ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სამაშველო სამსახურმა დროული რეაგირება მოახდინა და მოსახლეობიდან არავინ დაშავებულა. სახურავს კი მერიის სამსახურები შეაკეთებენ.
გარდა ამისა, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაზიანებული სახურავი ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში ძლიერი წვიმა იყო. მამუკა თურმანიძის თქმით, დატბორვის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა.