პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ეთანხმებიან
სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ეთანხმებიან

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ინ­ტე­რრე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. გან­ხილ­ვის თემა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ე­ბის და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან იზო­რი­ამ გა­აც­ნო.

სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელმთავ­რე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და, ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის, სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის და მუ­სულ­მან­თა სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ინ­ტე­რრე­ლი­გი­უ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა "კავ­შირ XXI სა­უ­კუ­ნის" ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, 169-ე პრი­მა მუხ­ლმა გა­მო­იწ­ვია აჟი­ო­ტა­ჟი და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მისი პირ­ვე­ლა­დი ფორ­მუ­ლი­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და კა­ნონ­მდებ­ლებ­მა "ა" ქვე­პუნ­ქტი ამო­ი­ღეს, სა­დაც პი­რე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მორ­წმუ­ნე­ე­ბი იყო ნახ­სე­ნე­ბი და ამის გამო ყვე­ლა­ზე მეტი შე­ნიშ­ვნე­ბი იყო.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის ახა­ლი რე­დაქ­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი რე­ლი­გი­ურ შუღლზეა გა­კე­თე­ბუ­ლი, სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე, რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ხე­ლის­შეშ­ლა­ზე და თაყ­ვა­ნის­ცე­მის ობი­ექ­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ანა­ლო­გი­ურ ქმე­დე­ბებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კი მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და და­წეს­დე­ბა ჯა­რი­მე­ბი. კერ­ძოდ, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში 300-დან 500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით, ხოლო კა­ნო­ნის გან­მე­ო­რე­ბით დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში 35-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

პა­ა­ტა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც და ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­საც ეხ­მი­ა­ნე­ბა და ესა­ტყვი­სე­ბა.

ასე­ვე, ამ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის, მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლო­სა და სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. ისი­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს ეთან­ხმე­ბი­ან და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტის ან­დრეა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ევ­რო­პის უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში მოქ­მე­დებს, კა­ნონ­ში არის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი და ერთ-ერთი კრძა­ლავს სი­ძულ­ვი­ლის ენას, მო­წო­დე­ბას ძა­ლა­დო­ბი­სა­კენ, რაც ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს შე­ი­ხის ვა­გიპ აქპე­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რია და მუს­ლი­მე­ბი ამ ცვლი­ლე­ბებს მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

"ამ კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნიგვზი­ა­ნის და სამ­თა­წყა­როს ინ­ცი­დენ­ტე­ბი არ მოხ­დე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს შე­იხ­მა.

სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ჭი­რო არის კა­ნო­ნის იმპლი­მენ­ტა­ცია და ასე­ვე მათ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შეს­თა­ვა­ზეს კა­ნონ­ში შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის დას­ჯის შე­სა­ხებ, არა­მედ ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვი­საც.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­თა კო­დექსს" სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლი ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას ეხე­ბა და ასეთ ქმე­დე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი ასე­თია - ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა: რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ღვთის­მსა­ხუ­რის ან მორ­წმუ­ნის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა­ში ან სხვაგ­ვა­რი და­მამ­ცი­რე­ბელ ქმე­დე­ბა­ში, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მორ­წმუ­ნე­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას; ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ან სხვა რე­ლი­გი­უ­რი წე­სი­სა თუ ჩვე­უ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა­ში; რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის და სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა­ში ან ამ­გვა­რი ქვე­დე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბა­ში; რე­ლი­გი­უ­რი შე­ნო­ბე­ბის და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბის წა­ბილწვა­ში, მას­ზე ნე­ბის­მი­ე­რი წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა­ში ან მათ და­ზი­ა­ნე­ბა­ში - პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ასე­თი ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300-დან 500 ლა­რამ­დე, ხოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირი 1000- დან 1500 ლა­რამ­დე და­ჯა­რიმ­დე­ბა ან 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­კის­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნის რწმე­ნის და აღმსა­რებ­ლო­ბის ხე­ლის შეშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუხ­ლი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­თა კო­დექ­სის" იმ პრო­ექტს ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენტს ივ­ნის­ში წა­რუდ­გი­ნა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტში ასე­თი ტი­პის სა­მარ­თალ­დარ­ვე­ვა­ზე არა­ფე­რი ეწე­რა და მუხ­ლი პრო­ექტს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ე­მა­ტა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს. სა­კი­თხის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი­სა და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სურ­ვი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის კენსჭისყრა­ზე და­ყე­ნე­ბამ­დე, და­ზუს­ტდეს მისი შე­სა­ბა­მი­სო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტებ­თან.

ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის ხე­ლის შეშ­ლის ქმე­დე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ეთანხმებიან

სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ეთანხმებიან

საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილვის თემა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები იყო. აღნიშნული ცვლილებები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააცნო.

სამუშაო შეხვედრას მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდნენ ლუთერანული ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის და მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენლები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა "კავშირ XXI საუკუნის" ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ განაცხადა, 169-ე პრიმა მუხლმა გამოიწვია აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. მისი პირველადი ფორმულირება შეიცვალა და კანონმდებლებმა "ა" ქვეპუნქტი ამოიღეს, სადაც პირები, რელიგიური ორგანიზაციები, მორწმუნეები იყო ნახსენები და ამის გამო ყველაზე მეტი შენიშვნები იყო.

"კანონპროექტის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა. ძირითადი აქცენტი რელიგიურ შუღლზეა გაკეთებული, სიძულვილის ენაზე, რელიგიური აღმსარებლობის ხელისშეშლაზე და თაყვანისცემის ობიექტების დაზიანებაზე", - აღნიშნა პაატა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ევროპული კანონმდებლობა ანალოგიურ ქმედებებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ქართული კანონმდებლობა კი მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლება და დაწესდება ჯარიმები. კერძოდ, პირველ შემთხვევაში 300-დან 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში 35-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

პაატა გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც და ევროკავშირის კანონმდებლობასაც ეხმიანება და ესატყვისება.

ასევე, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა. ისინი კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეთანხმებიან და დემოკრატიულად მიიჩნევენ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრეა გვაზავას განცხადებით, ანალოგიური კანონმდებლობა ევროპის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს, კანონში არის რამდენიმე მუხლი და ერთ-ერთი კრძალავს სიძულვილის ენას, მოწოდებას ძალადობისაკენ, რაც ყოვლად მიუღებელია.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის ვაგიპ აქპეროვის განცხადებით, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილება დემოკრატიული და ჰუმანურია და მუსლიმები ამ ცვლილებებს მიესალმებიან.

"ამ კანონის არსებობის შემთხვევაში ნიგვზიანის და სამთაწყაროს ინციდენტები არ მოხდებოდა", - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა.

სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საჭირო არის კანონის იმპლიმენტაცია და ასევე მათ შს მინისტრის მოადგილეს შესთავაზეს კანონში შევიდეს ცვლილება არა მხოლოდ რელიგიური ნიშნით ჩადენილი ქმედებების დასჯის შესახებ, არამედ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი ქმედებებისთვისაც.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია - ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარი დამამცირებელ ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში - პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ადამიანის რწმენის და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებული მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის" იმ პროექტს ემატება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ივნისში წარუდგინა. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ტიპის სამართალდარვევაზე არაფერი ეწერა და მუხლი პროექტს მოგვიანებით ჩაემატა.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანს წარმოადგენს. საკითხის ინიციატორებისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სურვილია, რომ აღნიშნული მუხლის კენსჭისყრაზე დაყენებამდე, დაზუსტდეს მისი შესაბამისობა სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო აქტებთან.

ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლის ქმედების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია