პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო დაფუძნდა - წოდებას დამსახურების მიხედვით მიიღებთ
კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო დაფუძნდა - წოდებას დამსახურების მიხედვით მიიღებთ

კა­ხეთ­ში თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა რე­გი­ო­ნუ­ლი საკ­რე­ბუ­ლო და­ფუძნ­და. თე­ლა­ვის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო საკ­რე­ბუ­ლო სულ 25 წევ­რით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, საკ­რე­ბუ­ლოს მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა. მსგავ­სი საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის და­არ­სე­ბას კა­ხე­თის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში აპი­რე­ბენ. თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წი­ნამ­ძღო­ლის, ვა­ლე­რი­ან კიკ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის მე­ფით ჩა­ნაც­ვლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვა­დის და აზ­ნა­უ­რის წო­დე­ბის მი­ღე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა.

"მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა იმას არ ნიშ­ნავს, რომ თა­ვად-აზ­ნა­უ­რებს ძვე­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი დაგ­ვიბ­რუ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ასე ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. თა­ვა­დო­ბა და აზ­ნა­უ­რო­ბა ადა­მი­ანს რო­გორ ენი­ჭე­ბო­და? დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. ვი­ღაც ომში გა­მო­ი­ჩენ­და თავს, ვი­ღაც სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში ან სხვა­დას­ხვა დარ­გში და მეფე უბო­ძებ­და ხოლ­მე თა­ვა­დო­ბას ან აზ­ნა­უ­რო­ბას. ძა­ლი­ან ბევ­რი პი­როვ­ნე­ბა გვყავს, რომ­ლე­ბიც თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ ეს წო­დე­ბა ეკუთ­ვნით, რად­გან სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვთ. ასე მეტი მო­ტი­ვა­ცია ექ­ნე­ბა ადა­მი­ანს, რომ კარ­გი გა­ა­კე­თოს", - აცხა­დებს ვა­ლე­რი­ან კიკ­ნა­ძე.

კა­ხეთ­ში თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლო მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში არ­სე­ბობ­და, როცა კა­ხე­თი მაზ­რე­ბად იყო და­ყო­ფი­ლი. საკ­რე­ბუ­ლო თე­ლავ­ში 2001 წელს აღად­გი­ნეს. თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს მო­მა­ვა­ლი მე­ფეც შერ­ჩე­უ­ლი ჰყავს. "სა­მე­ფო ტახ­ტი დღეს­დღე­ო­ბით გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის პირ­და­პირ შთა­მო­მა­ვალს ბა­ტო­ნიშ­ვილ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონს ეკუთ­ვნის. თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რია და ფილმ "ღი­მი­ლის ბი­ჭებ­შიც" არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ნუგ­ზარს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, ბიჭი არა ჰყავს, მაგ­რამ ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის წე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სხვა კან­დი­და­ტუ­რე­ბიც არი­ან", - აღ­ნიშ­ნავს კიკ­ნა­ძე.

ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი კა­ხე­თის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია, წი­ნამ­ძღო­ლად კი ბი­ძი­ნა ვახ­ვა­ხიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს ვიცე წი­ნამ­ძღო­ლის, ია ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის თქმით, საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნე­ბი ყო­ველ 3 წე­ლი­წად­ში უნდა ჩა­ტარ­დეს, მაგ­რამ იმის გამო, რომ კა­ხე­თის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო საკ­რე­ბუ­ლო ფაქ­ტობ­რი­ვად არ მუ­შა­ობ­და, არ­ჩევ­ნე­ბი წლე­ბია არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­რე­ბუ­ლოს გოგი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი თით­ქმის 10 წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა არ­ცთუ წარ­მა­ტე­ბუ­ლად.

ია ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის თქმით, სა­მო­მავ­ლოდ კა­ხე­თის თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლო­ში დარ­გობ­რი­ვი კო­მი­სი­ე­ბი შე­იქ­მნე­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

"დარ­გობ­რი­ვად კულ­ტუ­რის, მეც­ნი­ე­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სხვა კო­მი­სი­ე­ბი უნდა შე­იქ­მნას, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი დარ­გის პრობ­ლე­მებ­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ. თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლომ ყო­ველ­თვის უნდა იცო­დეს, ხალ­ხს რა აწუ­ხებს. ჩვენ სულ ვი­ყა­ვით ამის საქ­მის კურ­სში და არც დარ­ჩე­ნი­ლა სა­კი­თხი, რომ კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლა არ გვქო­ნო­და. ჩვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია, რომ კა­ხეთ­ში ეს საკ­რე­ბუ­ლო არ მუ­შა­ობ­და", - აღ­ნიშ­ნა ია ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­აქ­ტი­ურ­და, როცა სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ვაჟი, 2 წლის გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი მო­ნათ­ლეს. გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა მო­ნათ­ლა და ის უფ­ლის­წუ­ლად მო­იხ­სე­ნია.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო დაფუძნდა - წოდებას დამსახურების მიხედვით მიიღებთ

კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო დაფუძნდა - წოდებას დამსახურების მიხედვით მიიღებთ

კახეთში თავადაზნაურთა რეგიონული საკრებულო დაფუძნდა. თელავის სათავადაზნაურო საკრებულო სულ 25 წევრით არის დაკომპლექტებული. წესდების მიხედვით, საკრებულოს მიზანია საქართველოში მონარქიის აღდგენა. მსგავსი საკრებულოების დაარსებას კახეთის ყველა რაიონში აპირებენ. თავადაზნაურთა თელავის საკრებულოს წინამძღოლის, ვალერიან კიკნაძის განცხადებით, პრეზიდენტის მეფით ჩანაცვლების შემთხვევაში, თავადის და აზნაურის წოდების მიღება დამსახურების მიხედვით ყველა ადამიანს შეეძლება.

"მონარქიის აღდგენა იმას არ ნიშნავს, რომ თავად-აზნაურებს ძველი პრივილეგიები დაგვიბრუნება. უბრალოდ, ასე ჩვენს ტრადიციებს შევინარჩუნებთ. თავადობა და აზნაურობა ადამიანს როგორ ენიჭებოდა? დამსახურების მიხედვით. ვიღაც ომში გამოიჩენდა თავს, ვიღაც სასულიერო ცხოვრებაში ან სხვადასხვა დარგში და მეფე უბოძებდა ხოლმე თავადობას ან აზნაურობას. ძალიან ბევრი პიროვნება გვყავს, რომლებიც თავადაზნაურთა წარმომადგენლები არ არიან, მაგრამ ეს წოდება ეკუთვნით, რადგან სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდი დამსახურება აქვთ. ასე მეტი მოტივაცია ექნება ადამიანს, რომ კარგი გააკეთოს", - აცხადებს ვალერიან კიკნაძე.

კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო მე-19 საუკუნეში არსებობდა, როცა კახეთი მაზრებად იყო დაყოფილი. საკრებულო თელავში 2001 წელს აღადგინეს. თავადაზნაურთა საკრებულოს მომავალი მეფეც შერჩეული ჰყავს. "სამეფო ტახტი დღესდღეობით გიორგი მეთორმეტის პირდაპირ შთამომავალს ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონს ეკუთვნის. თბილისში ცხოვრობს, ცნობილი რეჟისორია და ფილმ "ღიმილის ბიჭებშიც" არის გადაღებული. ნუგზარს ორი ქალიშვილი ჰყავს, ბიჭი არა ჰყავს, მაგრამ ლეგიტიმურობის წესის გათვალისწინებით, სხვა კანდიდატურებიც არიან", - აღნიშნავს კიკნაძე.

ნუგზარ ბაგრატიონი ახლადარჩეული კახეთის სათავადაზნაურო საკრებულოს წევრია, წინამძღოლად კი ბიძინა ვახვახიშვილი აირჩიეს. საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს ვიცე წინამძღოლის, ია ბაგრატიონ მუხრანელის თქმით, საკრებულოს არჩევნები ყოველ 3 წელიწადში უნდა ჩატარდეს, მაგრამ იმის გამო, რომ კახეთის სათავადაზნაურო საკრებულო ფაქტობრივად არ მუშაობდა, არჩევნები წლებია არ ჩატარებულა. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს გოგი ანდრონიკაშვილი თითქმის 10 წელი ხელმძღვანელობდა, თუმცა არცთუ წარმატებულად.

ია ბაგრატიონ მუხრანელის თქმით, სამომავლოდ კახეთის თავად-აზნაურთა საკრებულოში დარგობრივი კომისიები შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

"დარგობრივად კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკური და სხვა კომისიები უნდა შეიქმნას, რომლებიც საკუთარი დარგის პრობლემებზე იმსჯელებენ. თავადაზნაურთა საკრებულომ ყოველთვის უნდა იცოდეს, ხალხს რა აწუხებს. ჩვენ სულ ვიყავით ამის საქმის კურსში და არც დარჩენილა საკითხი, რომ კრიტიკული გამოსვლა არ გვქონოდა. ჩვენი გულისტკივილია, რომ კახეთში ეს საკრებულო არ მუშაობდა", - აღნიშნა ია ბაგრატიონ მუხრანელმა.

საქართველოში მონარქიის აღდგენაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა, როცა სვეტიცხოველში დავით ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟი, 2 წლის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მონათლეს. გიორგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მონათლა და ის უფლისწულად მოიხსენია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა