სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ერიცხება მარიამ საჯაიას ყოველთვიურად 4190 ლარი
რისთვის ერიცხება მარიამ საჯაიას ყოველთვიურად 4190 ლარი

ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ სა­ჯა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფას­თან ერ­თად სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის 400 ლარ­საც იღებს. სა­ერ­თო ჯამ­ში კი დე­პუ­ტატს ყო­ველ­თვი­უ­რად 4190 ლარი ერი­ცხე­ბა - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" ავ­რცე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცია იმი­თაც ინ­ტერსდე­ბა, თუ რა­ტომ არ აყე­ნებს პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტი არა­სა­პა­ტიო გაც­დე­ნე­ბის­თვის სა­ჯა­ი­ას­თვის ხელ­ფა­სის დაქ­ვით­ვის სა­კითხს.

მა­რი­ამ სა­ჯა­ია სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში სექ­ტემ­ბერ­ში გა­ემ­გზავ­რა. დე­პუ­ტა­ტი ვა­შინგტონ­ში ერ­თწ­ლი­ა­ნი კურ­სის გავ­ლას გეგ­მავს და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" ამ სა­კი­თხზე პარ­ლა­მენტს ჯერ კი­დევ 21 ოქ­ტომ­ბერს მი­მარ­თა წე­რი­ლო­ბით. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დე­პუ­ტა­ტი სა­ჯა­ია იმ ორი კო­მი­ტე­ტის მიერ, რომ­ლის წევ­რიც არის, ივ­ლის-ნო­ემ­ბერ­ში გა­მარ­თუ­ლი 35 სხდო­მი­დან მხო­ლოდ ერთს და­ეს­წრო, თუმ­ცა კუთ­ვნილ ხელ­ფასს მა­ინც იღებს. გაც­დე­ნის მი­ზე­ზად დე­პუ­ტა­ტი ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხე­ლებს, მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია, უცხო ქვე­ყა­ნა­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა "ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის" კა­ტე­გო­რი­ა­ში რო­გორ ხვდე­ბა. პარ­ლა­მენ­ტი დე­პუ­ტატს გაც­დე­ნის ამ მი­ზეზს სა­პა­ტი­ოდ უთ­ვლის, თუმ­ცა მას სამი არა­სა­პა­ტიო გაც­დე­ნა მა­ინც და­უგ­როვ­და, რაც ხელ­ფა­სის 10%-ის დაქ­ვით­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტს ეს სა­კი­თხი დღის წე­სიგ­ში ჯერ არ და­უ­ყე­ნე­ბია. კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ დე­პუ­ტა­ტის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რად და­რი­ცხუ­ლი 4190 ლა­რი­დან, წე­სი­სა­მებრ, 1790 ლარი გან­კუთ­ვნი­ლია სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, ხოლო 400 ლარი - სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რია ქვე­ყა­ნა­ში არ­მყოფ ადა­მი­ანს დე­პუ­ტა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა სატ­რან­სპორ­ტო ან სხვა სა­ხის ხარ­ჯი უნდა ჰქონ­დეს და რა­ტომ უნდა ეძ­ლე­ო­დეს ამის­თვის თან­ხა",-ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში" მი­აჩ­ნი­ათ, რომ იკ­ვე­თე­ბა დე­პუ­ტატ მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას მიერ პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი. პარ­ლა­მენ­ტმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იმ­სჯე­ლოს და და­უქ­ვი­თოს სა­ჯა­ი­ას ხელ­ფა­სი.

"სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, ვერ ჩა­ით­ვლე­ბა გაც­დე­ნის სა­პა­ტიო (ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო) მი­ზე­ზად. შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტმა ამ სა­კი­თხზეც უნდა იმ­სჯე­ლოს. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ მათ­თვის მი­ნი­ჭე­ბულ მან­დატს და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღას­რუ­ლონ მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი",-გან­მარ­ტა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

31 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და სხვა წევ­რე­ბი დე­პუ­ტატ მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას მიერ სხდო­მე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რად გაც­დე­ნის სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­დნენ. სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ დე­პუ­ტა­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ გან­ცხა­დე­ბებ­ში სხდო­მე­ბის გაც­დე­ნის მი­ზე­ზად ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაც­დე­ნის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას სას­წავ­ლო მიზ­ნით სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნაა.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი, ამ­ბე­ბი.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

სა­მა­ჯუ­რი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ

სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას აჩუ­ქა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რისთვის ერიცხება მარიამ საჯაიას ყოველთვიურად 4190 ლარი

რისთვის ერიცხება მარიამ საჯაიას ყოველთვიურად 4190 ლარი

ამერიკაში სასწავლებლად წასული დეპუტატი მარიამ საჯაია საქართველოში ხელფასთან ერთად სატრანსპორტო მომსახურებისათვის 400 ლარსაც იღებს. საერთო ჯამში კი დეპუტატს ყოველთვიურად 4190 ლარი ერიცხება - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაცია იმითაც ინტერსდება, თუ რატომ არ აყენებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი არასაპატიო გაცდენებისთვის საჯაიასთვის ხელფასის დაქვითვის საკითხს.

მარიამ საჯაია სასწავლებლად ამერიკაში სექტემბერში გაემგზავრა. დეპუტატი ვაშინგტონში ერთწლიანი კურსის გავლას გეგმავს და შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობას ვერ განახორციელებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ საკითხზე პარლამენტს ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიმართა წერილობით. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატი საჯაია იმ ორი კომიტეტის მიერ, რომლის წევრიც არის, ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს. გაცდენის მიზეზად დეპუტატი ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, მაგრამ გაუგებარია, უცხო ქვეყანაში სასწავლებლად წასვლა ”ოჯახური მდგომარეობის” კატეგორიაში როგორ ხვდება. პარლამენტი დეპუტატს გაცდენის ამ მიზეზს საპატიოდ უთვლის, თუმცა მას სამი არასაპატიო გაცდენა მაინც დაუგროვდა, რაც ხელფასის 10%-ის დაქვითვას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს საკითხი დღის წესიგში ჯერ არ დაუყენებია. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დეპუტატისთვის ყოველთვიურად დარიცხული 4190 ლარიდან, წესისამებრ, 1790 ლარი განკუთვნილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო 400 ლარი - სატრანსპორტო მომსახურებისთვის, თუმცა გაუგებარია ქვეყანაში არმყოფ ადამიანს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული რა სატრანსპორტო ან სხვა სახის ხარჯი უნდა ჰქონდეს და რატომ უნდა ეძლეოდეს ამისთვის თანხა",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში”  მიაჩნიათ, რომ იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი. პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს და დაუქვითოს საჯაიას ხელფასი.

"სასწავლებლად წასვლა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვერ ჩაითვლება გაცდენის საპატიო (ოჯახური მდგომარეობის გამო) მიზეზად. შესაბამისად, პარლამენტმა ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათთვის მინიჭებულ მანდატს და კეთილსინდისიერად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები",-განმარტავენ ორგანიზაციაში.

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ სხდომების სისტემატურად გაცდენის საკითხით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილ განცხადებებში სხდომების გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით, გაცდენის რეალური მიზეზი მარიამ საჯაიას სასწავლო მიზნით საზღვარგარეთ ყოფნაა.

ნათია ლეშკაშელი, ამბები.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

სამაჯური, რომელიც მიხეილ

სააკაშვილმა მარიამ საჯაიას აჩუქა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია