სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას - 5 სავარაუდო კანდიდატი
ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას - 5 სავარაუდო კანდიდატი

ვინ არის შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა? - პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში კბი­ლაშ­ვი­ლის შემ­ცვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვიდ­რე მისი გა­დად­გო­მის ჭეშ­მა­რი­ტი მი­ზე­ზე­ბი. რო­გორც "ვერ­სი­ის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­უ­ბა­რია 5 კან­დი­და­ტუ­რა­ზე: მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მე­ო­რე მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, დე­პუ­ტა­ტი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი და ექ­სპერ­ტი კახა კა­ხიშ­ვი­ლი.

პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში კბი­ლაშ­ვი­ლის წას­ვლა ჯერ კი­დევ მა­შინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბევრ სა­კითხს ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი წყვეტს და ფაქ­ტობ­რი­ვად, ის მარ­თავს უწყე­ბა­სო. შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ მთა­ვარ პრო­კუ­რორს მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე შეც­ვლის. ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, იყო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი ჩა­ი­ბა­რა და რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ან­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პარ­ტი­ის რი­გე­ბი და­ტო­ვა. 1 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ტი­უ­ლი კვო­ტით მი­ი­ღო, თუმ­ცა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა მას შემ­დეგ, რაც 30 ოქ­ტომ­ბერს შს მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. სწო­რედ ამ უწყე­ბი­დან გა­და­ვი­და ნაც­ვლიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ბა­ტო­ნი ლაშა არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვია სკან­დალ­ში, მის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თი ბრალ­დე­ბაც გაჟ­ღერ­და და საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ ნაც­ვლიშ­ვილს რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც დას­წა­მეს. ამ ფონ­ზე, კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, მისი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ თა­ვად გე­ნე­რალ ნაც­ვლიშ­ვილ­საც, "რუხი კარ­დი­ნა­ლის" როლ­ში ყოფ­ნა უფრო ხიბ­ლავს და თა­ნახ­მაა, მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად მისი კად­რი მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნოს.

მაია მწა­რი­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის არა­ერ­თი წევ­რი მი­ე­სალ­მე­ბა. მა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს - მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და აქვს მო­სა­მარ­თლის გა­მოც­დი­ლე­ბაც. პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მწა­რი­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბიც ლო­ბი­რე­ბენ და მისი და­სა­ხე­ლე­ბა-არ­და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა, გა­იზ­რდე­ბა თუ არა კო­ა­ლი­ცი­ა­ში ამ პარ­ტი­ის გავ­ლე­ნა. ეს იმ შემ­თხვე­ვა­შიც გა­ირ­კვე­ვა, თუ კან­დი­და­ტად რეს­პუბ­ლი­კე­ლი თინა ხი­და­შე­ლი და­სა­ხელ­და, თუმ­ცა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­მარ­თალმცოდ­ნე დე­პუ­ტა­ტის, თა­ვის დრო­ზე ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა – სა­ქარ­თვე­ლო­სა და ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მმარ­თვე­ლის, ამ­ჟა­მად დე­პუ­ტა­ტის, ხი­და­შე­ლის კან­დი­და­ტუ­რა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

დე­პუ­ტა­ტი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ად­ვო­კა­ტო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. თა­ვის დრო­ზე სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "არ­გა­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ში. მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­შიც. არის ასო­ცი­ა­ცია "კა­ნო­ნი ხალ­ხის­თვის" თავ­მჯდო­მა­რე, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი და ფ/პ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის სა­ად­კო­ვა­ტო ბი­უ­როს უფ­რო­სი. ის გახ­ლავთ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა კლუ­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ქუც­ნაშ­ვილს არც ისე დიდი შან­სი აქვს, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გახ­დეს – მის კან­დი­და­ტუ­რას, სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი გა­და­წო­ნი­ან, რომ­ლებ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ასე თუ ისე აქვთ.

სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მე­ო­რე მო­ად­გი­ლეს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შიდა ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შსს ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის პრო­კუ­რო­რად, იყო გო­რის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პრო­კუ­რო­რი, მუ­შა­ობ­და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად.

გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ექ­სპერტ კახა კა­ხიშ­ვილ­საც. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. სწო­რედ კა­ხიშ­ვილ­მა წა­მო­წია პრე­მი­ე­რი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის შეხ­ვედ­რი­სას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის, რო­გორც სუს­ტი რგო­ლის თემა, როცა ისა­უბ­რა, რომ უწყე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­დრო­ინ­დე­ლი კად­რე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. კა­ხიშ­ვი­ლი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რიგი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხზეც აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს და ამ­ბო­ბენ, რომ ის ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის­თვის, საკ­მა­ოდ მი­სა­ღე­ბი კად­რია. თუმ­ცა, იქ­ნე­ბა თუ არა ეს საკ­მა­რი­სი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ყე­ნებ­ლად, დრო გვიჩ­ვე­ნებს. კა­ნო­ნით, მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი გან­სა­ზღვრავს, ვინ და­ი­კა­ვებს აღ­ნიშ­ნულ პოსტს. ასე რომ, ახლა მთა­ვა­რი სი­ტყვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ეთ­ქმის.

ნინო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას - 5 სავარაუდო კანდიდატი

ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას - 5 სავარაუდო კანდიდატი

ვინ არის შესაფერისი კანდიდატურა? - პოლიტიკურ კულუარებში კბილაშვილის შემცვლელის ვინაობა უფრო აქტუალურია, ვიდრე მისი გადადგომის ჭეშმარიტი მიზეზები. როგორც "ვერსიისთვის" გახდა ცნობილი, საუბარია 5 კანდიდატურაზე: მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, მთავარი პროკურორის მეორე მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, დეპუტატი თინათინ ხიდაშელი და ექსპერტი კახა კახიშვილი.

პოლიტიკურ კულუარებში კბილაშვილის წასვლა ჯერ კიდევ მაშინ იწინასწარმეტყველეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პროკურატურაში ბევრ საკითხს ლაშა ნაცვლიშვილი წყვეტს და ფაქტობრივად, ის მართავს უწყებასო. შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი, რომ მთავარ პროკურორს მისი პირველი მოადგილე შეცვლის. ლაშა ნაცვლიშვილს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პროკურატურაში, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა, იყო უშიშროების მინისტრის მოადგილეც. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, დეპუტატის მანდატი ჩაიბარა და რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა მოგვიანებით, პარტიის რიგები დატოვა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატის მანდატი ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პარტიული კვოტით მიიღო, თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სწორედ ამ უწყებიდან გადავიდა ნაცვლიშვილი პროკურატურაში. ბატონი ლაშა არაერთხელ გაეხვია სკანდალში, მის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებაც გაჟღერდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ნაცვლიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაც დასწამეს. ამ ფონზე, კულუარებში ამბობენ, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილმა, მისი კანდიდატურის დაყენებისგან თავი შეიკავოს. ამბობენ იმასაც, რომ თავად გენერალ ნაცვლიშვილსაც, "რუხი კარდინალის" როლში ყოფნა უფრო ხიბლავს და თანახმაა, მთავარ პროკურორად მისი კადრი მაია მწარიაშვილი დაინიშნოს.

მაია მწარიაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობის არაერთი წევრი მიესალმება. მასაც პროკურატურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა და აქვს მოსამართლის გამოცდილებაც. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მწარიაშვილის კანდიდატურას რესპუბლიკელებიც ლობირებენ და მისი დასახელება-არდასახელების შემდეგ გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა კოალიციაში ამ პარტიის გავლენა. ეს იმ შემთხვევაშიც გაირკვევა, თუ კანდიდატად რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი დასახელდა, თუმცა ირინა იმერლიშვილის მტკიცებით, კატეგორიულად არ განიხილება სამართალმცოდნე დეპუტატის, თავის დროზე ღია საზოგადოება – საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მმართველის, ამჟამად დეპუტატის, ხიდაშელის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პროფესიით იურისტია. საკმაოდ საინტერესო საადვოკატო გამოცდილება აქვს. თავის დროზე სადაზღვევო კომპანია "არგანის" გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ სამართლებრივ საკითხებში. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატშიც. არის ასოციაცია "კანონი ხალხისთვის" თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ფ/პ ზაქარია ქუცნაშვილის საადკოვატო ბიუროს უფროსი. ის გახლავთ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის დამფუძნებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ქუცნაშვილს არც ისე დიდი შანსი აქვს, მთავარი პროკურორი გახდეს – მის კანდიდატურას, სავარაუდოდ ისინი გადაწონიან, რომლებსაც პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება ასე თუ ისე აქვთ.

სათანადო გამოცდილება აქვს მთავარი პროკურორის მეორე მოადგილეს გიორგი გაბიტაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად, იყო გორის რაიონულ პროკურატურაში პროკურორი, მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსად.

გამოცდილება აქვს ექსპერტ კახა კახიშვილსაც. კვალიფიციური იურისტი წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში მოღვაწეობდა. სწორედ კახიშვილმა წამოწია პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრისას მთავარი პროკურატურის, როგორც სუსტი რგოლის თემა, როცა ისაუბრა, რომ უწყება ნაციონალებისდროინდელი კადრებითაა დაკომპლექტებული. კახიშვილი, წინა ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების პასუხისმებლობის დაყენების საკითხზეც აქტიურად საუბრობს და ამბობენ, რომ ის ივანიშვილის გუნდისთვის, საკმაოდ მისაღები კადრია. თუმცა, იქნება თუ არა ეს საკმარისი, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასაყენებლად, დრო გვიჩვენებს. კანონით, მომავალი პრემიერი განსაზღვრავს, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს. ასე რომ, ახლა მთავარი სიტყვა ირაკლი ღარიბაშვილს ეთქმის.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა