პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი დაიდოს!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს
"სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი დაიდოს!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წვე­რი გოგა ხა­ჩი­ძე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ ხა­ჩი­ძე სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" წერს.

"ვინ­მემ არ იფიქ­როს, ასე­თი ახი­რე­ბა მაქვს... თუ იფიქ­რებს და არც ეგაა დიდი პრობ­ლე­მა.

აბა მი­პა­სუ­ხეთ, ისე - ინ­ფორ­მა­ცი­ის დო­ნე­ზე, რა ვი­ცით ჩვენ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ?...

ვი­ცით და ამის შე­სა­ხებ ხში­რად გაგ­ვი­მე­ო­რეს, რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ამას ამ­ბო­ბენ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი...

კი­დევ ერთხელ, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ: ჩვენ ვი­ცით, რომ ღა­რი­ბაშ­ვილს {სორ­ბო­ნა} აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ხომ ეს ვი­ცით?...

-დიახ!

ხომ ნამ­დვი­ლად ასე ვი­ცით?...

- დიახ, ნამ­დვი­ლად ასე ვი­ცით!

ვი­ნა­ი­დან პი­რა­დად მე, საფ­რან­გეთ­ში მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და იქ აღე­ბულ დიპ­ლო­მებ­ზე (ქ-ნი წუ­ლუ­კი­ა­ნის შემ­თხვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) "კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა" მაქვს, ნება მი­ბო­ძეთ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვი­კი­თხო:

ნამ­დვი­ლად და­ამ­თავ­რა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი?!...

ი ქ ნ ე ბ უბ­რა­ლოდ ენის კურ­სი გა­ი­ა­რა?...

ი ქ ნ ე ბ სწავ­ლობ­და და არ, ან ვერ და­ამ­თავ­რა?...

რა­ღაც უც­ნა­უ­რი ეჭვი მაქვს, რომ ამ ორი "იქ­ნებ"-იდან შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდეს... (?!)

და რა?!... ამის შემ­დეგ ჩვენ ვი­ტყვით, რომ ეს სი­ახ­ლე არაა?!...

რომ ეს ამ­ბა­ვი, ასე ვი­ცო­დით და არა კონ­კრე­ტუ­ლად ისე, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა?!...

- არა, ასე ვერ ვი­ტყვით, მა­შინ უბ­რა­ლოდ თავს მო­ვი­ტყუ­ებთ.

ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვად მიჩ­ნდე­ბა მო­თხოვ­ნა, თხოვ­ნა (რო­მე­ლიც გნე­ბავთ)

სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი და­ი­დოს!...

და­ი­დე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა.

არ და­ი­დე­ბა და არც მა­გის გა­გე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, რა მოხ­და მერე... ", - წერს ხა­ჩი­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2002-2004 წლებ­ში სწავ­ლობ­და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (სპე­ცი­ა­ლო­ბა-სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი) პა­რი­ზი, საფ­რან­გე­თი; "ფე­ის­ბუქ­ში" მი­ნის­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე კი თსუ-სთან ერ­თად მი­თი­თე­ბუ­ლია Université Paris 1 - Panthéon Sorbonne.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი დაიდოს!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

"სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი დაიდოს!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

საპარლამენტო უმცირესობის წვერი გოგა ხაჩიძე თეა წულუკიანის შემდეგ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისგან მოითხოვს. ამის შესახებ ხაჩიძე საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" წერს.

"ვინმემ არ იფიქროს, ასეთი ახირება მაქვს... თუ იფიქრებს და არც ეგაა დიდი პრობლემა.

აბა მიპასუხეთ, ისე - ინფორმაციის დონეზე, რა ვიცით ჩვენ ღარიბაშვილის განათლების შესახებ?...

ვიცით და ამის შესახებ ხშირად გაგვიმეორეს, რომ ღარიბაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სორბონის უნივერსიტეტი.

ამას ამბობენ ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები, პოლიტიკოსები...

კიდევ ერთხელ, მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილს {სორბონა} აქვს დამთავრებული.

ხომ ეს ვიცით?...

-დიახ!

ხომ ნამდვილად ასე ვიცით?...

- დიახ, ნამდვილად ასე ვიცით!

ვინაიდან პირადად მე, საფრანგეთში მიღებულ განათლებაზე და იქ აღებულ დიპლომებზე (ქ-ნი წულუკიანის შემთხვევიდან გამომდინარე) "კარგი გამოცდილება" მაქვს, ნება მიბოძეთ ამ შემთხვევაშიც ვიკითხო:

ნამდვილად დაამთავრა ირაკლი ღარიბაშვილმა სორბონის უნივერსიტეტი?!...

ი ქ ნ ე ბ უბრალოდ ენის კურსი გაიარა?...

ი ქ ნ ე ბ სწავლობდა და არ, ან ვერ დაამთავრა?...

რაღაც უცნაური ეჭვი მაქვს, რომ ამ ორი "იქნებ"-იდან შეიძლება რომელიმე სიმართლე აღმოჩნდეს... (?!)

და რა?!... ამის შემდეგ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს სიახლე არაა?!...

რომ ეს ამბავი, ასე ვიცოდით და არა კონკრეტულად ისე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა?!...

- არა, ასე ვერ ვიტყვით, მაშინ უბრალოდ თავს მოვიტყუებთ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ბუნებრივად მიჩნდება მოთხოვნა, თხოვნა (რომელიც გნებავთ)

სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი დაიდოს!...

დაიდება - ყველაფერი გასაგები იქნება.

არ დაიდება და არც მაგის გაგება გაგვიჭირდება, რა მოხდა მერე... ", - წერს ხაჩიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განათლების შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ 2002-2004 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე (სპეციალობა-საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი; "ფეისბუქში" მინისტრის ოფიციალურ გვერდზე კი თსუ-სთან ერთად მითითებულია Université Paris 1 - Panthéon Sorbonne.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს