საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხდება თუ არა ლარის კურსის ხელოვნურად ვარდნა ბიუჯეტის გადასარჩენად
ხდება თუ არა ლარის კურსის ხელოვნურად ვარდნა ბიუჯეტის გადასარჩენად

დო­ლა­რი ისევ გაძ­ვირ­და. თით­ქმის სამი წე­ლია, ლარი ასე­თი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ეკო­ნო­მის­ტე­ბი ეკო­ნო­მი­კის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის კუ­თხით ამ პრო­ცესს და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ, თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კურ­სის მკვეთ­რი ვარ­დნა არ უნდა მოხ­დეს. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ლარი ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის და­სა­ბა­ლან­სებ­ლა­დაც და­ე­ცა. კურ­სის მერ­ყე­ო­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი ფა­სე­ბის ზრდას გა­მო­იწ­ვევს, ეს კი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის მა­ტე­ბას შე­უ­წყობს ხელს. სხვა­თა შო­რის, ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის გა­საზ­რდე­ლად ამ ბერ­კეტს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა მი­მარ­თავ­და.

თუ ლა­რის და­ცე­მა გაგ­რძელ­და, იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბა თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­დე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ე­ტყო­ბა მე­დი­კა­მენ­ტებს, ხორ­ბალს, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებს (რომ­ლის კი­დევ უფრო გა­ი­ა­ფე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე ფა­სე­ბის ვარ­დნი­სა, უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია). დღეს უკვე მა­ღა­ლი ფა­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას იმი­ზე­ზე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს, 1 დო­ლა­რი 1,68 ლარი 2011 წლის აპ­რილ­ში "ღირ­და". მას შემ­დეგ ლარ­მა გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო და თით­ქმის სამი წელი სტა­ბი­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

ექ­სპერ­ტის, სოსო არჩვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რა თქმა უნდა, ინფლა­ცია გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა­ზე, თუმ­ცა 2013 წლის სა­ბი­უ­ჯე­ტო გეგ­მის გა­და­სარ­ჩე­ნად, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო ბერ­კე­ტია.

"ინფლა­ცია არ არის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­სა­ფა­რად (რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს სჭირ­დე­ბა სახ­სრე­ბი), მის მო­სა­ზი­დად სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც არ­სე­ბობს. ეს არის სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი, არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ნა­წი­ლის გა­ყიდ­ვა, შე­იძ­ლე­ბა იყოს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. ერთ-ერთ მე­თო­დად შე­იძ­ლე­ბა ინფლა­ცი­აც იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", -ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

მისი აზ­რით, დო­ლა­რის გამ­ყა­რე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ოპე­რა­ცია არ უნდა იყოს, ვი­ნა­ი­დან 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დეფ­ლა­ცია გრძელ­დე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში დეფ­ლა­ცია უფრო უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნია, ვიდ­რე ისე­თი­ვე ინფლა­ცია.

"ყვე­ლა­ზე უკე­თე­სია სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მსოფ­ლიო ცვა­ლე­ბა­დი და დი­ნა­მი­კუ­რია, ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი სწრა­ფად იც­ვლე­ბა, ამი­ტომ შე­უძ­ლე­ბე­ლია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი და იგი­ვე კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, კურ­სის და­ცე­მა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ხელს შე­უ­წყობს ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას და ეკო­ნო­მი­კას დეფ­ლა­ცი­ის დაძ­ლე­ვის­კენ უბიძ­გებს.

10 თვე­ში, წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ინფლა­ცია -0,9% იყო. ვფიქ­რობ, წლის ბო­ლოს­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2-3%-იანი ინფლა­ცი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლით შე­იც­ვლე­ბა. თუმ­ცა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო მარ­ტო ინფლა­ცი­ის იმედ­ზე ვერ იქ­ნე­ბა, ამ პრო­ცესს ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ში გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა არ შე­უძ­ლია. გუ­შინ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი გვექ­ნე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, შე­მო­სავ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­შიც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნე­ბა", -ამ­ბობს არჩვა­ძე.

"რე­ზო­ნან­სი": თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ ვერ გათ­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­იც წელს ელო­და და რა­ტომ და­გეგ­მა ბი­უ­ჯე­ტი ეკო­ნო­მი­კის 6%-იან ზრდა­ზე?

სოსო არჩვა­ძე: მთავ­რო­ბა საქ­მი­ა­ნო­ბას გა­სუ­ლი წლის 26 ოქ­ტომ­ბერს შე­უდ­გა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბი­უ­ჯე­ტის ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რე­ბი უკვე მი­ღე­ბუ­ლი იყო.

"რ": მაგ­რამ ახალ­მა მთავ­რო­ბამ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი უფრო მე­ტად გა­ზარ­და...

ს.ა: ბი­უ­ჯე­ტის მა­ტე­ბა მოხ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გაზ­რდის ხარ­ჯზე. რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ფერ­ხე­ბას, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ტენ­დერე­ბის შე­ჩე­რე­ბამ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მე­ო­რე კვარ­ტა­ლი­დან უფრო გა­აქ­ტი­ურ­და, მაგ­რამ ის დრო და­კარ­გუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამ პრო­ცეს­საც თა­ვი­სი ახ­სნა აქვს, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში ისე კარ­გად არ იყო ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც გა­რე­დან ჩან­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მათ შო­რის მო­რა­ლუ­რი, თა­ვის თავ­ზე აიღო, ბი­უ­ჯეტს იმა­ზე მეტი და­ა­კის­რა, ვიდ­რე შე­ეძ­ლო ეტვირ­თა. მე­ო­რე მხრივ, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას გარ­კვე­უ­ლი კონ­პენ­სა­ცია უნდა მი­ე­ღო. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში რა­ღაც დიდი გა­მარ­ჯვე­ბა ხდე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­მარ­თავს ამ­ნის­ტი­ის ან კი­დევ სო­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტებს. ამი­ტომ შე­ფა­სე­ბებ­ში ძა­ლი­ან მკაც­რი ნუ ვიქ­ნე­ბით. ჩვენ­მა პენ­სი­ო­ნე­რებ­მა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ­მა სფე­რომ გარ­კვე­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო.

დო­ლა­რის გო­ნივ­რულ ნიშ­ნუ­ლამ­დე გაძ­ვი­რე­ბა­სა და ინფლა­ცი­ის სტი­მუ­ლი­რე­ბას და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს ექ­სპერ­ტი მი­ხე­ილ თოქ­მა­ზიშ­ვი­ლი. მისი თქმით, დროა ქვე­ყა­ნა დეფ­ლა­ცი­ი­დან გა­მო­ვი­დეს. "დეფ­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სა­ჭი­როც კი იყო. დეფ­ლა­ცი­ი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა, ეს პო­ზი­ტი­უ­რად წა­ად­გე­ბა ეკო­ნო­მი­კას და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ არის უარ­ყო­ფი­თი პრო­ცე­სი. პი­რი­ქით, კარ­გია იმის­თვის, რომ გა­ჯან­საღ­დეს ეკო­ნო­მი­კა", -ამ­ბობს თოქ­მა­ზიშ­ვი­ლი.

კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე ბი­უ­ჯე­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად ავან­ტი­უ­რის­ტულ სქე­მა­საც გა­ნი­ხი­ლავს. კერ­ძოდ, შე­იძ­ლე­ბა მთავ­რო­ბამ ახა­ლი ვალი აი­ღოს დო­ლარ­ში და კურ­სის გაძ­ვი­რე­ბით უფრო მეტი ლა­რის გაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა.

"თუ მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა ხე­ლოვ­ნუ­რად მარ­თოს ეს პრო­ცე­სი, იქ­ნე­ბა ცუდი პრე­ცე­დენ­ტი. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გას­ტუმ­რე­ბას არ ყოფ­ნის და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ვალი დო­ლარ­ში აი­ღონ, შემ­დეგ "იყი­დონ" უფრო მეტი ლარი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ის­ტუმ­რონ. იმე­დია, ამ ავან­ტი­უ­რა­ზე არ წავ­ლენ", -ამ­ბობს ირაკ­ლი ლექ­ვა­ნი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ინფლა­ცი­ას, ექ­სპერ­ტის გათ­ვლე­ბით, ჯერ კურ­სის ისე­თი რყე­ვა არ მომ­ხდა­რა, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ხდება თუ არა ლარის კურსის ხელოვნურად ვარდნა ბიუჯეტის გადასარჩენად

ხდება თუ არა ლარის კურსის ხელოვნურად ვარდნა ბიუჯეტის გადასარჩენად

დოლარი ისევ გაძვირდა. თითქმის სამი წელია, ლარი ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა. ეკონომისტები ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის კუთხით ამ პროცესს დადებითად აფასებენ, თუმცა ამასთანავე აღნიშნავენ, რომ კურსის მკვეთრი ვარდნა არ უნდა მოხდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ლარი ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლადაც დაეცა. კურსის მერყეობის შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური პროცესები ფასების ზრდას გამოიწვევს, ეს კი, გარკვეულწილად, საბიუჯეტო შემოსავლების მატებას შეუწყობს ხელს. სხვათა შორის, ბიუჯეტში შემოსავლების გასაზრდელად ამ ბერკეტს ნაციონალური მოძრაობა მიმართავდა.

თუ ლარის დაცემა გაგრძელდა, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების მატება თვალშისაცემი გახდება. ეს განსაკუთრებით დაეტყობა მედიკამენტებს, ხორბალს, ნავთობპროდუქტებს (რომლის კიდევ უფრო გაიაფება, მიუხედავად საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ვარდნისა, უკვე შეჩერებულია). დღეს უკვე მაღალი ფასის შესანარჩუნებლად ნავთობიმპორტიორები ლარის გაუფასურებას იმიზეზებენ. საქართველოში ბოლოს, 1 დოლარი 1,68 ლარი 2011 წლის აპრილში "ღირდა". მას შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო და თითქმის სამი წელი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, რა თქმა უნდა, ინფლაცია გარკვეულ გავლენას მოახდენს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, თუმცა 2013 წლის საბიუჯეტო გეგმის გადასარჩენად, ეს უმნიშვნელო ბერკეტია.

"ინფლაცია არ არის ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება უნდა უზრუნველყოს. ვალდებულებების დასაფარად (როდესაც სახელმწიფოს სჭირდება სახსრები), მის მოსაზიდად სხვა საშუალებებიც არსებობს. ეს არის სხვა შემოსავლები, არაფინანსური აქტივების გათავისუფლება, ნაწილის გაყიდვა, შეიძლება იყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთ მეთოდად შეიძლება ინფლაციაც იყოს გამოყენებული", -ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი აზრით, დოლარის გამყარება მიზანმიმართული ოპერაცია არ უნდა იყოს, ვინაიდან 10 თვის განმავლობაში დეფლაცია გრძელდებოდა, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში დეფლაცია უფრო უარყოფითი შედეგის მომტანია, ვიდრე ისეთივე ინფლაცია.

"ყველაზე უკეთესია სტაბილური მდგომარეობა, მაგრამ ვინაიდან მსოფლიო ცვალებადი და დინამიკურია, ეკონომიკური პროცესები სწრაფად იცვლება, ამიტომ შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე კურსის შენარჩუნება. მთლიანობაში, კურსის დაცემა, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას და ეკონომიკას დეფლაციის დაძლევისკენ უბიძგებს.

10 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაცია -0,9% იყო. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 2-3%-იანი ინფლაციური მაჩვენებლით შეიცვლება. თუმცა, ფინანსთა სამინისტრო მარტო ინფლაციის იმედზე ვერ იქნება, ამ პროცესს ბიუჯეტის შესრულებაში გარდატეხის შეტანა არ შეუძლია. გუშინ ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები გვექნება. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, შემოსავლების მობილიზაციაშიც გარკვეული პრობლემები შეიქმნება", -ამბობს არჩვაძე.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, რატომ ვერ გათვალა ხელისუფლებამ ის სირთულეები, რომლეიც წელს ელოდა და რატომ დაგეგმა ბიუჯეტი ეკონომიკის 6%-იან ზრდაზე?

სოსო არჩვაძე: მთავრობა საქმიანობას გასული წლის 26 ოქტომბერს შეუდგა, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები უკვე მიღებული იყო.

"რ": მაგრამ ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად გაზარდა...

ს.ა: ბიუჯეტის მატება მოხდა სოციალური ვალდებულებების გაზრდის ხარჯზე. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ აქტივობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა ტენდერების შეჩერებამ. ინფრასტრუქტურული პროექტები მეორე კვარტალიდან უფრო გააქტიურდა, მაგრამ ის დრო დაკარგული აღმოჩნდა. ამ პროცესსაც თავისი ახსნა აქვს, სახელმწიფო სტრუქტურებში ისე კარგად არ იყო ყველაფერი, როგორც გარედან ჩანდა.

ხელისუფლებამ გარკვეული პასუხისმგებლობა, მათ შორის მორალური, თავის თავზე აიღო, ბიუჯეტს იმაზე მეტი დააკისრა, ვიდრე შეეძლო ეტვირთა. მეორე მხრივ, ავტორიტარული რეჟიმისგან გათავისუფლებულ მოსახლეობას გარკვეული კონპენსაცია უნდა მიეღო. როდესაც სახელმწიფოებში რაღაც დიდი გამარჯვება ხდება, ხელისუფლება მიმართავს ამნისტიის ან კიდევ სოციალურ პოლიტიკურ აქტებს. ამიტომ შეფასებებში ძალიან მკაცრი ნუ ვიქნებით. ჩვენმა პენსიონერებმა, განათლებისა და სოციალურმა სფერომ გარკვეული დაფინანსება მიიღო.

დოლარის გონივრულ ნიშნულამდე გაძვირებასა და ინფლაციის სტიმულირებას დადებით გადაწყვეტილებად აფასებს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი. მისი თქმით, დროა ქვეყანა დეფლაციიდან გამოვიდეს. "დეფლაციის პირობებში ლარის გაუფასურება საჭიროც კი იყო. დეფლაციიდან უნდა გამოვიდეს ქვეყანა, ეს პოზიტიურად წაადგება ეკონომიკას და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდას. მიმაჩნია, რომ ეს არ არის უარყოფითი პროცესი. პირიქით, კარგია იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს ეკონომიკა", -ამბობს თოქმაზიშვილი.

კიდევ ერთი ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ბიუჯეტის გადასარჩენად ავანტიურისტულ სქემასაც განიხილავს. კერძოდ, შეიძლება მთავრობამ ახალი ვალი აიღოს დოლარში და კურსის გაძვირებით უფრო მეტი ლარის გაშვება მოხდება.

"თუ მთავრობამ გადაწყვიტა ხელოვნურად მართოს ეს პროცესი, იქნება ცუდი პრეცედენტი. საგადასახადო შემოსავლები ვალდებულებების გასტუმრებას არ ყოფნის და ასეთ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ ვალი დოლარში აიღონ, შემდეგ "იყიდონ" უფრო მეტი ლარი და ვალდებულებები გაისტუმრონ. იმედია, ამ ავანტიურაზე არ წავლენ", -ამბობს ირაკლი ლექვანიძე.

რაც შეეხება ინფლაციას, ექსპერტის გათვლებით, ჯერ კურსის ისეთი რყევა არ მომხდარა, რომ სამომხმარებლო ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ