Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ლომაშვილი: "ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა"
მამუკა ლომაშვილი: "ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დი­ას აკე­თებს, რო­გორც გმი­რი, სცე­ნა­ზე სწო­რედ მან შექ­მნა, მა­ინც ფიქ­რობს, რომ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძველ მთავ­რო­ბას "შავ სი­ა­ში" ჰყავ­და შეყ­ვა­ნი­ლი და გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. მისი აზ­რით, ძვე­ლი ხე­ლი­სუ­ფალ­ნი გო­ი­მე­ბი არი­ან და ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას დიდი იმე­დით შეხ­ვდა. სხვა ხე­ლო­ვა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მსა­ხი­ობ მა­მუ­კა ლო­მაშ­ვილს სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმა არ გას­ჭირ­ვე­ბია. პო­ლი­ტი­კა­ზე საკ­მა­ოდ ღიად და გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა.

- ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა. უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი­თა და იმე­დით ვარ. ძა­ლი­ან კარ­გი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გვქონ­და და მისი შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში აღარ არის ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2004 წლი­დან ტე­ლე­ფო­ნით მის­მენ­და (ეს მხო­ლოდ მე არ მე­ხე­ბა). გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და (ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ), რო­მელ­ზეც კარ­გის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის. იმ აზ­რის­გან შორს ვარ, რომ დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბა­ში ყვე­ლა ასე­თი და­დე­ბი­თი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ხდე­ბა და ხვალ რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე კარ­გი აზ­რის ხარ, მაგ­რამ ის უკვე პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის...

- ის აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ მან სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, სწო­რი გზა აირ­ჩია და მის არ­ჩე­ულ გზა­ზე, მა­ტა­რე­ბე­ლი რელ­სებ­ზე გა­ივ­ლის. მე ეს რელ­სე­ბი მომ­წონს და იმე­დი მაქვს, მა­ტა­რე­ბე­ლი არ გა­და­ვა ამ რელ­სე­ბი­დან. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში სა­ჭი­როა ახა­ლი ძალა, ის სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უს­ვრე­ლე­ბი, სუფ­თე­ბი არი­ან. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ ეს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი გო­ი­მე­ბი არ არი­ან. ბოლო 9-10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში "პო­ლი­ტი­კუ­რი გო­ი­მო­ბა" დამ­კვიდ­რდა. ახლა ასე აღარ არის.

- შენი აზ­რით, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­ი­მი იყო და ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია?

- ასე ვერ ვი­ტყვი. ბევ­რი რამ გა­კეთ­და და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ვერ და­ვი­ნა­ხოთ. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის მერ­მა და მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბას ვერ ვი­ტან. არ მო­მე­წო­ნა, როცა 7 ნო­ემ­ბერს ხალ­ხს სცე­მეს, არ მო­მე­წო­ნა, პა­ტიმ­რებს ცო­ცხებს რომ უტ­რი­ა­ლებ­დნენ, "შავ სი­ა­ში" ვი­ყა­ვი და ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ში მბლო­კავ­დნენ. მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კარ­გი საქ­მე­ე­ბი­დან რა უნდა და­ვი­ნა­ხო - ის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირი და შუქი გვაქვს? ვაშა!.. თბი­ლი­სი გა­ლა­მაზ­და, პატ­რუ­ლი შე­იქ­მნა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გა­უმ­ჯო­ბეს­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გია და არ შე­იძ­ლე­ბა ამის და­უ­ნა­ხა­ო­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას რომ შე­ლა­ხავ, მერე რაც უნდა გა­ა­კე­თო, აზრი აღა­რა­ფერს აქვს... მათ ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, მაგ­რამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად ადა­მი­ა­ნის "დაჩ­მო­რე­ბა" ჰქონ­დათ და ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. სწო­რედ ეს იყო "გო­ი­მუ­რი ტენ­დენ­ცია"...

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ პრე­ზი­დენ­ტი აღარ არის და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სახე აღარ იქ­ნე­ბა, მის პა­რო­დი­ას რომ ვე­ღარ გა­ა­კე­თებ, რა გეშ­ვე­ლე­ბა?

- აქამ­დე რა, "ნაშ­ვე­ლი" მქონ­და?! 2006-2007 წლე­ბის შემ­დეგ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაბ­ლო­კი­ლი ვი­ყა­ვი. არც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მი­ღებ­დნენ და არც ერთ კომ­პა­ნი­ას არ სურ­და ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეს "ბლო­კა­და" აქამ­დე გრძელ­დე­ბო­და და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ვფიქ­რობ, რომ დღეს მეც და ყვე­ლას ერ­თად გვეშ­ვე­ლე­ბა. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებ­დი პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას. ის, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან სცე­ნა­ზე ჩემი შექ­მნი­ლია. მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, რად­გან მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ და რაც სხვებს სტკი­ვათ, მეც ის მტკი­ვა. რაც და­ა­შა­ვა და რაც ცუდი და­ნერ­გა, იმა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს. სწო­რედ მან გა­ა­ფუ­ჭა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ჭე­რი­ლე­ბი ან და­სა­ჭე­რე­ბი არი­ან.

- ანუ დღეს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას აღარ გა­ა­კე­თებ?

- ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ტი­რა დამ­თავ­რდა. გარ­და ამი­სა, სად უნდა გა­ვა­კე­თო? ერ­თა­დერ­თი, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა "იუ­მო­რი­ნა­ში" მაქვს, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერთხელ ან გა­ი­მარ­თე­ბა, ან - არა. რო­გორც უკვე გი­თხა­რი, 2006-2007 წლებ­ში, ოპო­ზი­ცი­ურ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, მეც და ჩემი მე­გობ­რე­ბიც "შავ სი­ა­ში" შეგ­ვიყ­ვა­ნეს, ყვე­ლაფ­რის­გან "მო­ტე­ხი­ლე­ბი" ვი­ყა­ვით. აღარც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და და არც მუ­შა­ო­ბის. იმე­დია, ამი­ე­რი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მამუკა ლომაშვილი: "ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა"

მამუკა ლომაშვილი: "ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა"

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, მიხეილ სააკაშვილის პაროდიას აკეთებს, როგორც გმირი, სცენაზე სწორედ მან შექმნა, მაინც ფიქრობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ძველ მთავრობას "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი და განვითარებისა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მისი აზრით, ძველი ხელისუფალნი გოიმები არიან და ახალ პოლიტიკურ ძალას დიდი იმედით შეხვდა. სხვა ხელოვანებისგან განსხვავებით, მსახიობ მამუკა ლომაშვილს საკუთარი აზრის გამოთქმა არ გასჭირვებია. პოლიტიკაზე საკმაოდ ღიად და გულახდილად გვესაუბრა.

- ამჟამად საქართველოში ნორმალური პოლიტიკური ვითარებაა. უკეთესის მოლოდინითა და იმედით ვარ. ძალიან კარგი საპრეზიდენტო არჩევნები გვქონდა და მისი შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ქვეყნის სათავეში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელიც 2004 წლიდან ტელეფონით მისმენდა (ეს მხოლოდ მე არ მეხება). გარდა ამისა, ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყნის სათავეში ისეთი ადამიანი მოვიდა (ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ), რომელზეც კარგის მეტი არაფერი მეთქმის. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ დღევანდელ მთავრობაში ყველა ასეთი დადებითი და კარგი ადამიანია, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგი ხდება და ხვალ რა იქნება, არ ვიცი.

- ბიძინა ივანიშვილზე კარგი აზრის ხარ, მაგრამ ის უკვე პოლიტიკიდან მიდის...

- ის აქტიური პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან სწორი მიმართულება ჩამოაყალიბა, სწორი გზა აირჩია და მის არჩეულ გზაზე, მატარებელი რელსებზე გაივლის. მე ეს რელსები მომწონს და იმედი მაქვს, მატარებელი არ გადავა ამ რელსებიდან. რაც ყველაზე მთავარია, ივანიშვილი ყოველთვის ამბობს, რომ პოლიტიკაში საჭიროა ახალი ძალა, ის სახეები, რომლებიც გაუსვრელები, სუფთები არიან. ჩემთვის მთავარია, რომ ეს ახალი სახეები გოიმები არ არიან. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა. ახლა ასე აღარ არის.

- შენი აზრით, ძველი ხელისუფლება გოიმი იყო და ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია?

- ასე ვერ ვიტყვი. ბევრი რამ გაკეთდა და შეუძლებელია, ეს ვერ დავინახოთ. მაგალითად, თბილისის მერმა და მერიის კულტურის სამსახურმა ბევრი რამ გააკეთეს ხელოვანი ადამიანებისთვის. მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. არ მომეწონა, როცა 7 ნოემბერს ხალხს სცემეს, არ მომეწონა, პატიმრებს ცოცხებს რომ უტრიალებდნენ, "შავ სიაში" ვიყავი და ყველა სამსახურში მბლოკავდნენ. მათ მიერ გაკეთებული კარგი საქმეებიდან რა უნდა დავინახო - ის, რომ ბუნებრივი აირი და შუქი გვაქვს? ვაშა!.. თბილისი გალამაზდა, პატრული შეიქმნა, განათლების სისტემა გაუმჯობესდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და არ შეიძლება ამის დაუნახაობა, მაგრამ ადამიანის ღირსებას რომ შელახავ, მერე რაც უნდა გააკეთო, აზრი აღარაფერს აქვს... მათ ყველაფერი ცუდად არ გაუკეთებიათ, მაგრამ ძირითად მიმართულებად ადამიანის "დაჩმორება" ჰქონდათ და ეს საშინელებაა. სწორედ ეს იყო "გოიმური ტენდენცია"...

- მიხეილ სააკაშვილი რომ პრეზიდენტი აღარ არის და აქტუალური სახე აღარ იქნება, მის პაროდიას რომ ვეღარ გააკეთებ, რა გეშველება?

- აქამდე რა, "ნაშველი" მქონდა?! 2006-2007 წლების შემდეგ მაქსიმალურად დაბლოკილი ვიყავი. არც ტელევიზიები მიღებდნენ და არც ერთ კომპანიას არ სურდა ჩემთან თანამშრომლობა. ეს "ბლოკადა" აქამდე გრძელდებოდა და იმედია, ყველაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, რომ დღეს მეც და ყველას ერთად გვეშველება. 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი პრეზიდენტის პაროდიას. ის, როგორც პერსონაჟი, ძალიან მიყვარს, რადგან სცენაზე ჩემი შექმნილია. მაგრამ მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და რაც სხვებს სტკივათ, მეც ის მტკივა. რაც დააშავა და რაც ცუდი დანერგა, იმაზე პასუხი უნდა აგოს. სწორედ მან გააფუჭა ის ადამიანები, რომლებიც დაჭერილები ან დასაჭერები არიან.

- ანუ დღეს მოქმედი პრეზიდენტის პაროდიას აღარ გააკეთებ?

- ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკური სატირა დამთავრდა. გარდა ამისა, სად უნდა გავაკეთო? ერთადერთი, სცენაზე გამოსვლის საშუალება "იუმორინაში" მაქვს, რომელიც წელიწადში ერთხელ ან გაიმართება, ან - არა. როგორც უკვე გითხარი, 2006-2007 წლებში, ოპოზიციურ აქციებში მონაწილეობის შემდეგ, მეც და ჩემი მეგობრებიც "შავ სიაში" შეგვიყვანეს, ყველაფრისგან "მოტეხილები" ვიყავით. აღარც პროფესიული განვითარების საშუალება გვქონდა და არც მუშაობის. იმედია, ამიერიდან ეს ყველაფერი შეიცვლება.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია