Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა: ''შვილი დამცინის, ყოველ ხუთშაბათს მეუბნება, დედა, არ გამოვარდიო?"
ნინა: ''შვილი დამცინის, ყოველ ხუთშაბათს მეუბნება, დედა, არ გამოვარდიო?"

მომ­ღე­რალ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­სა და რე­ზი­კო რო­ბა­ქი­ძეს ცირ­კში, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­ვეს­წა­რით. ისი­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის - სა­შა­სა და ალი­ო­ნას მი­თი­თე­ბებს ყუ­რა­დღე­ბით ის­მენ­დნენ... რამ­დენ­ჯერ­მე იცეკ­ვეს კი­დეც, შემ­დეგ პა­ტა­რა შეს­ვე­ნე­ბა ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც "ამ­ბე­ბი.გე"-ს და­უთ­მეს.

რე­ზი­კო რო­ბა­ქი­ძე სტუ­დია "თე­ლას" წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა: სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე გზის ჩემ­პი­ო­ნია, კავ­კა­სი­ის თა­სის მფლო­ბე­ლი, ერთი პე­რი­ო­დი, ბე­ლო­რუ­სი­ა­შიც ცეკ­ვავ­და. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" II სე­ზონ­ზე პარტნი­ო­რო­ბას ეკო ფნა­განს უწევ­და. დღეს კი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის მე­წყვი­ლეა.

- ახლა რა ცეკ­ვას ამ­ზა­დებთ?

ნინა:

- "რეტ­რო ფოქსტროტს" ვამ­ზა­დებთ. სი­ტყვა "რეტო" მომ­წონს, "ფოქსტრო­ტი" კი ძლივს და­ვი­მახ­სოვ­რე... რთუ­ლი ცეკ­ვა არ არის, მაგ­რამ სპე­ცი­ფი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა მი­წევს, სხვაგ­ვა­რი დგო­მა სჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, ჩემ­თვის მისი შეს­წავ­ლა რთუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

რე­ზი­კო:

- რთუ­ლი არა­ფე­რია თუ სა­კითხს ისე მი­უდ­გე­ბი, რომ საქ­მე ბო­ლომ­დე გა­ა­კე­თო... "ფოქსტრო­ტი" ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ცეკ­ვაა. ტექ­ნი­კუ­რად ბერი არა­ფე­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მთა­ვა­რია, ცეკ­ვა ლა­მა­ზად წარ­მო­ად­გი­ნო, გქონ­დეს სწო­რი დგო­მა და ნა­ბი­ჯე­ბი...

- ცეკ­ვა სკან­და­ლურ ქალ­ბა­ტონ­თან გი­წევს... რო­დე­საც გა­ი­გე, მას­თან უნდა გე­ცეკ­ვა, რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და?

ნინა:

- (პა­სუხს ას­წრებს) თქვი, პირ­ვე­ლად ჩემ­ზე რაც იფიქ­რე, - ამ უჟ­მურს რა გა­უძ­ლებ­სო...

რე­ზი­კო:

- ასე არ მი­ფიქ­რია...

- ნინა:

- რო­გორ არა, დე­და­შენ­მა მი­თხრა, ასე იფიქ­რაო... ეგო­ნა, რომ ნერ­ვებს და­ვაგ­ლეჯ­დი და პირ­ვე­ლი ერთი კვი­რა სულ გა­ო­ცე­ბუ­ლი სახე ჰქონ­და. არ იყო ასე?

რე­ზი­კო:

- გა­ო­ცე­ბუ­ლი სახე იმი­ტომ მქონ­და, რომ მარ­თლა არ ვე­ლო­დი მის­გან, ასე თუ იცეკ­ვებ­და. ჩემს მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ნინა:

- თქვი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩემი და­ბა­ლი წნე­ვის ფონ­ზე ვა­ხერ­ხებ... სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ რომ მოვ­დი­ვარ, ვამ­ბობ ხოლ­მე, - ნინა ბებო მო­ვი­და-მეთ­ქი... ძა­ლი­ან და­ბალ წნე­ვას ვა­ტა­რებ, ზო­გი­ერ­თი ჩემ ად­გილ­ზე სა­წო­ლი­დან არ ად­გე­ბო­და. მუდ­მი­ვად თავ­ბრუ მეხ­ვე­ვა... რე­ზი­კომ პირ­ვე­ლად რომ და­მატ­რი­ა­ლა, იმის მერე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვი­ჯე­ქი, აზ­რზე რომ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

რე­ზი­კო:

- ისე კარ­გად წარ­მო­ად­გი­ნა პირ­ვე­ლი ორი ცეკ­ვა, რომ გა­ვოც­დი. მთლი­ან კომ­პო­ზი­ცი­ას ერთ დღე­ში ით­ვი­სებს. ერთი კარ­გი თვი­სე­ბა აქვს, - ცეკ­ვას მუ­სი­კა­ლუ­რი ტაქ­ტით იმახ­სოვ­რებს... ისე, უც­ნა­უ­რია, ამ შო­უმ­დე ნი­ნა­ზე არა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. არ ვიც­ნობ­დი და, რა წარ­მოდ­გე­ნა უნდა მქო­ნო­და?

ნინა:

- რე­ზი­კო მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ჩემ­ზე არა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და. მე ხომ ადა­მი­ა­ნებს ძი­რი­თა­დად ვე­ზი­ზღე­ბი...

რე­ზი­კო:

- ჰოდა, მათ შენ­ზე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, - რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა­აო? ვე­უბ­ნე­ბი, რომ ნი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ად­ვი­ლია, რომ მას კარ­გად ავე­წყე... ვა­ღი­ა­რებ, არ მო­ვე­ლო­დი, თუ ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

ნინა:

- კარ­გი რე­ზი­კო, რამ­დენს მა­ქებ? ისე მა­ქებ, რომ მგო­ნი, კი­დევ გავ­თხოვ­დე­ბი...

რე­ზი­კო:

- ისე, თა­ვი­დან ჩემი შო­უ­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ცუდ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­დნენ და წერ­დნენ, რა­ზეც გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, სწო­რად აზ­რის გა­მო­ხატ­ვა...

ნინა:

- გა­მი­ხარ­და, რომ მე­წყვი­ლედ რე­ზი­კო შემ­ხვდა. სა­ერ­თოდ, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ... მით უფრო, ახალ­გაზ­რდე­ბი.

სა­ერ­თოდ, სტუ­დია "თე­ლას" ძა­ლი­ან კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ჰყავს, არა­და, სა­ო­ცა­რია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქამ­დე არ ჩან­დნენ და თა­ვის­თვის დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობ­დნენ...

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვე­ნი შემ­დე­გი თა­ო­ბა ასე­თი ჯან­სა­ღი, წე­სი­ე­რი და კარ­გია. ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან, ერ­თმა­ნე­თის ტკი­ვილს გრძნო­ბენ, მშრო­მე­ლე­ბი არი­ან, ჩვენც გვეხ­მა­რე­ბი­ან. რე­ზი­კო კი მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ალა­ლი ბი­ჭია...

- თა­ვი­დან რომ უჩი­ო­დი, იმ­დენს მა­მე­ცა­დი­ნებს და მა­ვარ­ჯი­შებს, მკლავ­სო...

- ჰო, ასე იყო, ბევ­რს მა­მე­ცა­დი­ნებ­და.

რე­ზი­კო:

- საქ­მეს თუ ვა­კე­თებ, ბო­ლომ­დე უნდა გა­ვა­კე­თო.

ნინა:

- პირ­ვე­ლი ცეკ­ვა "ჩა-ჩა-ჩა" გვქონ­და, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბიც არი­დე­ბენ თავს. ისე მო­ინ­დო­მა, იმ­დე­ნი მა­მუ­შა­ვა, ყვე­ლა­ზე ცუ­დად ეგ ცეკ­ვა წარ­მო­ვად­გი­ნე. მოკ­ლედ, იმის მერე "ჩა-ჩა-ჩას" მი­მართ პრო­ტეს­ტი გა­მიჩ­ნდა. თან, მთე­ლი სხე­უ­ლი მტკი­ო­და... ახლა ტაქ­ტი­კა შე­მიც­ვა­ლა... ცოტა ზარ­მა­ცი კი ვარ.

- რე­ზი­კო, ე.ი. ნინა, არ გე­მორ­ჩი­ლე­ბა, ხომ?

- რო­გორ არა, მე­მორ­ჩი­ლე­ბა, მაგ­რამ ვარ­ჯი­შის დროს დას­ვე­ნე­ბა უყ­ვარს ხოლ­მე...

ნინა:

- არის დღე­ე­ბი, რომ მე მტკი­ვა რა­ღაც. ახლა რე­ზი­კოს სტკი­ვა ზურ­გი, რად­გა­ნაც ისე ამ­წია, კუნ­თე­ბი და­ე­ჭი­მა. რო­გორც ჩანს, არას­წო­რად ამ­წია და ახლა ექიმ­თან და­დის. მეც მეტი რა მინ­და, მი­ზეზს ვე­ძებ ხოლ­მე და ამ­ჯე­რად მე­ტად და­ვის­ვე­ნე...…

რე­ზი­კო:

- არა­და, ეს ერ­თმა უბ­რა­ლო მოძ­რა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ გა­ფა­სე­ბენ?

რე­ზი­კო:

- სახ­ლში ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სი დე­დაა. არას­დროს არ გა­მი­გია, ეთ­ქვა, ყო­ჩაღ! სულ ამ­ბობს, - კარ­გია, მაგ­რამ უკე­თე­სი ჯო­ბია. მისი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სტი­მულს მაძ­ლევს. ბავ­შვო­ბი­დან ისე გამ­ზარ­და, რომ მხარ­ში მედ­გა, მეხ­მა­რე­ბო­და, უნ­დო­და, რომ რა­ღა­ცის­თვის მი­მეღ­წია. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ქუ­ჩას, ეზოს და­ვუ­ახ­ლოვ­დი, მაგ­რამ ჩემ­მა ოჯახ­მა შეძ­ლო, რომ არც ძმა­კა­ცე­ბი და­მი­კარ­გავს, ქუ­ჩა­შიც საკ­მა­ოდ ვი­ყა­ვი და გა­ნათ­ლე­ბაც მი­ვი­ღე. მივ­ხვდი, - თუ გინ­და, რა­მეს მი­აღ­წიო, უნდა ამო­ირ­ჩიო პრო­ფე­სია, რა­საც ბო­ლომ­დე გაჰ­ყვე­ბი. მე ცეკ­ვას გავ­ყე­ვი.

ნინა:

- მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ოჯა­ხი მხარ­ში გიდ­გას. რა­საც რე­ზი­კოს დე­და­მი­სი - მა­ი­კო უკე­თებს, ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თია. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია.

- შენ რას გე­უბ­ნე­ბი­ან სახ­ლში?

- მე ხომ დეპ­რე­სი­უ­ლი ვარ და შინ ვწე­ვარ ხოლ­მე... ჩე­მე­ბი ძი­რი­თა­დად გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ ვცეკ­ვავ.

რე­ზი­კო:

- რას ამ­ბობ, რა დეპ­რე­სი­უ­ლი... ასე­თი მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ შემ­ხვედ­რია...

ნინა:

- ესეც დეპ­რე­სი­აა, ჩემო რე­ზი­კო, რო­დე­საც სულ ვხუმ­რობ... ნევ­რო­ზის ასე­თი ფორ­მაც არ­სე­ბობს...

- თა­ვი­დან "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" რომ გა­მოჩ­ნდი, ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­და, ქმა­რი მო­უკ­ვდა და ცეკ­ვა რო­გორ გა­ბე­დაო... ვერ გა­გი­გეს...

- რად­გან იმ მძი­მე ფაქ­ტის შემ­დეგ არ მოვ­კვდი და გა­დავ­რჩი, ცხოვ­რე­ბა არ უნდა გა­ვაგ­რძე­ლო? ეს ხომ ჩემი პრო­ფე­სი­აა? იუ­რისტს, ექიმს, მას­წავ­ლე­ბელს ქმა­რი რომ გარ­და­ეც­ვა­ლოს, სამ­სა­ხურ­ში აღარ უნდა წა­ვი­დეს? ამას­თან, ის ადა­მი­ა­ნი აღარ იყო ჩემი ქმა­რი. სიკ­ვდი­ლამ­დე ბოლო სამი-ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ეს არა­ნა­ი­რად არ ცვლის იმ ტკი­ვილს, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე...

რაც ის ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, იმის მერე ჯან­მრთე­ლო­ბა მე­ტად შე­მერ­ყა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რეგ­ნულ ფორ­მას, თავ­სა­ფარ­წაკ­რულ­სა და ძა­ძე­ბით შე­მო­სილს უნდა მევ­ლო? იმ სა­წყალს ეს გა­ა­ცო­ცხლდე­ბა? ჯინ­სი თუ ჩა­ვიც­ვი, აღარ მტკი­ვა?!

რა ვქნა, ასე მოხ­და, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ვარ, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ალ­ბათ, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც რა­ღაც სი­ახ­ლე ისევ იქ­ნე­ბა.

დღე­საც მაქვს მის შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სხვა ქმა­რიც რომ მყავ­დეს, მა­ინც მექ­ნე­ბა. ის ბავ­შვე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლე­ბი არი­ან, რად­გან მათ­თან ერ­თად რა­ღაც ეტა­პი გა­ვი­ა­რე და გულ­წრფე­ლად მიყ­ვარს ისი­ნი. ვი­საც ამ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა არ უნ­დათ, ნუ გა­ი­გებს.

ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა და ასე­თი სტრე­სის შემ­დეგ რაც მე­ტად ამო­გიდ­გე­ბი­ან მხარ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, უფრო ად­ვი­ლად დაძ­ლევ ტკი­ვილს...

რო­დე­საც ახ­ლო­ბელს ჰკარ­გავ, ორი ვა­რი­ან­ტია, ან უნდა მას­თან ერ­თად მოკ­ვდე ან თუ გა­დარ­ჩი, ცხოვ­რე­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლო...

- შვი­ლი რას გე­უბ­ნე­ბა და შენს ცეკ­ვას თუ ადევ­ნებს თავლყურს?

- სან­დრო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას, ახლა სულ გა­გიჟ­დიო - მე­უბ­ნე­ბა, დამ­ცი­ნის. ხუთ­შა­ბათს ღამე, კონ­კურ­სის შემ­დეგ რომ მივ­დი­ვარ, მე­უბ­ნე­ბა, - დედა, კი­დევ არ გა­მო­ვარ­დი? აქამ­დე ხომ მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლი იყა­ვი, ახლა მა­გა­რი მო­ცეკ­ვა­ვე ხარო. მოკ­ლედ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს ჩემს ნა­მოქ­მე­დარს. არა უშავს, რა ვქნა?

- მამა რას გე­უბ­ნე­ბა?

- ჟი­უ­რი და­ბალ ქუ­ლებს რომ მი­წერს, მამა მე­სი­ჯებს მიგ­ზავ­ნის და მას­თან ერ­თად, კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მე და რე­ზი­კო წინ მი­ვი­წევთ. ალ­ბათ მალე მა­თაც მო­ბეზ­რდე­ბათ ეს. ისე, ჩვე­ნი ნო­მე­რია - 95113. თუ ვინ­მეს სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, დაგ­ვი­მე­სი­ჯეთ...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ფი­ნალ­ში მოხ­ვდე­ბით?

ნინა:

- ვი­საც ყვე­ლა­ზე მდი­და­რი "ნაშა" ჰყავს, ის მო­ი­გებს. ვი­საც "ნა­შე­ბი" არ გვყავს, რა ვქნათ? ალ­ბათ, წა­ვა­გებთ და გავ­ვარ­დე­ბით.

მოკ­ლედ, I-II-III ად­გი­ლებ­ზე მდი­და­რი "ნა­შე­ბის" პატ­რო­ნე­ბი გავ­ლენ. ისე, რე­ზი­კოს მა­ინც იმე­დი აქვს, რომ 31 დე­კემ­ბერს სცე­ნა­ზე მი­ხი­ლავს, არა­და, მგო­ნი, იმე­დი გა­უც­რუვ­დე­ბა, რად­გან ვერ მი­ხი­ლავს, არ მყავს "ნაშა!"

რე­ზი­კო:

- ისეთ ჯა­რი­კაცს რა ვუ­თხა­რი, გე­ნერ­ლო­ბა­ზე რომ არ ოც­ნე­ბობს...…

ნინა:

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტია. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ცეკ­ვას ვსწავ­ლობთ, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აქა­უ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი წა­მა­ლი­ვით არის, მშვე­ლის. პრო­ექ­ტზე კარ­გი ხალ­ხი მუ­შა­ობს. დიდი სტრე­სი­სი­დან ამ შოუს გა­მოვ­ყა­ვარ...

- შენ თუ გყავს პრო­ექ­ტში შენი ფა­ვო­რი­ტი?

ნინა:

- ვინც ყვე­ლა­ზე პა­ტი­ოს­ნად თა­მა­შობს, მას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, მაგ­რამ ვი­ღა­ცებ­მა უკვე რა­ღა­ცე­ბი მიხ­ლართ-მოხ­ლარ­თეს, რაც მა­ღი­ზი­ა­ნებს. ეს კონ­კურ­სია, ცეკ­ვა უნდა ის­წვლო და წინ წახ­ვი­დე. ისე­თი რა­ღა­ცე­ბი არ უნდა იკად­რო, რი­სიც, პრო­ექ­ტი რომ დამ­თავ­რდე­ბა, 1-ელ იან­ვარს, ახა­ლი წლის დი­ლას, სახ­ლში რომ გა­იღ­ვი­ძებ, შეგრცხვეს. შრო­მით ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად შრო­მობს. ძა­ლი­ან მომ­წონს ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი, მე-13 მო­ნა­წი­ლე, თა­ვის მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად პა­ტი­ოს­ნად და და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ვიყო მარ­თა­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რამე არ შე­მე­შა­ლოს. ისე, არა­ვის გვა­წყენს ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა და მან­ქა­ნა...

რე­ზი­კო:

- ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვა არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­აა. მა­შინ ხარ წყნა­რად, როცა შენს საქ­მეს აკე­თებ, ჩვენ ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ.

ჩემი აზ­რით, შე­ფა­სე­ბი­სას ვარ­სკვლა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს არ უნდა შე­ა­და­რო, ყვე­ლას თა­ვი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. თუ ადა­მი­ა­ნი წინ მი­დის, იმის მი­ხედ­ვით უნდა შე­ფას­დეს, ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე რო­გორ გა­ი­ზარ­და.

ნინა:

- მინ­და, იმან მო­ი­გოს, ვინც პა­ტი­ოს­ნად თა­მა­შობს, უსა­მარ­თლო­ბას ვერ ვი­ტან.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნინა: ''შვილი დამცინის, ყოველ ხუთშაბათს მეუბნება, დედა, არ გამოვარდიო?"

ნინა: ''შვილი დამცინის, ყოველ ხუთშაბათს მეუბნება, დედა, არ გამოვარდიო?"

მომღერალ ნინა წკრიალაშვილსა და რეზიკო რობაქიძეს ცირკში, რეპეტიციაზე დავესწარით. ისინი უკრაინელი ქორეოგრაფების - საშასა და ალიონას მითითებებს ყურადღებით ისმენდნენ... რამდენჯერმე იცეკვეს კიდეც, შემდეგ პატარა შესვენება ჰქონდათ, რომელიც "ამბები.გე"-ს დაუთმეს.

რეზიკო რობაქიძე სტუდია "თელას" წარმატებული მოცეკვავეა: საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია, კავკასიის თასის მფლობელი, ერთი პერიოდი, ბელორუსიაშიც ცეკვავდა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" II სეზონზე პარტნიორობას ეკო ფნაგანს უწევდა. დღეს კი ნინა წკრიალაშვილის მეწყვილეა.

- ახლა რა ცეკვას ამზადებთ?

ნინა:

- "რეტრო ფოქსტროტს" ვამზადებთ. სიტყვა "რეტო" მომწონს, "ფოქსტროტი" კი ძლივს დავიმახსოვრე... რთული ცეკვა არ არის, მაგრამ სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმა მიწევს, სხვაგვარი დგომა სჭირდება. მოკლედ, ჩემთვის მისი შესწავლა რთული არ ყოფილა.

რეზიკო:

- რთული არაფერია თუ საკითხს ისე მიუდგები, რომ საქმე ბოლომდე გააკეთო... "ფოქსტროტი" ერთ-ერთი ურთულესი ცეკვაა. ტექნიკურად ბერი არაფერია გასაკეთებელი, მთავარია, ცეკვა ლამაზად წარმოადგინო, გქონდეს სწორი დგომა და ნაბიჯები...

- ცეკვა სკანდალურ ქალბატონთან გიწევს... როდესაც გაიგე, მასთან უნდა გეცეკვა, როგორი რეაქცია გქონდა?

ნინა:

- (პასუხს ასწრებს) თქვი, პირველად ჩემზე რაც იფიქრე, - ამ უჟმურს რა გაუძლებსო...

რეზიკო:

- ასე არ მიფიქრია...

- ნინა:

- როგორ არა, დედაშენმა მითხრა, ასე იფიქრაო... ეგონა, რომ ნერვებს დავაგლეჯდი და პირველი ერთი კვირა სულ გაოცებული სახე ჰქონდა. არ იყო ასე?

რეზიკო:

- გაოცებული სახე იმიტომ მქონდა, რომ მართლა არ ველოდი მისგან, ასე თუ იცეკვებდა. ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.

ნინა:

- თქვი, რომ ამ ყველაფერს ჩემი დაბალი წნევის ფონზე ვახერხებ... სარეპეტიციოდ რომ მოვდივარ, ვამბობ ხოლმე, - ნინა ბებო მოვიდა-მეთქი... ძალიან დაბალ წნევას ვატარებ, ზოგიერთი ჩემ ადგილზე საწოლიდან არ ადგებოდა. მუდმივად თავბრუ მეხვევა... რეზიკომ პირველად რომ დამატრიალა, იმის მერე ნახევარი საათი ვიჯექი, აზრზე რომ მოვსულიყავი...

რეზიკო:

- ისე კარგად წარმოადგინა პირველი ორი ცეკვა, რომ გავოცდი. მთლიან კომპოზიციას ერთ დღეში ითვისებს. ერთი კარგი თვისება აქვს, - ცეკვას მუსიკალური ტაქტით იმახსოვრებს... ისე, უცნაურია, ამ შოუმდე ნინაზე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა. არ ვიცნობდი და, რა წარმოდგენა უნდა მქონოდა?

ნინა:

- რეზიკო მგონი, ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა. მე ხომ ადამიანებს ძირითადად ვეზიზღები...

რეზიკო:

- ჰოდა, მათ შენზე მცდარი წარმოდგენა აქვთ. ბევრი მეკითხება, - როგორი პიროვნებააო? ვეუბნები, რომ ნინასთან ურთიერთობა ადვილია, რომ მას კარგად ავეწყე... ვაღიარებ, არ მოველოდი, თუ ასეთი კარგი ადამიანი იქნებოდა.

ნინა:

- კარგი რეზიკო, რამდენს მაქებ? ისე მაქებ, რომ მგონი, კიდევ გავთხოვდები...

რეზიკო:

- ისე, თავიდან ჩემი შოუში გამოჩენის შემდეგ, ცუდ რაღაცებს ამბობდნენ და წერდნენ, რაზეც გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ადამიანებმა არ იციან, სწორად აზრის გამოხატვა...

ნინა:

- გამიხარდა, რომ მეწყვილედ რეზიკო შემხვდა. საერთოდ, სასიხარულოა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ... მით უფრო, ახალგაზრდები.

საერთოდ, სტუდია "თელას" ძალიან კარგი მოცეკვავეები ჰყავს, არადა, საოცარია, ეს ადამიანები აქამდე არ ჩანდნენ და თავისთვის დარბაზში ვარჯიშობდნენ...

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შემდეგი თაობა ასეთი ჯანსაღი, წესიერი და კარგია. ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთის ტკივილს გრძნობენ, მშრომელები არიან, ჩვენც გვეხმარებიან. რეზიკო კი მათ შორის განსაკუთრებულია, ალალი ბიჭია...

- თავიდან რომ უჩიოდი, იმდენს მამეცადინებს და მავარჯიშებს, მკლავსო...

- ჰო, ასე იყო, ბევრს მამეცადინებდა.

რეზიკო:

- საქმეს თუ ვაკეთებ, ბოლომდე უნდა გავაკეთო.

ნინა:

- პირველი ცეკვა "ჩა-ჩა-ჩა" გვქონდა, რომლის შესრულებასაც პროფესიონალი მოცეკვავეებიც არიდებენ თავს. ისე მოინდომა, იმდენი მამუშავა, ყველაზე ცუდად ეგ ცეკვა წარმოვადგინე. მოკლედ, იმის მერე "ჩა-ჩა-ჩას" მიმართ პროტესტი გამიჩნდა. თან, მთელი სხეული მტკიოდა... ახლა ტაქტიკა შემიცვალა... ცოტა ზარმაცი კი ვარ.

- რეზიკო, ე.ი. ნინა, არ გემორჩილება, ხომ?

- როგორ არა, მემორჩილება, მაგრამ ვარჯიშის დროს დასვენება უყვარს ხოლმე...

ნინა:

- არის დღეები, რომ მე მტკივა რაღაც. ახლა რეზიკოს სტკივა ზურგი, რადგანაც ისე ამწია, კუნთები დაეჭიმა. როგორც ჩანს, არასწორად ამწია და ახლა ექიმთან დადის. მეც მეტი რა მინდა, მიზეზს ვეძებ ხოლმე და ამჯერად მეტად დავისვენე...…

რეზიკო:

- არადა, ეს ერთმა უბრალო მოძრაობამ გამოიწვია.

- ოჯახის წევრები როგორ გაფასებენ?

რეზიკო:

- სახლში ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაა. არასდროს არ გამიგია, ეთქვა, ყოჩაღ! სულ ამბობს, - კარგია, მაგრამ უკეთესი ჯობია. მისი ასეთი დამოკიდებულება სტიმულს მაძლევს. ბავშვობიდან ისე გამზარდა, რომ მხარში მედგა, მეხმარებოდა, უნდოდა, რომ რაღაცისთვის მიმეღწია. გარდატეხის ასაკში ქუჩას, ეზოს დავუახლოვდი, მაგრამ ჩემმა ოჯახმა შეძლო, რომ არც ძმაკაცები დამიკარგავს, ქუჩაშიც საკმაოდ ვიყავი და განათლებაც მივიღე. მივხვდი, - თუ გინდა, რამეს მიაღწიო, უნდა ამოირჩიო პროფესია, რასაც ბოლომდე გაჰყვები. მე ცეკვას გავყევი.

ნინა:

- მართლა მნიშვნელოვანია, როდესაც ოჯახი მხარში გიდგას. რასაც რეზიკოს დედამისი - მაიკო უკეთებს, ასეთი რამ იშვიათია. ძალიან საყვარელი ქალბატონია.

- შენ რას გეუბნებიან სახლში?

- მე ხომ დეპრესიული ვარ და შინ ვწევარ ხოლმე... ჩემები ძირითადად გაოცებულები არიან იმით, რომ ვცეკვავ.

რეზიკო:

- რას ამბობ, რა დეპრესიული... ასეთი მხიარული ადამიანი არ შემხვედრია...

ნინა:

- ესეც დეპრესიაა, ჩემო რეზიკო, როდესაც სულ ვხუმრობ... ნევროზის ასეთი ფორმაც არსებობს...

- თავიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ გამოჩნდი, ბევრი გაღიზიანდა, ქმარი მოუკვდა და ცეკვა როგორ გაბედაო... ვერ გაგიგეს...

- რადგან იმ მძიმე ფაქტის შემდეგ არ მოვკვდი და გადავრჩი, ცხოვრება არ უნდა გავაგრძელო? ეს ხომ ჩემი პროფესიაა? იურისტს, ექიმს, მასწავლებელს ქმარი რომ გარდაეცვალოს, სამსახურში აღარ უნდა წავიდეს? ამასთან, ის ადამიანი აღარ იყო ჩემი ქმარი. სიკვდილამდე ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში გაშორებულები ვიყავით, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის იმ ტკივილს, რომელიც მივიღე...

რაც ის ადამიანი გარდაიცვალა, იმის მერე ჯანმრთელობა მეტად შემერყა. რაც შეეხება გარეგნულ ფორმას, თავსაფარწაკრულსა და ძაძებით შემოსილს უნდა მევლო? იმ საწყალს ეს გააცოცხლდება? ჯინსი თუ ჩავიცვი, აღარ მტკივა?!

რა ვქნა, ასე მოხდა, მაგრამ ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება გრძელდება და ალბათ, ჩემს პირად ცხოვრებაშიც რაღაც სიახლე ისევ იქნება.

დღესაც მაქვს მის შვილებთან ურთიერთობა და სხვა ქმარიც რომ მყავდეს, მაინც მექნება. ის ბავშვები ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან, რადგან მათთან ერთად რაღაც ეტაპი გავიარე და გულწრფელად მიყვარს ისინი. ვისაც ამ ყველაფრის გაგება არ უნდათ, ნუ გაიგებს.

ეს ჩემი პროფესიაა და ასეთი სტრესის შემდეგ რაც მეტად ამოგიდგებიან მხარში ოჯახის წევრები, ახლობლები, ადამიანები, უფრო ადვილად დაძლევ ტკივილს...

როდესაც ახლობელს ჰკარგავ, ორი ვარიანტია, ან უნდა მასთან ერთად მოკვდე ან თუ გადარჩი, ცხოვრება უნდა გააგრძელო...

- შვილი რას გეუბნება და შენს ცეკვას თუ ადევნებს თავლყურს?

- სანდრო თავიდან ბოლომდე არასერიოზულად აღიქვამს ჩემს შემოქმედებას, ახლა სულ გაგიჟდიო - მეუბნება, დამცინის. ხუთშაბათს ღამე, კონკურსის შემდეგ რომ მივდივარ, მეუბნება, - დედა, კიდევ არ გამოვარდი? აქამდე ხომ მაგარი მომღერალი იყავი, ახლა მაგარი მოცეკვავე ხარო. მოკლედ, არასერიოზულად აღიქვამს ჩემს ნამოქმედარს. არა უშავს, რა ვქნა?

- მამა რას გეუბნება?

- ჟიური დაბალ ქულებს რომ მიწერს, მამა მესიჯებს მიგზავნის და მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე მეგობარი. მათი დამსახურებაა, რომ მე და რეზიკო წინ მივიწევთ. ალბათ მალე მათაც მობეზრდებათ ეს. ისე, ჩვენი ნომერია - 95113. თუ ვინმეს სურვილი ექნება, დაგვიმესიჯეთ...

- როგორ ფიქრობთ, ფინალში მოხვდებით?

ნინა:

- ვისაც ყველაზე მდიდარი "ნაშა" ჰყავს, ის მოიგებს. ვისაც "ნაშები" არ გვყავს, რა ვქნათ? ალბათ, წავაგებთ და გავვარდებით.

მოკლედ, I-II-III ადგილებზე მდიდარი "ნაშების" პატრონები გავლენ. ისე, რეზიკოს მაინც იმედი აქვს, რომ 31 დეკემბერს სცენაზე მიხილავს, არადა, მგონი, იმედი გაუცრუვდება, რადგან ვერ მიხილავს, არ მყავს "ნაშა!"

რეზიკო:

- ისეთ ჯარიკაცს რა ვუთხარი, გენერლობაზე რომ არ ოცნებობს...…

ნინა:

- არაჩვეულებრივი პროექტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცეკვას ვსწავლობთ, ჩემი ჯანმრთელობისთვის აქაური რეპეტიციები წამალივით არის, მშველის. პროექტზე კარგი ხალხი მუშაობს. დიდი სტრესისიდან ამ შოუს გამოვყავარ...

- შენ თუ გყავს პროექტში შენი ფავორიტი?

ნინა:

- ვინც ყველაზე პატიოსნად თამაშობს, მას ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვიღაცებმა უკვე რაღაცები მიხლართ-მოხლართეს, რაც მაღიზიანებს. ეს კონკურსია, ცეკვა უნდა ისწვლო და წინ წახვიდე. ისეთი რაღაცები არ უნდა იკადრო, რისიც, პროექტი რომ დამთავრდება, 1-ელ იანვარს, ახალი წლის დილას, სახლში რომ გაიღვიძებ, შეგრცხვეს. შრომით ყველა ერთნაირად შრომობს. ძალიან მომწონს ქეთი ხატიაშვილი, მე-13 მონაწილე, თავის მეწყვილესთან ერთად პატიოსნად და დაუზოგავად მუშაობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებთან ვიყო მართალი, ურთიერთობაში რამე არ შემეშალოს. ისე, არავის გვაწყენს ოროთახიანი ბინა და მანქანა...

რეზიკო:

- ინტრიგების ხლართვა არაჯანსაღი კონკურენციაა. მაშინ ხარ წყნარად, როცა შენს საქმეს აკეთებ, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

ჩემი აზრით, შეფასებისას ვარსკვლავები ერთმანეთს არ უნდა შეადარო, ყველას თავისი მაქსიმალური შესაძლებლობა აქვს. თუ ადამიანი წინ მიდის, იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, ტურიდან ტურამდე როგორ გაიზარდა.

ნინა:

- მინდა, იმან მოიგოს, ვინც პატიოსნად თამაშობს, უსამართლობას ვერ ვიტან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება