მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ
ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ

"ღა­მის კლუ­ბე­ბი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, სა­დაც ქარ­თვე­ლებს ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით არ უშ­ვე­ბენ" - "თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე" ამ სა­თა­უ­რით გახ­სნილ თე­მა­ში ავ­ტო­რი თბი­ლი­სის ცენ­ტრში ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. თე­მის ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ თა­ვად სცა­და ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში შეს­ვლა, თუმ­ცა მისი თქმით, მხო­ლოდ იმი­ტომ არ შე­უშ­ვა დაც­ვამ, რომ ქარ­თვე­ლია. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ფაქტს და თან ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­საც აქ­ვეყ­ნებს.

ამო­ნა­რი­დი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი­დან:

"მოკ­ლედ, აგე­რაა ჩვე­ნი გა­და­ღე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი თბი­ლი­სის ცენ­ტრში ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, როცა კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თვე­ლებს ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით არ უშ­ვე­ბენ უცხო­ე­ლე­ბის, არა­ბე­ბის და თურ­ქე­ბის ღა­მის კლუ­ბებ­ში. დაც­ვა პირ­და­პირ, ღიად ამ­ბობს, რომ კლუ­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­გან კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თვე­ლე­ბის შეშ­ვე­ბა­ზე აქვთ აკ­რძალ­ვა (უფრო სწო­რად, ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბის, ქა­ლებს უშ­ვე­ბენ), რაც ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ფაქ­ტია და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით იკ­რძა­ლე­ბა. 5-6 ღა­მის კლუბ­ში ვი­ყა­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე და რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის ქვეშ, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში და ყველ­გან იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია იყო, დაც­ვა ყველ­გან ღიად ამ­ბობ­და, რომ ქარ­თვე­ლებ­ზე ჰქონ­დათ აკ­რძალ­ვა.

ნუ ყველ­გან რომ პროს­ტი­ტუ­ცი­ის ბუ­დეა და ეგეც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა, ეგ ცალ­კე თე­მაა", - წერს ავ­ტო­რი.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი იუ­წყე­ბა, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად კვი­რას, 22:30-ზე ღა­მის კლუბ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვას აპი­რებს.

"ჩვენ ვა­პი­რებთ ამ ფაქ­ტის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას, რათა მოხ­დეს ამ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ა.შ. და შემ­დეგ ვა­პი­რებთ უკვე სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას სა­სა­მარ­თლოს გზით.

ჰოდა, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ, რომ პირ­და­პირ თბი­ლი­სის ცენ­ტრში არ ხდე­ბო­დეს ქარ­თვე­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით დამ­ცი­რე­ბა და დის­კრი­მი­ნა­ცია, კვი­რას, 22:30-ზე შე­მოგ­ვი­ერ­თდით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე. ვიკ­რი­ბე­ბით რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, შად­რე­ვან­თან. ადრე რომ აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლი იდგა, იქ", - წერს "თბი­ლი­სის ფო­რუ­მის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ

ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ

"ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ" - "თბილისის ფორუმზე" ამ სათაურით გახსნილ თემაში ავტორი თბილისის ცენტრში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტის შესახებ იუწყება. თემის ავტორი ამბობს, რომ თავად სცადა ერთ-ერთ ღამის კლუბში შესვლა, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ არ შეუშვა დაცვამ, რომ ქართველია. ინტერნეტმომხმარებელი დეტალურად აღწერს ფაქტს და თან ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

ამონარიდი გამოქვეყნებული პოსტიდან:

"მოკლედ, აგერაა ჩვენი გადაღებული ფაქტები თბილისის ცენტრში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის, როცა კონკრეტულად ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ უცხოელების, არაბების და თურქების ღამის კლუბებში. დაცვა პირდაპირ, ღიად ამბობს, რომ კლუბების მფლობელებისგან კონკრეტულად ქართველების შეშვებაზე აქვთ აკრძალვა (უფრო სწორად, ქართველი კაცების, ქალებს უშვებენ), რაც ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტია და საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება. 5-6 ღამის კლუბში ვიყავით აღმაშენებელზე და რესპუბლიკის მოედნის ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელში და ყველგან იგივე სიტუაცია იყო, დაცვა ყველგან ღიად ამბობდა, რომ ქართველებზე ჰქონდათ აკრძალვა.

ნუ ყველგან რომ პროსტიტუციის ბუდეა და ეგეც კანონის დარღვევაა, ეგ ცალკე თემაა", - წერს ავტორი. 

ინტერნეტმომხმარებელი იუწყება, რომ თანამოაზრეებთან ერთად კვირას, 22:30-ზე ღამის კლუბთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

"ჩვენ ვაპირებთ ამ ფაქტის გაპროტესტებას, რათა მოხდეს ამ კანონდარღვევაზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა, შესაბამისი ორგანოების მიერ დაინტერესება და ა.შ. და შემდეგ ვაპირებთ უკვე სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოს გზით.

ჰოდა, ვინც დაინტერესებული ხართ, რომ პირდაპირ თბილისის ცენტრში არ ხდებოდეს ქართველების ეროვნული ნიშნით დამცირება და დისკრიმინაცია, კვირას, 22:30-ზე შემოგვიერთდით საპროტესტო აქციაზე. ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, შადრევანთან. ადრე რომ აღმაშენებლის ძეგლი იდგა, იქ", - წერს "თბილისის ფორუმის" მომხმარებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია