Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელმაც მეოთხე შვილის გადასარჩენად მეხუთე გააჩინა
ქართველი ქალი, რომელმაც მეოთხე შვილის გადასარჩენად მეხუთე გააჩინა

"ეს არის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლი­თაც ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს გაც­ნო­ბებთ. ძა­ლი­ან მალე, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლად პრობ­ლე­მურ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­სა­მე ბავ­შვი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ყო­ველ­თვი­უ­რად 100 ლარს მი­ი­ღებს", - აცხა­დებს "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი, ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პიარ-მე­ნე­ჯე­რი თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე. უკვე 9 თვე გა­ვი­და, რაც ეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­სდა და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლის შემ­დეგ, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა­ზე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტი 8 მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ფონ­დი არის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის ბა­ზა­ზე სა­ხელ­მწი­ფო დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პროგ­რა­მა მზად­დე­ბა.

თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე:

- პირ­ვე­ლად ფონდმა შე­მო­წი­რუ­ლო­ბის ხარ­ჯზე დიდი ქველ­მოქ­მე­დე­ბა გას­წია. სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში მშო­ბი­ა­რო­ბა უფა­სო გახ­დე­ბო­და, მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებს სამ­შო­ბი­ა­რო ხარ­ჯე­ბი ავუ­ნა­ზღა­უ­რეთ. ვინც მოგ­ვმარ­თა, ყვე­ლა და­ვა­ფი­ნან­სეთ. ისე­თი შემ­თხვე­ვაც გვქონ­და, საფრ­თხე დედა-შვი­ლის სი­ცო­ცხლეს რომ ემუქ­რე­ბო­და. და­სახ­მა­რებ­ლად გო­გოს მა­მამ მოგ­ვმარ­თა. ლან­ჩხუთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალი მე-5 შვილს იმი­ტომ აჩენ­და, რომ მე-4 შვილს ლე­ი­კე­მია ჰქონ­და და ბავ­შვის ჭიპ­ლა­რის სის­ხლი სჭირ­დე­ბო­და. მშო­ბი­ა­რო­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ გა­რის­კა. ჩვენ არა მარ­ტო 2-ის, არა­მედ 3 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. დღეს სა­მი­ვე­ნი ჯან­მრთე­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. პირ­ვე­ლი, ვის­ზეც თან­ხა გა­ვი­ღეთ, ეს გახ­ლდათ ბო­რის პა­ი­ჭა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო პა­ი­ჭა­ძე, რო­მელ­მაც მე-10 შვი­ლი, ქე­თე­ვა­ნი გა­ა­ჩი­ნა. ამ 9 თვის მან­ძილ­ზე დახ­მა­რე­ბა არა­ერთ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას გა­ვუ­წი­ეთ. 1-ლი ივ­ნი­სი­დან მშო­ბი­ა­რო­ბა უფა­სო გახ­და. ჩვენ მშო­ბი­ა­რო­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად თან­ხის გა­ღე­ბა აღარ გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც სინ­თე­ზუ­რად უნდა მოხ­დეს. 23 ივ­ნისს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გვქონ­და დიდი პრე­ზენ­ტა­ცია. თემა იყო "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფა სა­ქარ­თვე­ლო­ში". ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლეთ. ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მი­ზა­ნი იყო, ქარ­თვე­ლი ერის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დღეს და ის, თუ რა გვე­ლის მო­მა­ვალ­ში.

- გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ 2050 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1 170 000-ით შემ­ცირ­დე­ბა, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ხომ არ არის?

- ქარ­თველ დე­მოგ­რა­ფებს უფრო სა­გან­გა­შო პროგ­ნო­ზი აქვთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა, ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა. ჩვენ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო დე­მოგ­რა­ფი­ულ პროგ­რა­მა­ზე. ფონ­დის ბა­ზა­ზე მო­ვამ­ზა­დეთ ეს პროგ­რა­მა და აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ არა მარ­ტო პარ­ლა­მენ­ტთან, არა­მედ - სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან. ფონ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის არი­ან პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, მეც ამ გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლა­ვართ. დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ახა­ლი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. არ­სე­ბობს 15 დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა. ეს არის შო­ბა­დო­ბის კლე­ბა, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გაზ­რდა, შიდა და გარე მიგ­რა­ცია და ა.შ. რა­ჭა­ში, სვა­ნეთ­ში, გუ­რი­ა­ში, ხევ­ში, იმე­რეთ­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. შო­ბა­დო­ბის მა­ტე­ბა მხო­ლოდ 3 რე­გი­ონ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ეს არის აჭა­რა, ქვე­მო ქარ­თლი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი. მა­ტე­ბაა თბი­ლის­შიც, ყვე­ლა სხვა რე­გი­ო­ნი მი­ნუ­სებ­შია.

- რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­დით. რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ, რას უნდა ვე­ლო­დოთ მო­მა­ვალ­ში?

- დიახ, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით შე­ვი­მუ­შა­ოთ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. რე­გი­ო­ნი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა ვერც ეკო­ნო­მი­კუ­რად და ვერც სო­ცი­ა­ლუ­რად, თუ იქ მო­სახ­ლე­ო­ბა არ იცხოვ­რებს. პირ­ვე­ლი საზ­რუ­ნა­ვი სწო­რედ ეს არის. ჩვენ იმა­საც ვამ­ბობ­დით, რომ 2014 წლი­დან იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა არ ხდე­ბა, ოჯა­ხე­ბი მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნის­თვის წაგ­ვე­ხა­ლი­სე­ბი­ნა. ეს სა­კი­თხი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია. ეს არის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლი­თაც ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს გაც­ნო­ბებთ. ძა­ლი­ან მალე, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლად პრობ­ლე­მურ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­სა­მე ბავ­შვი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ნი­მუმ 100 ლარს მი­ი­ღებს. მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს­გან გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა 100 ლარ­ზე მე­ტიც იქ­ნე­ბა.

- ბავ­შვე­ბი თან­ხას რა ასა­კამ­დე მი­ი­ღე­ბენ?

- 5 წლამ­დე.

- სა­ხელ­მწი­ფოს­გან მე-4 და შემ­დე­გი შვი­ლე­ბიც და­ფი­ნანსდე­ბი­ან?

- ეს უკვე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრაა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შო­ბა­დო­ბის გაზ­რდაა. ერის რი­ცხოვ­ნო­ბას მე­სა­მე შვი­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად დიდ ნა­მატს გვაძ­ლევს. ეს თან­ხა უკვე და­ბა­დე­ბულ 5 წლამ­დე ბავ­შვებ­ზე კი არ გა­ი­ცე­მა, არა­მედ მო­მა­ვალ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე. გვინ­და ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მშობ­ლე­ბის­თვის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი იყოს. ბუ­ნებ­რი­ვია ის­მის კი­თხვა, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნებ­მა რა ქნან?

- ამა­ზე რას ფიქ­რობთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბის სტა­ტუ­სი გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნად 7 შვი­ლის დედა ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ ეს სტა­ტუ­სი 2008 წელს გა­უქ­მდა. მრა­ვალ­შვი­ლი­ან­თა დახ­მა­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხდე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, თბი­ლი­სის მე­რი­ას და ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს აქვთ პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა ფარ­გლებ­შიც ერთჯე­რა­დად ეხ­მა­რე­ბი­ან.

- მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრა­ზე მუ­შა­ობთ?

- დიახ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პარ­ლა­მენ­ტში უკვე მუ­შა­ო­ბენ, რაც დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრა მოხ­დე­ბა. ყო­ველ­თვი­უ­რად სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ვერ გა­ი­ცე­მა, რად­გან ეს თან­ხა 100 მი­ლი­ო­ნამ­დეა, ამ ხარჯს კი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი ვერ გას­წვდე­ბა.

- მა­შინ სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

- ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გვაქვს, ეს სტა­ტუ­სი სხვა კუ­თხით გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წრებ და გე­ტყვით, ვმუ­შა­ობთ, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თი გა­კეთ­დეს კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას და ა.შ. ჩვენ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ სა­ცხოვ­რებ­ლის პრობ­ლე­მა დგას. დე­კემ­ბრის ბო­ლოს, სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, რა დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ღოს ფონდმა, მთავ­რო­ბამ და ვნა­ხავთ, რა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში უკუ­მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხზე. რაჭა, ლე­ჩხუ­მი, სვა­ნე­თი, ხევი, ხევ­სუ­რე­თი, მთი­უ­ლე­თი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლად კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ზო­ნე­ბია. სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ, თუ რით უნდა წა­ვა­ხა­ლი­სოთ ის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ტო­ვე­ბულ კე­რას უკან და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. ესეც ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი ჯდე­ბა. უკაც­რი­ელ მთა­ში ცა­რი­ელ სო­ფელ­ში რომ ადა­მი­ანს დაბ­რუ­ნე­ბა მო­უნ­დეს, ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა უნდა შეს­თა­ვა­ზო. რო­დე­საც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვე­დით, დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ რაჭ­ვე­ლი, მო­ხე­ვე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და საქ­მე­ში ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნეა, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახალ­გაზ­რდებ­ში. არ იცი­ან, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში რამ­დე­ნი ვი­ყა­ვით, რა­ტომ შევ­მცირ­დით, რამ გა­მო­იწ­ვია ეს და ა.შ. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ვი­ღეთ მხარ­და­ჭე­რა, სკო­ლებ­ში კლას­გა­რე­შე სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ის­ტო­რია შე­ვი­დეს. უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან კი შევ­თან­ხმდით, რომ ჩა­ვა­ტა­როთ სე­მი­ნა­რე­ბი და სტუ­დენ­ტებს დე­მოგ­რა­ფი­ის ის­ტო­რია გა­ვაც­ნოთ. ჩვე­ნი სა­მიზ­ნე სწო­რედ ახალ­გაზ­რდო­ბაა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს დე­მოგ­რა­ფი ან­ზორ თო­თა­ძე.

- ვიცი, რომ აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობთ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებ­თან, ალ­ბათ ისი­ნიც ბევრ რა­მეს გკარ­ნა­ხო­ბენ.

- რა თქმა უნდა. ახლო მო­მა­ვალ­ში კვლავ ვგეგ­მავთ მათ­თან შეხ­ვედ­რას და პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს. სწო­რედ ისი­ნი გვკარ­ნა­ხო­ბენ, რა არის მათ­თვის უპი­რა­ტე­სი. ფონ­დი 20-წლი­ან პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობს. მი­ნის­ტრ კოტე სურ­გუ­ლა­ძეს­თან ერ­თად გვინ­და მუ­შა­ო­ბა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­თა­ნაც და­ვი­წყოთ. რად­გან დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა­ში შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბის შემ­დეგ, ლო­მის წილი მი­უ­ძღვის ემიგ­რა­ცი­ას, ის თა­ო­ბა, რო­მელ­მაც ერი უნდა გა­ამ­რავ­ლოს, ქვეყ­ნის გა­რე­თაა გა­სუ­ლი. ერის და­ბე­რე­ბა დიდი სიჩ­ქა­რით ხდე­ბა.

- დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც მწვა­ვედ დგას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გა­ვე­ცა­ნი, იქ მე­ტად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. მათ­თან თუ გაქვთ კავ­ში­რი და რა ფორ­მით?

- რა თქმა უნდა, პი­რა­დად მქონ­და შეხ­ვედ­რა სო­ხუ­მი­დან და ცხინ­ვა­ლი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­თან და ამ პრობ­ლე­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა აფხა­ზეთ­ში. მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტით უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ეთ­ნი­კუ­რი აფხა­ზე­ბი არი­ან. მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით დაბ­ლა იწევს. ეს თა­ვა­დაც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რო­ბა დი­დია? ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­გან და მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა თუ გაქვთ?

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ. ექი­მებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან შე­მო­წი­რუ­ლო­ბა გა­ი­ღონ. ფონდს ხელ­ფა­სი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხა დე­პუ­ტა­ტებ­მაც შე­მოს­წი­რეს. დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­და­ნაც გა­მოთ­ქვეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ჩარ­თუ­ლო­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ჩვენ თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე ჯერ არ გვიზ­რუ­ნია. ვინც გა­ი­გო და დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, თა­ვად დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ.

- თქვენ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ლე­ვან ვა­სა­ძე, არა?

- დიახ, ლე­ვან ვა­სა­ძე, ლაშა პა­პაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ზაზა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, გოგა თევ­დო­რაშ­ვი­ლი, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან და ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის ერთ-ერთი მი­ზე­ზი გან­ქორ­წი­ნე­ბის გაზ­რდა და ქორ­წი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის კულ­ტი, ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და პა­ტი­ვის­ცე­მა და­ი­კარ­გა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ო­ბა­საც ვა­პი­რებთ. ლე­ვან ვა­სა­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რობს. იმე­დი გვაქვს, რომ ქვე­ყა­ნა­ში რო­გორც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი, ასე­ვე სხვა პრობ­ლე­მე­ბიც უახ­ლო­ეს წლებ­ში მოგ­ვარ­დე­ბა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი ქალი, რომელმაც მეოთხე შვილის გადასარჩენად მეხუთე გააჩინა

ქართველი ქალი, რომელმაც მეოთხე შვილის გადასარჩენად მეხუთე გააჩინა

"ეს არის პირველი ინტერვიუ, რომლითაც ამ სასიამოვნო სიახლეს გაცნობებთ. ძალიან მალე, დემოგრაფიულად პრობლემურ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებში დაბადებული მესამე ბავშვი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს", - აცხადებს "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ფრაქცია "ქართული ოცნების" პიარ-მენეჯერი თამარ ჩიბურდანიძე. უკვე 9 თვე გავიდა, რაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა და დემოგრაფიული მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, პრობლემის აღმოფხვრაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამჟამად პროექტი 8 მიმართულებითაა შემუშავებული. ფონდი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ბაზაზე სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამა მზადდება.

თამარ ჩიბურდანიძე:

- პირველად ფონდმა შემოწირულობის ხარჯზე დიდი ქველმოქმედება გასწია. სანამ ქვეყანაში მშობიარობა უფასო გახდებოდა, მრავალშვილიან დედებს სამშობიარო ხარჯები ავუნაზღაურეთ. ვინც მოგვმართა, ყველა დავაფინანსეთ. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, საფრთხე დედა-შვილის სიცოცხლეს რომ ემუქრებოდა. დასახმარებლად გოგოს მამამ მოგვმართა. ლანჩხუთში მცხოვრები ქალი მე-5 შვილს იმიტომ აჩენდა, რომ მე-4 შვილს ლეიკემია ჰქონდა და ბავშვის ჭიპლარის სისხლი სჭირდებოდა. მშობიარობა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ გარისკა. ჩვენ არა მარტო 2-ის, არამედ 3 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. დღეს სამივენი ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. პირველი, ვისზეც თანხა გავიღეთ, ეს გახლდათ ბორის პაიჭაძის შვილიშვილი სოფო პაიჭაძე, რომელმაც მე-10 შვილი, ქეთევანი გააჩინა. ამ 9 თვის მანძილზე დახმარება არაერთ მრავალშვილიან დედას გავუწიეთ. 1-ლი ივნისიდან მშობიარობა უფასო გახდა. ჩვენ მშობიარობის დასაფინანსებლად თანხის გაღება აღარ გვჭირდება, მაგრამ გარდა ამისა, არაერთი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც სინთეზურად უნდა მოხდეს. 23 ივნისს ფილარმონიაში გვქონდა დიდი პრეზენტაცია. თემა იყო "დემოგრაფიული კატასტროფა საქართველოში". ყველა მიმართულება განვიხილეთ. ამ პრეზენტაციის მიზანი იყო, ქართველი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს და ის, თუ რა გველის მომავალში.

- გაეროს მონაცემები, რომ 2050 წლისთვის საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 1 170 000-ით შემცირდება, გაზვიადებული ხომ არ არის?

- ქართველ დემოგრაფებს უფრო საგანგაშო პროგნოზი აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სახელმწიფო დემოგრაფიულ პროგრამაზე. ფონდის ბაზაზე მოვამზადეთ ეს პროგრამა და აქტიურად ვთანამშრომლობთ არა მარტო პარლამენტთან, არამედ - სამინისტროებთან. ფონდის დამფუძნებლებს შორის არიან პარლამენტარები დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი, მეც ამ გუნდის წარმომადგენელი გახლავართ. დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. არსებობს 15 დემოგრაფიული პრობლემა. ეს არის შობადობის კლება, სიკვდილიანობის გაზრდა, შიდა და გარე მიგრაცია და ა.შ. რაჭაში, სვანეთში, გურიაში, ხევში, იმერეთში საგანგაშო მდგომარეობაა. შობადობის მატება მხოლოდ 3 რეგიონში აღინიშნება. ეს არის აჭარა, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. მატებაა თბილისშიც, ყველა სხვა რეგიონი მინუსებშია.

- რეგიონული პოლიტიკის გატარებაზე ლაპარაკობდით. რის გაკეთებას აპირებთ, რას უნდა ველოდოთ მომავალში?

- დიახ, ჩვენი მიზანია, რეგიონების მიხედვით შევიმუშაოთ კონკრეტული პროექტები. რეგიონი ვერ განვითარდება ვერც ეკონომიკურად და ვერც სოციალურად, თუ იქ მოსახლეობა არ იცხოვრებს. პირველი საზრუნავი სწორედ ეს არის. ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ 2014 წლიდან იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი მატება არ ხდება, ოჯახები მესამე შვილის გაჩენისთვის წაგვეხალისებინა. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არის პირველი ინტერვიუ, რომლითაც ამ სასიამოვნო სიახლეს გაცნობებთ. ძალიან მალე, დემოგრაფიულად პრობლემურ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებში დაბადებული მესამე ბავშვი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მინიმუმ 100 ლარს მიიღებს. მაღალმთიან სოფლებში სახელმწიფოსგან გაღებული თანხა 100 ლარზე მეტიც იქნება.

- ბავშვები თანხას რა ასაკამდე მიიღებენ?

- 5 წლამდე.

- სახელმწიფოსგან მე-4 და შემდეგი შვილებიც დაფინანსდებიან?

- ეს უკვე მრავალშვილიანის სტატუსის განსაზღვრაა. ჩვენი მთავარი მიზანი შობადობის გაზრდაა. ერის რიცხოვნობას მესამე შვილი განაპირობებს. რაოდენობრივად დიდ ნამატს გვაძლევს. ეს თანხა უკვე დაბადებულ 5 წლამდე ბავშვებზე კი არ გაიცემა, არამედ მომავალში დაბადებულებზე. გვინდა ეს ინიციატივა მშობლებისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელი იყოს. ბუნებრივია ისმის კითხვა, მრავალშვილიანებმა რა ქნან?

- ამაზე რას ფიქრობთ?

- საქართველოში მრავალშვილიანობის სტატუსი განსაზღვრული არ არის. მრავალშვილიანად 7 შვილის დედა ითვლებოდა, მაგრამ ეს სტატუსი 2008 წელს გაუქმდა. მრავალშვილიანთა დახმარება ინდივიდუალურად ხდება. განათლების სამინისტროს, თბილისის მერიას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც ერთჯერადად ეხმარებიან.

- მრავალშვილიანობის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობთ?

- დიახ, ამ მიმართულებით პარლამენტში უკვე მუშაობენ, რაც დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაა. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე მხოლოდ სტატუსის განსაზღვრა მოხდება. ყოველთვიურად სოციალური დახმარება ვერ გაიცემა, რადგან ეს თანხა 100 მილიონამდეა, ამ ხარჯს კი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გასწვდება.

- მაშინ სტატუსის განსაზღვრას რა მნიშვნელობა აქვს?

- ჩაფიქრებული გვაქვს, ეს სტატუსი სხვა კუთხით გამოვიყენოთ.

- რას გულისხმობთ?

- მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, ვმუშაობთ, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათი გაკეთდეს კომუნალურ გადასახადებზე, განათლების მიღებისას და ა.შ. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში ყველაზე მწვავედ საცხოვრებლის პრობლემა დგას. დეკემბრის ბოლოს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა დახმარება შეიძლება გაიღოს ფონდმა, მთავრობამ და ვნახავთ, რა საკანონმდებლო ცვლილებები მოხდება პარლამენტში. ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან მაღალმთიან რეგიონებში უკუმიგრაციის საკითხზე. რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, ხევი, ხევსურეთი, მთიულეთი დემოგრაფიულად კატასტროფული ზონებია. სამინისტროებთან ერთად ვმუშაობთ, თუ რით უნდა წავახალისოთ ის ოჯახები, რომლებიც მიტოვებულ კერას უკან დაუბრუნდებიან. ესეც ათეულობით მილიონი ლარი ჯდება. უკაცრიელ მთაში ცარიელ სოფელში რომ ადამიანს დაბრუნება მოუნდეს, ძალიან მიმზიდველი წინადადება უნდა შესთავაზო. როდესაც ამ ინიციატივით გამოვედით, დაგვიკავშირდნენ რაჭველი, მოხევე ბიზნესმენები და საქმეში ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. მოსახლეობაში დემოგრაფიული განათლების ძალიან დაბალი დონეა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. არ იციან, რომელ საუკუნეში რამდენი ვიყავით, რატომ შევმცირდით, რამ გამოიწვია ეს და ა.შ. განათლების სამინისტროსგან მივიღეთ მხარდაჭერა, სკოლებში კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული ისტორია შევიდეს. უმაღლეს სასწავლებლებთან კი შევთანხმდით, რომ ჩავატაროთ სემინარები და სტუდენტებს დემოგრაფიის ისტორია გავაცნოთ. ჩვენი სამიზნე სწორედ ახალგაზრდობაა. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

- ვიცი, რომ აქტიურად თანამშრომლობთ მრავალშვილიან დედებთან, ალბათ ისინიც ბევრ რამეს გკარნახობენ.

- რა თქმა უნდა. ახლო მომავალში კვლავ ვგეგმავთ მათთან შეხვედრას და პრობლემებზე საუბარს. სწორედ ისინი გვკარნახობენ, რა არის მათთვის უპირატესი. ფონდი 20-წლიან პროგრამაზე მუშაობს. მინისტრ კოტე სურგულაძესთან ერთად გვინდა მუშაობა ქართველ ემიგრანტებთანაც დავიწყოთ. რადგან დემოგრაფიული პრობლემის არსებობაში შიდა კონფლიქტების შემდეგ, ლომის წილი მიუძღვის ემიგრაციას, ის თაობა, რომელმაც ერი უნდა გაამრავლოს, ქვეყნის გარეთაა გასული. ერის დაბერება დიდი სიჩქარით ხდება.

- დემოგრაფიული პრობლემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მწვავედ დგას. რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთში არსებულ ვითარებას გავეცანი, იქ მეტად საგანგაშო მდგომარეობაა. მათთან თუ გაქვთ კავშირი და რა ფორმით?

- რა თქმა უნდა, პირადად მქონდა შეხვედრა სოხუმიდან და ცხინვალიდან ჩამოსულ ადამიანებთან და ამ პრობლემაზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთში. მათთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, აფხაზეთში ყველაზე დაბალი პროცენტით უმცირესობაში ეთნიკური აფხაზები არიან. მაჩვენებელი კატასტროფული სიჩქარით დაბლა იწევს. ეს თავადაც ძალიან კარგად იციან.

- საზოგადოების მხრიდან აქტიურობა დიდია? ბიზნესმენებისგან და მსხვილი კომპანიებისგან ფინანსური მხარდაჭერა თუ გაქვთ?

- რამდენიმე დღის წინ ჩაჩავას კლინიკიდან დამიკავშირდნენ. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ხელფასიდან შემოწირულობა გაიღონ. ფონდს ხელფასიდან სოლიდური თანხა დეპუტატებმაც შემოსწირეს. დახმარების სურვილი თბილისის საკრებულოდანაც გამოთქვეს. საზოგადოების მხრიდან ჩართულობა მისასალმებელია. ჩვენ თანხების მოძიებაზე ჯერ არ გვიზრუნია. ვინც გაიგო და დახმარების სურვილი გაუჩნდა, თავად დაგვიკავშირდნენ.

- თქვენთან აქტიურად თანამშრომლობს ლევან ვასაძე, არა?

- დიახ, ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზაზა ნიშნიანიძე, გოგა თევდორაშვილი, ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან და ჩართულები არიან პროგრამის შემუშავებაში. დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი განქორწინების გაზრდა და ქორწინების შემცირებაა. საქართველოში ოჯახის კულტი, ოჯახური ურთიერთობები და პატივისცემა დაიკარგა. ამ მიმართულებით ახალგაზრდებთან მუშაობასაც ვაპირებთ. ლევან ვასაძე გამორჩეულად აქტიურობს. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში როგორც დემოგრაფიული, ასევე სხვა პრობლემებიც უახლოეს წლებში მოგვარდება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

26 წლის ანა ოსეფაშვილს, რომელიც ავთვისებიან სარკომას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"