აფხაზეთის მთავრობის მინისტრებმა ზუგდიდში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის მთავრობის მინისტრებმა ზუგდიდში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ავთანდილ ძაგანია, ფინანსთა მინისტრი ვასილ ხორავა და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვაძაბია ზუგდიდში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილებს შეხვდნენ და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა ჩასახლებაც მოინახულეს. კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალ საცხოვრებელ ბინას 256 დევნილი ოჯახი მიიღებს.

"მივესალმებით, რომ მშენებლობაზე დევნილები არიან დასაქმებულები. ეს უმნიშვნელოვანესი კომპლექსია, რომელიც დევნილებისთვის შენდება. მისასალმებელია ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება დევნილთა მიმართ", - განაცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა