მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკო ფანგანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ ცნობენ
ეკო ფანგანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ ცნობენ

ორი­ოდ თვის წინ ეკო ფან­გან­მა ცხვი­რის ოპე­რა­ცია ისე გა­ი­კე­თა, რომ არა­ვის­თვის უთ­ქვამს. მე­გობ­რებს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ფოტო გა­უგ­ზავ­ნა, ოჯა­ხის წევ­რებს კი, პლას­ტი­რის გამო, რო­მე­ლიც ცხვირ­ზე ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი, ეგო­ნათ, რომ ეკო ავა­რი­ა­ში მოყ­ვა... სი­მარ­თლე მალე გა­ირ­კვა და ახლა ეკო ახალ გა­რეგ­ნო­ბას ეჩ­ვე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ ცხვი­რის წვე­რი შე­ის­წო­რა, ცვლი­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი გა­მოდ­გა. შეხ­ვედ­რა კა­ფე­ში დავთქვით, თუმ­ცა, როცა ქერა გო­გო­ნამ კარი შე­მო­ა­ღო, ვერ ვი­ცა­ნი. ეკო ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი არ ვარ, ვინც ახა­ლი გა­რეგ­ნო­ბით ვერ ცნობს.

- ეკო, მარ­თლა ვერ გი­ცა­ნი.

- ალ­ბათ, ბევ­რი ფიქ­რობს, რად უნ­დო­და, მშვე­ნი­ე­რი ცხვი­რი ჰქონ­დაო და მეც არ მა­წუ­ხებ­და არას­დროს ეს პრობ­ლე­მა. მხო­ლოდ ცხვი­რის წვე­რი გა­ვის­წო­რე, ზე­ვით მაქვს აწე­უ­ლი და ვი­ფიქ­რე, ძა­ლი­ან არ და­მე­ტყო­ბა-მეთ­ქი. ჩემი მე­გო­ბა­რი მე­უბ­ნე­ბო­და, შენი ცხვი­რის ერთი მი­ლი­მეტ­რი ყო­ფი­ლა მთე­ლი შენი სა­ხის იე­რიო. ჩემი სვა­ნუ­რი ხა­სი­ა­თი, რო­მე­ლიც სა­ხე­ზეც მქონ­და, დავ-კარ-გე (იცი­ნის)!.. არა უშავს, გა­და­ვი­ტან. კმა­ყო­ფი­ლი ვარ. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ცხვი­რის სა­ხე­ში ჩაჯ­დო­მას ერთი წელი უნდა, ჯერ მხო­ლოდ ორი თვე გა­ვი­და. სა­ბო­ლო­ოდ რა და რო­გო­რი მინ­და, გგო­ნია, ვიცი? არას­ტან­დარ­ტუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და არა­ვინ იცო­და, რომ ამას ვა­პი­რებ­დი. რად­გან დიდი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, მხო­ლოდ ორი სა­მე­დი­ცი­ნო პლას­ტი­რი მქონ­და ცხვირ­ზე, თა­ნაც, ჩე­მე­ბი ისე­დაც ვერ წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სახ­ლში იფიქ­რეს, რომ ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი და დე­და­ჩემ­მა ყვი­რი­ლი და­ი­წყო, ეგ­რე­ვე და­ვამ­შვი­დე, არა­ფე­რი მომ­სვლია-მეთ­ქი. მე­ო­რე მო­მენ­ტი ის არის, რომ სულ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიდ რომ გა­იღ­ვი­ძო, მა­ინც სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა. დი­ლას რომ ავ­დე­ქი და სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე, ეს ქალი ვინ არის-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე. ახლა ცოტა მი­ვეჩ­ვიე. ალ­ბათ, თან შე­სი­ე­ბუ­ლიც მქონ­და. ამას წი­ნათ ერთ შე­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ერთ ად­გი­ლას სარ­კე იყო ჩად­გმუ­ლი და სა­კუ­თარ თავს მი­ვე­სალ­მე, მერე მივ­ხვდი, რომ სარ­კე იყო. არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ვერ მცნობს. ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­დან ვერა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ რომ ვერ გიც­ნოს ხალ­ხმა, შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო. ბავ­შვო­ბი­დან ვინც მიც­ნობს, ის ად­ვი­ლა­დაც მცნობს, რად­გან ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სახე და­მიბ­რუნ­და. რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­ტვირ­თავ და ამა­ში ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბა. კა­ფე­ში ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და თვა­ლებს მი­პა­ჭუ­ნებ­დნენ ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, თა­ვად კი ვერ მიც­ნეს. ყვე­ლას რუსი ვგო­ნი­ვარ და არის ერთი ამ­ბა­ვი.

- ვისი აზრი გა­ინ­ტე­რე­სებ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ჩემი მე­გობ­რე­ბის აზრს, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სას, დიდ პა­ტივს ვცემ და ვცდი­ლობ, შე­ნიშ­ვნე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას ვენ­დო­ბი. შე­საძ­ლოა, მცდა­რიც იყოს, მაგ­რამ მა­ინც. თან, ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ტუ­ჩის და ცხვი­რის. სხვა არა­ფე­რი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ახლა მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, ტუ­ჩის გა­კე­თე­ბა არ გა­ბე­დოო, მაგ­რამ არც ვა­პი­რებ. მე­გობ­რებს ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ფო­ტო­ე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნე. ჩემ­თვის ახლო ადა­მი­ა­ნე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ უც­ნა­უ­რო­ბე­ბი მა­ხა­სი­ა­თებს. ჩემს ხა­სი­ათს სხვა­დას­ხვა ნა­ბი­ჯით ვამ­ტკი­ცებ ხოლ­მე. არ ვამ­ბობ, რომ ცხვი­რის გა­კე­თე­ბა არ მჭირ­დე­ბო­და და იდე­ა­ლუ­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ახ­ლობ­ლო­ში ამ კუ­თხით არას­დროს უფიქ­რი­ათ ჩემ­ზე, ძა­ლი­ან ძნე­ლია სარ­კე­ში სხვა ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვა. ჩემს მე­გო­ბარს ჩოლ­კა უნდა შე­ეჭ­რა და სამი თვე ამა­ზე ვბჭობ­დით, მე კი წა­ვე­დი და არა­ვის­თვის მით­ქვამს, ისე გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეკო ფანგანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ ცნობენ

ეკო ფანგანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ ცნობენ

ორიოდ თვის წინ ეკო ფანგანმა ცხვირის ოპერაცია ისე გაიკეთა, რომ არავისთვის უთქვამს. მეგობრებს ოპერაციის შემდეგ ფოტო გაუგზავნა, ოჯახის წევრებს კი, პლასტირის გამო, რომელიც ცხვირზე ჰქონდა მიმაგრებული, ეგონათ, რომ ეკო ავარიაში მოყვა... სიმართლე მალე გაირკვა და ახლა ეკო ახალ გარეგნობას ეჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ცხვირის წვერი შეისწორა, ცვლილება რადიკალური გამოდგა. შეხვედრა კაფეში დავთქვით, თუმცა, როცა ქერა გოგონამ კარი შემოაღო, ვერ ვიცანი. ეკო ამბობს, რომ პირველი არ ვარ, ვინც ახალი გარეგნობით ვერ ცნობს.

- ეკო, მართლა ვერ გიცანი.

- ალბათ, ბევრი ფიქრობს, რად უნდოდა, მშვენიერი ცხვირი ჰქონდაო და მეც არ მაწუხებდა არასდროს ეს პრობლემა. მხოლოდ ცხვირის წვერი გავისწორე, ზევით მაქვს აწეული და ვიფიქრე, ძალიან არ დამეტყობა-მეთქი. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, შენი ცხვირის ერთი მილიმეტრი ყოფილა მთელი შენი სახის იერიო. ჩემი სვანური ხასიათი, რომელიც სახეზეც მქონდა, დავ-კარ-გე (იცინის)!.. არა უშავს, გადავიტან. კმაყოფილი ვარ. მეუბნებიან, რომ ცხვირის სახეში ჩაჯდომას ერთი წელი უნდა, ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა. საბოლოოდ რა და როგორი მინდა, გგონია, ვიცი? არასტანდარტული ოპერაცია გავიკეთე და არავინ იცოდა, რომ ამას ვაპირებდი. რადგან დიდი არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ორი სამედიცინო პლასტირი მქონდა ცხვირზე, თანაც, ჩემები ისედაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. სახლში იფიქრეს, რომ ავარიაში მოვყევი და დედაჩემმა ყვირილი დაიწყო, ეგრევე დავამშვიდე, არაფერი მომსვლია-მეთქი. მეორე მომენტი ის არის, რომ სულ ანჯელინა ჯოლიდ რომ გაიღვიძო, მაინც სხვანაირი ხდება ცხოვრება. დილას რომ ავდექი და სარკეში ჩავიხედე, ეს ქალი ვინ არის-მეთქი, ვიფიქრე. ახლა ცოტა მივეჩვიე. ალბათ, თან შესიებულიც მქონდა. ამას წინათ ერთ შენობაში ვიყავი, სადაც ერთ ადგილას სარკე იყო ჩადგმული და საკუთარ თავს მივესალმე, მერე მივხვდი, რომ სარკე იყო. არის ხალხი, რომელიც ვერ მცნობს. ძალიან ახლო მეგობრები ამბობენ, შეიძლება, თავიდან ვერა, მაგრამ საერთოდ რომ ვერ გიცნოს ხალხმა, შეუძლებელიაო. ბავშვობიდან ვინც მიცნობს, ის ადვილადაც მცნობს, რადგან ბავშვობის დროინდელი სახე დამიბრუნდა. რამდენიმე ფოტოს ''ფეისბუქზე'' ავტვირთავ და ამაში ყველა დარწმუნდება. კაფეში ვიყავი რამდენიმე დღის წინ და თვალებს მიპაჭუნებდნენ ბიჭები, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, თავად კი ვერ მიცნეს. ყველას რუსი ვგონივარ და არის ერთი ამბავი.

- ვისი აზრი გაინტერესებდა ყველაზე მეტად?

- ჩემი მეგობრების აზრს, ასევე ოჯახის წევრებისას, დიდ პატივს ვცემ და ვცდილობ, შენიშვნები გავითვალისწინო, მაგრამ ნებისმიერ თემაზე საკუთარ მოსაზრებას ვენდობი. შესაძლოა, მცდარიც იყოს, მაგრამ მაინც. თან, ნახევარ საქართველოს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ტუჩის და ცხვირის. სხვა არაფერი მაქვს გაკეთებული და ახლა მეგობრებმა მითხრეს, ტუჩის გაკეთება არ გაბედოო, მაგრამ არც ვაპირებ. მეგობრებს ოპერაციის შემდგომი ფოტოები გავუგზავნე. ჩემთვის ახლო ადამიანებიც ფიქრობენ, რომ უცნაურობები მახასიათებს. ჩემს ხასიათს სხვადასხვა ნაბიჯით ვამტკიცებ ხოლმე. არ ვამბობ, რომ ცხვირის გაკეთება არ მჭირდებოდა და იდეალური ვიყავი, მაგრამ საახლობლოში ამ კუთხით არასდროს უფიქრიათ ჩემზე, ძალიან ძნელია სარკეში სხვა ადამიანის დანახვა. ჩემს მეგობარს ჩოლკა უნდა შეეჭრა და სამი თვე ამაზე ვბჭობდით, მე კი წავედი და არავისთვის მითქვამს, ისე გავიკეთე ოპერაცია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება