პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არქიმანრიტის წყევლას
როგორ ეხმაურებიან "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არქიმანრიტის წყევლას

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის მი­სა­მარ­თით არ­ქი­მან­დრიტ ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლის წყევ­ლას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რა­ვა­რი დაგ­ვწყევ­ლა არ­ქი­მან­დრიტ­მა... :)

სა­გი­ჟე­თი...

გინ­და, არ გინ­და ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი სა­ხე­ზეა:

მოქ­მე­დი არ­ქი­მან­დრი­ტი, ქვეყ­ნის მოქ­მედ პრე­ზი­დენტს და მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას წყევ­ლის ფე­ის­ბუკ­ზე.

ათი წლის წინ რომ ვინ­მეს ეთ­ქვა, ასე­თი რამე მოხ­დე­ბაო, ცე­ცხლზე დაწ­ვავ­დნენ, რო­გორც ერე­ტი­კოსს.

ზოგს დედა წყევ­ლის, ზოგს - დედა ეკ­ლე­სია...

სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა არ­ქი­მან­დრი­ტი იწყევ­ლე­ბა, მისი რამე გვლო­ცავს?...", - წერს გოგა ხა­ჩი­ძე.

არი­მან­დრი­ტის წყევ­ლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლიც ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გა­ი­ცა­ნით ანა­ფო­რა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მო­რი­გი ჯო­ჯო­ხე­თის მაშ­ხა­ლა :)", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე არ­ქი­მან­დრი­ტის ცი­ტა­ტას "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე იზი­ა­რებს და სა­სუ­ლი­ე­რი პი­რის ცი­ტა­ტას სა­ავ­ტო­რო და­ლოც­ვას ურ­თავს.

"და და­ლოც­ვილ იყოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი ოქ­როს ქი­სი­თა და თა­მა­სუ­ქე­ბით, რა­მე­თუ აგ­რო­ვა რათა გა­ნებ­ნია უპო­ვარ­თა და გლა­ხაკ­თათ­ვის", - და­წე­რა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ და ამ თე­მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ის გა­ზი­ა­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან.

"წყე­უ­ლი იყოს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხრო­ვა! მის­თვის მზე დაბ­ნელ­დეს, მთვა­რემ ნა­თე­ლი არ მის­ცეს, მი­წის ნა­ყო­ფი შხა­მად შე­ერ­გის, წყა­ლი გამ­წარ­დეს, მა­რი­ლი გან­ქარ­დეს და ჰა­ე­რი მავ­ნე­ბელ იქ­მნას! ამინ!...", - ეს წყევ­ლა არ­ქი­მან­დრიტ­მა ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც არ­ქი­მან­დრიტ­მა "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ არა პი­რად­მა ინ­ტე­რეს­მა, არა­მედ მის მიერ გა­კე­თე­ბულ­მა არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მე­ლიც "სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა და მი­ფურ­თხე­ბაა".

იხი­ლეთ ასე­ვე: "წყე­უ­ლი იყოს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხრო­ვა!" - რა­ტომ და­წყევ­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლი მამა ბარ­თლო­მემ (ექ­სკლუ­ზი­ვი)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

როგორ ეხმაურებიან "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არქიმანრიტის წყევლას

როგორ ეხმაურებიან "ნაცმოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არქიმანრიტის წყევლას

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის მისამართით არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაიშვილის წყევლას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"რავარი დაგვწყევლა არქიმანდრიტმა... :)

საგიჟეთი...

გინდა, არ გინდა ტექნიკური პროგრესი სახეზეა:

მოქმედი არქიმანდრიტი, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს და მთავარ ოპოზიციურ ძალას წყევლის ფეისბუკზე.

ათი წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, ასეთი რამე მოხდებაო, ცეცხლზე დაწვავდნენ, როგორც ერეტიკოსს.

ზოგს დედა წყევლის, ზოგს - დედა ეკლესია...

საინტერესოა, როცა არქიმანდრიტი იწყევლება, მისი რამე გვლოცავს?...", - წერს გოგა ხაჩიძე.

არიმანდრიტის წყევლას სოციალურ ქსელში ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილიც ეხმაურება.

"გაიცანით ანაფორაში გამოწყობილი მორიგი ჯოჯოხეთის მაშხალა :)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე არქიმანდრიტის ციტატას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იზიარებს და სასულიერი პირის ციტატას საავტორო დალოცვას ურთავს.

"და დალოცვილ იყოს ბიძინა ივანიშვილი მისი ოქროს ქისითა და თამასუქებით, რამეთუ აგროვა რათა განებნია უპოვართა და გლახაკთათვის", - დაწერა ხერხეულიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები და მხარდამჭერები სოციალურ ქსელში კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ და ამ თემის შესახებ მხოლოდ სხვადასხვა სტატიის გაზიარებით შემოიფარგლებიან.

"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!...", - ეს წყევლა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა. როგორც არქიმანდრიტმა "ამბები.გე"-სთან საუბარში აღნიშნა, ამგვარი საქციელი პრეზიდენტის მიმართ არა პირადმა ინტერესმა, არამედ მის მიერ გაკეთებულმა არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომელიც "საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მიფურთხებაა".

იხილეთ ასევე:  "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!" - რატომ დაწყევლა სააკაშვილი მამა ბართლომემ (ექსკლუზივი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს