სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც პოსტზე დაინიშნა, ვერაფერი გააკეთა" - რას გადააყოლეს მთავარი პროკურორი?
"როდესაც პოსტზე დაინიშნა, ვერაფერი გააკეთა" - რას გადააყოლეს მთავარი პროკურორი?

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მამ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, ბოლო დროს მისი უწყე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მარ­თლაც თვალ­ში­სა­ცე­მი იყო. ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბულ აქამ­დე უც­ნობ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს.

- ით­ქვა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ის იყო, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, რო­გორც სუსტ პრო­კუ­რორს, ისე აფა­სებ­დნე­ნო...

- მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ძლი­ე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო?!. კი, ობი­ექ­ტუ­რად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის ბუ­ნე­ბით მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის. თუმ­ცა, ისიც უნდა ვთქვათ, კბი­ლაშ­ვი­ლი ისეთ ჩარ­ჩო­ში ჩას­ვეს, გა­ქა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არც ჰქონ­და.

- რო­მელ ჩარ­ჩო­ზეა ლა­პა­რა­კი?

- კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის ჩარ­ჩო­ზე. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ასეთ ჩარ­ჩო­შიც კი, სხვა უფრო მოქ­ნი­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ყო­ფილ­მა გენპ­რო­კუ­რორ­მა კი მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ა­ჩი­ნა ბრჭყა­ლე­ბი, რო­დე­საც ბე­დუ­კა­ძის საქ­მე­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო... არ­ჩილს შე­ეძ­ლო, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ სიმ­შვი­დე არ­ჩია. გარ­და ამი­სა, ვიცი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც მისი მუ­შა­ო­ბით მა­ინ­ცდა­მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი არ იყო. ეს მან ჩვენ­თან, ექ­სპერ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის დრო­საც გაგ­ვიმ­ხი­ლა და ეს აზრი და­ახ­ლო­ე­ბით ასე იყო ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, - პრო­კუ­რა­ტუ­რას კბი­ლაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, მაგ­რამ ზო­გი­ერთ და­ვა­ლე­ბას ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებ­სო. ეს არა­ჯან­სა­ღი მიდ­გო­მაა, რად­გან ყვე­ლა საკ­ვან­ძო და­ვა­ლე­ბას კბი­ლაშ­ვი­ლი უნდა ას­რუ­ლებ­დეს. იმი­ტომ, რომ ის არის ამ უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ასეა თუ ისე, კბი­ლაშ­ვი­ლის წას­ვლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, რად­გან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბა ამის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ო­და.

- რამ­დე­ნად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ე.წ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას გა­და­ა­ყო­ლეს?

- შე­საძ­ლოა ასეც იყოს, მაგ­რამ კბი­ლაშ­ვილს თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში უწე­რია, რომ მისი და ივა­ნიშ­ვი­ლის ხედ­ვე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვავ­დე­ბა. ახლა ისეთ რა­მეს გე­ტყვით, რაც აქამ­დე არა­ვის­თვის მით­ქვამს, რო­დე­საც არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, იმა­ვე დღეს, სა­ღაც შუ­ა­დღის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფი­სის დე­რე­ფან­ში შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. ვკი­თხე, რას შვე­ბი აჩი­კო-მეთ­ქი, - მი­თხრა, მა­მუ­კა, აი შენ ნა­ხავ, რო­გორ სა­ცერ­ში გა­ვა­ტა­რებ ყვე­ლა იმ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც 2005 წლი­დან 2012 ჩათ­ვლით მუ­შა­ობ­დაო. ასე­თი გან­წყო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ რო­დე­საც ამ პოსტზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"როდესაც პოსტზე დაინიშნა, ვერაფერი გააკეთა" - რას გადააყოლეს მთავარი პროკურორი?

"როდესაც პოსტზე დაინიშნა, ვერაფერი გააკეთა" - რას გადააყოლეს მთავარი პროკურორი?

გენერალური პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადადგომამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა, ბოლო დროს მისი უწყების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება მართლაც თვალშისაცემი იყო. ექსპერტი მამუკა არეშიძე პროკურატურაში არსებულ აქამდე უცნობ პრობლემებზე საუბრობს.

- ითქვა, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის იყო, რომ კოალიციაში არჩილ კბილაშვილს, როგორც სუსტ პროკურორს, ისე აფასებდნენო...

- მისცეს საშუალება, ძლიერი რომ ყოფილიყო?!. კი, ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ის ბუნებით მორიდებული ადამიანია, განსაკუთრებით მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, კბილაშვილი ისეთ ჩარჩოში ჩასვეს, გაქანების საშუალება არც ჰქონდა.

- რომელ ჩარჩოზეა ლაპარაკი?

- კოჰაბიტაციის ჩარჩოზე. თუმცა, შესაძლოა, ასეთ ჩარჩოშიც კი, სხვა უფრო მოქნილი და აგრესიული ყოფილიყო, ყოფილმა გენპროკურორმა კი მხოლოდ ერთხელ გამოაჩინა ბრჭყალები, როდესაც ბედუკაძის საქმეზე ივანიშვილის პოზიციისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო... არჩილს შეეძლო, უფრო აგრესიული ყოფილიყო, მაგრამ სიმშვიდე არჩია. გარდა ამისა, ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილიც მისი მუშაობით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო. ეს მან ჩვენთან, ექსპერტებთან შეხვედრის დროსაც გაგვიმხილა და ეს აზრი დაახლოებით ასე იყო ფორმულირებული, - პროკურატურას კბილაშვილი ხელმძღვანელობს, მაგრამ ზოგიერთ დავალებას ლაშა ნაცვლიშვილი ასრულებსო. ეს არაჯანსაღი მიდგომაა, რადგან ყველა საკვანძო დავალებას კბილაშვილი უნდა ასრულებდეს. იმიტომ, რომ ის არის ამ უწყების ხელმძღვანელი. ასეა თუ ისე, კბილაშვილის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან სახელისუფლებო წრეებში არსებული განწყობა ამის საფუძველს იძლეოდა.

- რამდენად სავარაუდოა, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურებას გადააყოლეს?

- შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ კბილაშვილს თავის განცხადებაში უწერია, რომ მისი და ივანიშვილის ხედვები პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსხვავდება. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც აქამდე არავისთვის მითქვამს, როდესაც არჩილ კბილაშვილი დაინიშნა, იმავე დღეს, საღაც შუადღისთვის, "ქართული ოცნების" ოფისის დერეფანში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ვკითხე, რას შვები აჩიკო-მეთქი, - მითხრა, მამუკა, აი შენ ნახავ, როგორ საცერში გავატარებ ყველა იმ პროკურორს, რომელიც 2005 წლიდან 2012 ჩათვლით მუშაობდაო. ასეთი განწყობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ამ პოსტზე დაიწყო მუშაობა, ვერაფერი გააკეთა.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა