იულია ქავ­თა­რა­ძე - "არ ვარ ქა­ლის ბო­ლომ­დე გა­შიშ­ვ­ლე­ბის მომ­ხ­რე" (+ცხელი ფოტოგალერეა)

იულია ქავ­თა­რა­ძე - "არ ვარ ქა­ლის ბო­ლომ­დე გა­შიშ­ვ­ლე­ბის მომ­ხ­რე" (+ცხელი ფოტოგალერეა)

სექ­სუ­ა­ლუ­რი, გა­მომ­წ­ვე­ვი და რის­კი­ა­ნი - ცვლი­ლე­ბებ­ზე არას­დ­როს ამ­ბობს უარს. უკ­რა­ი­ნულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი და სკან­და­ლუ­რი ქა­ლის იმი­ჯი და­იმ­კ­ვიდ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი ახა­ლი სტა­ტუ­სით გვეს­ტუმ­რა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იულია ქავ­თა­რა­ძე პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის" ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე გახდა.

ბავ­შ­ვო­ბა­ში მხატ­ვ­რულ ტან­ვარ­ჯიშ­ზე და­დი­ო­და. თით­ქ­მის შვი­დი წე­ლი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა. სა­მეჯ­ლი­სო ცეკ­ვებ­თან შე­ხე­ბა არას­დ­როს ჰქო­ნია, მე­ტიც, სპორ­ტუ­ლო­ბა ხელს უშ­ლის სა­ცეკ­ვაო ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. ხში­რად ამ­ბობს, რომ სა­მეჯ­ლი­სო ცეკ­ვე­ბი მის­თ­ვის ჩი­ნუ­რია და ურ­თუ­ლე­სი, - რომ არა ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი­სა და პარ­ტ­ნი­ო­რის დახ­მა­რე­ბა, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დიო.

ცვლი­ლე­ბე­ბი

ეცი­ნე­ბა იმ წლებ­ზე, რო­ცა სა­ბან­კო საქ­მე­ზე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რა. ბან­კი­რი მის­გან არ გა­მო­ვი­და, რად­გან მხო­ლოდ ფუ­ლის დათ­ვ­ლა იცის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია და სა­ო­ფი­სე საქ­მე მის ხა­სი­ათს არ ესა­და­გე­ბა. რო­გორც კი ეს გა­აც­ნო­ბი­ე­რა, ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ბევ­რი რამ ის­წავ­ლა, თუმ­ცა კო­ლექ­ცი­ებ­ზე დღემ­დე არ უმუ­შა­ვია, ვი­ნა­ი­დან მი­სი ცხოვ­რე­ბა სხვა გზით წა­რი­მარ­თა.

იული­ამ ცხოვ­რე­ბა სცე­ნას და­უ­კავ­ში­რა. ეს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ის­ტო­რიაა. 16 წლის იყო, უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის, ირი­ნა ბი­ლი­კის შო­უ­ბა­ლე­ტის კას­ტინ­გ­ზე რომ მი­იწ­ვი­ეს. წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა. უკ­რა­ი­ნელ ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თან წა­ი­მუ­შა­ვა და შემ­დეგ ცნო­ბი­ლი შო­უ­მე­ნის, ვერ­კა სერ­დი­უჩ­კას თე­ატ­რ­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ.

ეს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დია იული­ას­თ­ვის, მაგ­რამ

სამ­წ­ლი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შემ­დეგ თე­ატ­რი­დან წა­მო­ვი­და. იული­ას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა, რაც მუ­შა­ო­ბა­ში ხელს უშ­ლი­და.

იმი­ჯი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით იულია სკან­და­ლუ­რი ჯგუ­ფის, "ნი­კი­ტას" წევ­რი გახ­და. ჯგუ­ფი ერო­ტი­კუ­ლი ფო­ტო­სე­სი­ე­ბი­თა და კლი­პე­ბით გახ­და უკ­რა­ი­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი. მას პარ­ტ­ნი­ორ­თან, და­შა ას­ტა­ფი­ე­ვას­თან ერ­თად ხში­რად იღებ­დ­ნენ მსგავს ფო­ტო­სე­სი­ებ­ში.

სწო­რედ ეს გახ­და იული­ას ჯგუ­ფი­დან წას­ვ­ლის მი­ზე­ზი. სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლის იმიჯს ამარ­თ­ლებს, თუმ­ცა ზედ­მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. ბევ­რი თა­მა­მი ერო­ტი­კუ­ლი ფო­ტო გა­და­უ­ღია, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბობს, ვულ­გა­რუ­ლო­ბამ­დე არ მი­სუ­ლა.

- რა­ტომ და­ტო­ვეთ ჯგუ­ფი "ნი­კი­ტა"?

- ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­მირ­თულ­და პრო­დი­უ­სე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ერო­ტი­კუ­ლი ფო­ტო­სე­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა გარ­კ­ვე­ულ ზღვრამ­დე. ზო­გა­დად, არ ვარ ქა­ლის ბო­ლომ­დე გა­შიშ­ვ­ლე­ბის მომ­ხ­რე, იგი გა­მო­უც­ნო­ბი უნ­და იყოს. "ნი­კი­ტა­ში" ხში­რად მი­წევ­და თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა.

ეს ჩე­მი არ­ჩე­უ­ლი გზა იყო და რა­ღაც პე­რი­ო­დი მივ­ყ­ვე­ბო­დი, მაგ­რამ შემ­დეგ მე­ტი და მე­ტი მო­ითხო­ვეს, რაც, ჩე­მი აზ­რით, ვულ­გა­რუ­ლო­ბა­ში გა­და­დი­ო­და. არ მჯე­რა ამ­გ­ვა­რი გზე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბის და ასე­თი შე­მოქ­მე­დე­ბის. არ ვნა­ნობ, რომ ჯგუ­ფის წევ­რი ვი­ყა­ვი. ეს ჩე­მი გა­სავ­ლე­ლი ეტა­პი იყო. კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე.

სტი­ლი

უყ­ვარს გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა. მის­თ­ვის კლა­სი­კუ­რი სტი­ლი შე­უც­ვ­ლე­ლია. მოს­წონს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და კონ­ტ­რას­ტუ­ლი მუ­სი­კა - პრო­დი­ჯი­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მენს და კლა­სი­კა­საც, მა­გა­ლი­თად, პა­ვა­რო­ტის. შე­უძ­ლია "ა­რა­ა­და­მი­ა­ნუ­რად" მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლიც ატა­როს და "ბა­ლეტ­კე­ბიც".

ალერ­გი­უ­ლია და მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რილ სა­მოსს იც­ვამს. თვლის, რომ ადა­მი­ა­ნი არა მარ­ტო გა­რეგ­ნულ მხა­რე­ზე, ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზეც უნ­და ზრუ­ნავ­დეს. აუცი­ლე­ბე­ლია, გან­ვი­თარ­დეს, წინ ის­წ­რა­ფვო­დეს და სა­კუ­თარ თავ­თან ჰარ­მო­ნი­ას აღ­წევ­დეს.

- იულია, რო­გორ გრძნობთ თავს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, შოკ­ში ვარ. რო­გორც კი გა­ვი­გე, რომ პრო­ექ­ტი უნ­და და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, არა­ფე­რი მახ­სოვს. მე­ო­რე დღე­საც გა­თი­შუ­ლი ვი­ყა­ვი. ასეთ შე­დეგს არ ვე­ლო­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ძა­ლი­ან მეწყი­ნა. ისე მა­ლე დავ­ტო­ვე პრო­ექ­ტი, ჩემ­თ­ვის ამო­უხ­ს­ნე­ლია.

- თით­ქოს პრო­ექ­ტ­ში თქვენს დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რე­ბენ. პრო­დი­უ­სე­რებ­მა რო­გორ აგიხ­ს­ნეს ასე­თი შე­დე­გი?

- "ფე­ის­ბუქ­ში" წა­ვი­კითხე, რომ თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი ჩემს დაბ­რუ­ნე­ბას ით­ხოვ­დ­ნენ, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი ვი­ცი. პრო­ექ­ტ­ში ამიხ­ს­ნეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად მიც­ნობ­დ­ნენ და არ შე­მო­ვი­და სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ზა­რი. აქ ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი მყავს, მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ მე­სი­ჯე­ბი ვე­ღარ შე­ვაგ­რო­ვე. ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც გა­ოც­დ­ნენ.

- თუ ჰქონ­და ჟი­უ­რის თქვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- ამა­ზე ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ. ისი­ნიც არ ელოდ­ნენ ასეთ შე­დეგს.

- უკ­რა­ი­ნა­ში რო­დის ბრუნ­დე­ბით?

- რამ­დე­ნი­მე დღით დავ­რ­ჩე­ბი. მე­გობ­რებ­თან მინ­და ყოფ­ნა, მე­რე გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბი.

- იქ ქა­ლიშ­ვი­ლი გე­ლო­დე­ბათ...

- ვერ შევ­ძე­ლი მი­სი წა­მოყ­ვა­ნა. 6 წლი­საა და სკო­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. ხა­სი­ა­თით მგავს. პრინ­ცი­პუ­ლია, მაგ­რამ მო­სიყ­ვა­რუ­ლე. უყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი, გახ­ს­ნი­ლი გო­გო­ნაა, თუმ­ცა ხან­და­ხან ჭირ­ვე­უ­ლი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო : "უფრო მაგარი ანჯელინა ჯოლი"- იულია ქავთარაძის არაჩვეულებრივი "ტანგო"

ქე­თი დარ­ჩია

ჟურნალი "ბომონდი"

(ნოემბრის ნომერი)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება