე­ბით შე­ვივ­სე. მათ ინ­გლი­სუ­რი ენა კარ­გად იცი­ან.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...და­რი­გე­ბა­ზე რა გი­თხრა, მაგ­რამ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, წი­ნაპ­რებ­მა თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის წე­სით ბევ­რი კარ­გი მა­გა­ლი­თი მომ­ცეს და ბევ­რი რამ მას­წავ­ლეს. კოპ­წი­ა­ო­ბა ბა­ბუ­ა­ჩე­მის­გან ავი­ღე, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ბე­ბი­ის­გან და ა.შ. შვი­ლე­ბის­გა­ნაც კი რა­ღა­ცებს ვსწავ­ლობ.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...ვე­ცა­დოთ, ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვი­სი წარ­მა­ტე­ბის შურთ, არ უხა­რი­ათ. ვიდ­რე ასე იქ­ნე­ბა, ამ ქვე­ყა­ნას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. შური ადა­მი­ანს ან­გრევს! ამ თვი­სე­ბის მქო­ნე ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი, რად­გან მის გარ­შე­მო ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ვი­ღაც მას­ზე ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი. არ მეს­მის, ჩემი კო­ლე­გე­ბი ბევრ კარგ როლს თუ ითა­მა­შე­ბენ, ამით ბედ­ნი­ე­რი რა­ტომ არ უნდა ვიყო? ხში­რად შური ქალი მსა­ხი­ო­ბის­გა­ნაც მიგ­რძნია. და­ვი­ვი­წყოთ ეს სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა, ჩვენ ხომ წუ­თი­სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ და ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვე­კი­თხე­ბა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რისი აღიარების არ რცხვენია დათო დარჩიას -"საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელია"

რისი აღიარების არ რცხვენია დათო დარჩიას -"საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელია"

ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდა. მიიჩნევს, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ოჯახის წევრებს მიუძღვით. თეატრში საყვარელ რეჟისორთან მუშაობს, მაგრამ კარგ ფილმში გადაღება ენატრება. დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებდა კვენტინ ტარანტინოსთან. მისმა გმირმა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" დაძაბულობა და ინტრიგა შემოიტანა. "ეს ისაა, რითაც მაყურებელი ეკრანს ეჯაჭვება. ჩემი გმირი სეზონურია და არ ვიცი, მომავალში რას მოიმოქმედებს. მასზე მუშაობა საინტერესოა", - ამბობს მსახიობი დავით დარჩია და ჩემ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ასე ასრულებს:

- სახელი და გვარი...

- ...დავით დარჩია.

- დაბადების თარიღი...

- ...1968 წლის 9 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. მე-6 კლასიდან მხოლოდ ამ პროფესიაზე ვოცნებობდი. მოგეხსენებათ, გურამ ფირცხალავა ჩემი მამობილია. როცა ის ჩვენს ოჯახში შემოვიდა, მესამე კლასში ვიყავი. მამაც მსახიობი იყო, მაგრამ დედასთან დაოჯახების შემდეგ, ამ პროფესიით აღარ უმუშავია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან კეთილიაო და სიმართლეს ამბობენ (იცინის).

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მაინც მსახიობი გავხდებოდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ქვეყნის ცხოვრებაში გამონათება შეინიშნება; ბედნიერი ვარ, როცა ახალ როლზე მამტკიცებენ და როცა ჩემი შვილები, მეუღლე, ახლობლები წარმატებას აღწევენ!

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს პუნქტუალურობაა, არსად ვაგვიანებ. როცა სხვები მალოდინებენ, ვღიზიანდები. შემიძლია, გაბრაზებულმა 5-10 წუთი მოვიცადო, მაგრამ მეტხანს არავითარ შემთხვევაში, არავის დაველოდები.

- დაგვიანების გამო საყვარელი ქალი...

- ...არასდროს დამიტოვებია. პაემნები ჩემს მეუღლესთან - ვიკასთან მქონდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. ვიკა ვაკეში ცხოვრობდა და რომელ დაგვიანებაზეა ლაპარაკი, როცა საბურთალოდან ფეხით გავდიოდი და გამოვდიოდი?!

- თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ფიცხი ხასიათი მაქვს, ზოგჯერ იმდენად უცებ "ვფეთქდები", შეიძლება, ვინმეს ვაწყენინო კიდეც. გაბრაზებამ შესაძლოა, 1 წუთში გამიაროს და მერე თავად ვცდილობ ურთიერთობის აღდგენას, რაც ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - არა. ვცდილობ, შევიცვალო, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან ძნელია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოვასწორო. ვიმეორებ თუ არა? გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება გავიმეორო კიდეც.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ეს იშვიათად ხდება. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, მომავალზე ფიქრი დამღლელია. პოლიტიკოსების დაპირებების ხომ საერთოდ არ მჯერა. დარჩიები გურიაში ცნობილი ფირალები იყვნენ, მე სისონა დარჩიას შთამომავალი ვარ და როგორც მე, პოლიტიკოსების მასაც არ სჯეროდა.

- ვიბნევი, როცა...

- ...უხერხულ სიტუაციაში ვვარდები. ბოლო დროს ადამიანები ოვაციებით მეგებებიან: - "ო!!! როგორ ხარ?" მე კი ვერ ვცნობ და თამაშს ვიწყებ: მეც შევძახებ, - "ო!!! შენ შემოგევლე, თავად როგორ ხარ?" ერთი ადამიანი მიხვდა, რომ ვერ ვიცანი და ჩამაცივდა: მითხარი, აბა, ვინ ვარო? ამ დროს ვიბნევი კი არა, არ ვიცი, რა არ მემართება.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე. კალიფორნიაში ჩემი მეგობარი ცხოვრობს და მასთან რამდენიმე დღე სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელსაც რაღაცას ვუხსნი და ვერ ვაგებინებ.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კოსმონავტი. სისხლძარღვების პრობლემა რომ არ მქონდეს, სიამოვნებით გავფრინდებოდი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ოჯახით.

- სიყვარული ეს...

- ...იმხელა ძალაა, რომ მასზე მე რა უნდა ვილაპარაკო? სიყვარული ღმერთია და მასავით ძლიერია! თუ ღმერთისგან ნაბოძებ სიყვარულს მიიღებ და გულით ატარებ, წუთისოფელი რომ დამთავრდება, უფლის წინაშე ღირსეულად წარდგები.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ჩემს ცხოვრებაში პირველი სერიოზული სიყვარული 22 წლის წინ მოვიდა. შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა. მალე ვერცხლის ქორწილი გვექნება და იმედია, ოქროს ქორწილსაც გადავიხდით.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ბავშვებმა, მათზე ვგიჟდები. ჩემი შვილები რომ მეფერებიან, ვდნები კაცი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ისევე, როგორც ყველა ადამიანს, გულის სიღრმეში ქება მსიამოვნებს და ამის აღიარების არ მრცხვენია.

- მეშინია...

- ...ვირთხებს ვერ ვიტან! კი არ მეშინია, არამედ მეზიზღება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მაქსიმალისტი ვარ და ოჯახისთვის 1 კილოგრამი შაქარი თუ არის საჭირო, მე 5 კილო უნდა ვიყიდო. ყველაფერი გადამეტებული მიყვარს. მუსიკასაც რომ ვუსმენ, ბოლო ხმაზე მაქვს აწეული.

- ვნანობ, რომ...

- ...მეგობრებს, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან, კარგად ვერ მივეფერე, ვერ ჩავეხუტე. ვგულისხმობ ჩემს ნიკუშა გომელაურს, ვასიკო ძოწენიძეს, იაშკას, ოჯახის წევრებს...

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...ბედნიერი ვარ, რომ თეატრში რობერტ სტურუასთან ვმუშაობ. ის მსოფლიო დონის რეჟისორია. რაც შეეხება ფილმებს, ტარანტინოსთან ვითანამშრომლებდი, რადგან განსხვავებული ხელწერა აქვს. წამიკითხავს, - მსახიობები უყვარსო, ეს კი ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დიდი ფუფუნებაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...პორნოგრაფიულ ფილმებში არ ვითამაშებ.

- ეროტიკულში?

- არა მგონია, ისეთი აღნაგობა მქონდეს, ამ ჟანრში სათამაშოდ გამოვდგე. თეატრში გეი მითამაშია. ქართულ ფილმებში კოცნის სცენები მინახავს და აღსანიშნავია, რომ ყველა თავს ხრის. კოცნის დროს უხერხულობის მომენტი თავადაც მქონია. ასეთ დროს ფიქრობ, რომ ის მსახიობი ვიღაცის ახლობელია, საცოლეა, ბიძაშვილია... მერე მიდის გარიგება, ტუჩებში კი არა, ლოყაზე გაკოცებ და მერე იდიოტობა გამოდის. შებოჭილობა გადასაღებ მოედანზეც იგრძნობა. შეიძლება, 5-6 კაცი გიყურებდეს და ყველა თვალებს დახრის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მირიან ბარათეონივით? ამაზე არც მიფიქრია, ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი ფული არასდროს მექნება. მაგრამ მაინც, თუ ასეთი რამ მოხდა, ვეცდები, კეთილი საქმეები გავაკეთო. ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა წარმოქმნილიყო. არ მომწონს, ახლა საქართველოში მდიდრები, ღარიბები და ღატაკები რომ ცხოვრობენ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უცხო ენა და ვდარდობ, - ტარანტინომ რომ მიმიწვიოს, რა უნდა გავაკეთო? მეუბნებიან, გვიანი ახლაც არ არისო, მაგრამ მე "მეგვიანება". ცოტათი ზარმაციც ვარ და ცოტათი - დროის უქონლობის გამოც ვერ ვსწავლობ. ეს დანაკლისი შვილებით შევივსე. მათ ინგლისური ენა კარგად იციან.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დარიგებაზე რა გითხრა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებმა, წინაპრებმა თავიანთი ცხოვრების წესით ბევრი კარგი მაგალითი მომცეს და ბევრი რამ მასწავლეს. კოპწიაობა ბაბუაჩემისგან ავიღე, შრომისმოყვარეობა ბებიისგან და ა.შ. შვილებისგანაც კი რაღაცებს ვსწავლობ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ვეცადოთ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. სამწუხაროდ, საქართველოში სხვისი წარმატების შურთ, არ უხარიათ. ვიდრე ასე იქნება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. შური ადამიანს ანგრევს! ამ თვისების მქონე ვერასდროს იქნება ბედნიერი, რადგან მის გარშემო ყოველთვის მოიძებნება ვიღაც მასზე ლამაზი, წარმატებული. არ მესმის, ჩემი კოლეგები ბევრ კარგ როლს თუ ითამაშებენ, ამით ბედნიერი რატომ არ უნდა ვიყო? ხშირად შური ქალი მსახიობისგანაც მიგრძნია. დავივიწყოთ ეს საშინელი გრძნობა, ჩვენ ხომ წუთისოფელში ვცხოვრობთ და ადრე თუ გვიან, ყველაფერი მოგვეკითხება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება