პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერნეტ მომხმარებლებმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოდ რადიო "პალიტრა" დაასახელეს
ინტერნეტ მომხმარებლებმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოდ რადიო "პალიტრა" დაასახელეს

24 ოქ­ტომ­ბრი­დან 26 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, ქარ­თუ­ლი რა­დი­ო­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბის სმე­ნა­დო­ბის რე­ი­ტინ­გის და­სად­გე­ნად პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნია "ჯეპ­რამ" სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ი­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლის გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა­რი 8 სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ­ზე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 8836 ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. რა­დი­ო­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ხედ­ვით ლი­დე­რი წინა გა­მო­კი­თხვას­თან შე­და­რე­ბით შე­იც­ვა­ლა და პირ­ველ ად­გილ­ზე რა­დიო "პა­ლიტ­რა" გა­ვი­და (21,3%), რა­დიო "მა­ესტრო" მე­ო­რე­ზე (14,7%), "ფორ­ტუ­ნამ" (8.9%) შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მე­სა­მე ად­გი­ლი, რა­დიო "იმე­დი" (8,8%) - მე­ო­თხე­ზეა," აფხა­ზე­თის ხმა" (7%) - კვლავ მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა.

წინა გა­მო­კით­ვას­თან შე­და­რე­ბით, კი­თხვარ­ში და­მა­ტე­ბუ­ლი იქნა 18 წლამ­დე ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია, რა­მაც რო­გორც რეს­პო­დენ­ტთა დე­მოგ­რა­ფი­ულ, ასე­ვე შე­მო­სავ­ლე­ბის სუ­რათ­ზე, გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია. გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ასა­კობ­რივ ჭრილ­ში ასე გა­და­ნა­წილ­და: 18 წლამ­დე ასა­კი -5,4 %, 18-24 წელი - 18,7%, 25-32 წელი - 26,5%, 33-45 წელი - 23%, 46-55 წელი - 16,1%, 56-64 წელი - 6,7%, 65+ წელი - 3,6%.

რეს­პო­დენ­ტე­ბის 69,6% და­საქ­მე­ბუ­ლია, 11,7% - სტუ­დენ­ტი, 5,3% - დი­ა­სახ­ლი­სი, 3,2% - პენ­სი­ო­ნე­რია, ხოლო 10,3 % - უმუ­შე­ვა­რი. გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის (42,6%) ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 500 ლა­რამ­დეა, 25,5%-ის შე­მო­სა­ვა­ლი 1000 ლა­რამ­დეა, 1000-დან 2000-მდე ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს 16,3%-ს და 2000 ლარ­ზე ზე­ვით შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი კი გა­მო­კი­თხულ­თა 15,6 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და.

წინა გა­მო­კი­თხვას­თან შე­და­რე­ბით, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა რე­ი­ტინ­გი რა­დიო "კო­მერ­სან­ტმა", რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბიზ­ნეს-ნი­შუ­რი რა­დი­ოა, მჭიდ­როდ მი­უ­ახ­ლოვ­და სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლო­ბის ფორ­მა­ტის მქო­ნე რა­დი­ო­ე­ბის ხუ­თე­უ­ლის ჯგუფს, გა­ი­ზარ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რა­დი­ო­სა და მწვა­ნე ტალ­ღის რე­ი­ტინ­გიც. შემ­ცირ­და იმ რეს­პო­დენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­მაც კი­თხვა­რის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი რა­დი­ო­ე­ბის ნაც­ვლად მი­უ­თი­თეს "სხვა რა­დიო" (გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 19,9%). სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჯეპ­რას ონ­ლა­ინ-გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა 61,7 პრო­ცენტს მა­მა­კა­ცე­ბი შე­ად­გენს.

"მე­ო­რე სა­პი­ლო­ტო ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვართ. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ი­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა აქ­ტი­უ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს.

მე­თო­დო­ლო­გი­ი­სა და კი­თხვა­რის დახ­ვე­წამ უფრო სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც უკვე თე­ბერ­ვლის თვე­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვგეგ­მავთ. ვმუ­შა­ობთ გა­მო­კი­თხვის ტექ­ნი­კურ სრულ­ყო­ფა­ზე, გვსურს, რომ გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი უფრო გამჭვირ­ვა­ლე და მყი­სი­ე­რად ცნო­ბი­ლი გახ­დეს რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი რეს­პო­დენ­ტის­თვის, ასე­ვე ვებ-სა­ი­ტე­ბის ყვე­ლა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და "ჯეპ­რას" უფ­როს­მა კონ­სულ­ტან­ტმა სოსო გა­ლუ­მაშ­ვილ­მა.

"გა­მო­კი­თხვის ჩა­ტა­რე­ბის პირ­ველ­სა­ვე ეტაპ­ზე ვთქვით, რომ მას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რეპ­რე­ზენ­ტა­ტი­უ­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არ ექ­ნე­ბო­და და კლა­სი­კურ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვას ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებ­და. თუმ­ცა, გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებ­ში არ­სე­ბუ­ლი ცდო­მი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა კვლე­ვის მას­შტა­ბე­ბი­სა და გან­მე­ო­რე­ბი­თი კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ონ­ლა­ინ-გა­მო­კი­თხვე­ბი, რო­მელ­თაც მომ­ხმა­რე­ბელ­თა ქცე­ვის შე­სას­წავ­ლად და მათ მო­ლო­დი­ნებ­ზე უკუ­კავ­ში­რის მი­სა­ღე­ბად იყე­ნე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტის პე­ნეტ­რა­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის ზრდა, სა­უ­კე­თე­სო ბა­ზას გვაძ­ლევს შე­და­რე­ბით იაფი და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გა­მო­კი­თხვის ჩა­ტა­რე­ბის­თვის. ჩვე­ნი დიდი სურ­ვი­ლია, სა­პი­ლო­ტე კვლე­ვის შემ­დეგ რა­დი­ო­სად­გუ­რებ­თან და ვებ-პორ­ტა­ლებ­თან ერ­თად მოხ­დეს კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­ჯე­რე­ბა, ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზის აღ­მო­ფხვრა და სინ­დი­კა­ტუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა", - აცხა­დე­ბენ ჯეპ­რა­ში.

პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნია" ჯეპ­რას" ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ-გა­მო­კი­თხვა რი­გით მე­ო­რეა. პირ­ვე­ლი ანა­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და 2013 წლის 3-7 მარტს." ჯეპ­რა" 2002 წლი­დან პი­ა­რის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს და ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებს, სამ­თავ­რო­ბო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "მარ­კე­ტინგ ბრი­ლი­ან­სის" კონ­კურ­სზე "ჯეპ­რა" სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პიარ კამ­პა­ნი­ის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ინტერნეტ მომხმარებლებმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოდ რადიო "პალიტრა" დაასახელეს

ინტერნეტ მომხმარებლებმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოდ რადიო "პალიტრა" დაასახელეს

24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული რადიოების საინფორმაციო გადაცემების სმენადობის რეიტინგის დასადგენად პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრამ" საინფორმაციო საიტების მომხმარებლის გამოკითხვა ჩაატარა.

სპეციალური კითხვარი 8 საინფორმაციო პორტალზე იყო განთავსებული და გამოკითხვაში მონაწილეობა 8836 ადამიანმა მიიღო. რადიოების საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით ლიდერი წინა გამოკითხვასთან შედარებით შეიცვალა და პირველ ადგილზე რადიო "პალიტრა" გავიდა (21,3%), რადიო "მაესტრო" მეორეზე (14,7%), "ფორტუნამ" (8.9%) შეინარჩუნა მესამე ადგილი, რადიო "იმედი" (8,8%) - მეოთხეზეა," აფხაზეთის ხმა" (7%) - კვლავ მეხუთე ადგილზეა.

წინა გამოკითვასთან შედარებით, კითხვარში დამატებული იქნა 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორია, რამაც როგორც რესპოდენტთა დემოგრაფიულ, ასევე შემოსავლების სურათზე, გარკვეული გავლენა იქონია. გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში ასე გადანაწილდა: 18 წლამდე ასაკი -5,4 %, 18-24 წელი - 18,7%, 25-32 წელი - 26,5%, 33-45 წელი - 23%, 46-55 წელი - 16,1%, 56-64 წელი - 6,7%, 65+ წელი - 3,6%.

რესპოდენტების 69,6% დასაქმებულია, 11,7% - სტუდენტი, 5,3% - დიასახლისი, 3,2% - პენსიონერია, ხოლო 10,3 % - უმუშევარი. გამოკითხულთა უმრავლესობის (42,6%) ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარამდეა, 25,5%-ის შემოსავალი 1000 ლარამდეა, 1000-დან 2000-მდე ლარის შემოსავალი აქვს 16,3%-ს და 2000 ლარზე ზევით შემოსავლების მქონე პირები კი გამოკითხულთა 15,6 პროცენტს შეადგენდა.

წინა გამოკითხვასთან შედარებით, გაიუმჯობესა რეიტინგი რადიო "კომერსანტმა", რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს-ნიშური რადიოა, მჭიდროდ მიუახლოვდა საერთო მაუწყებლობის ფორმატის მქონე რადიოების ხუთეულის ჯგუფს, გაიზარდა საზოგადოებრივი რადიოსა და მწვანე ტალღის რეიტინგიც. შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელმაც კითხვარის ჩამონათვალში დასახელებული რადიოების ნაცვლად მიუთითეს "სხვა რადიო" (გამოკითხულთა მხოლოდ 19,9%). საინტერესოა, რომ ჯეპრას ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეთა 61,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენს.

"მეორე საპილოტო ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვართ. საინფორმაციო საიტების მომხმარებლებმა აქტიურობა გამოიჩინეს.

მეთოდოლოგიისა და კითხვარის დახვეწამ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება მოგვცა, რის საფუძველზეც უკვე თებერვლის თვეში სრულმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ გამოკითხვის ტექნიკურ სრულყოფაზე, გვსურს, რომ გამოკითხვის შედეგები უფრო გამჭვირვალე და მყისიერად ცნობილი გახდეს როგორც თითოეული რესპოდენტისთვის, ასევე ვებ-საიტების ყველა მომხმარებლისთვის", - განაცხადა "ჯეპრას" უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.

"გამოკითხვის ჩატარების პირველსავე ეტაპზე ვთქვით, რომ მას მაღალი ხარისხის რეპრეზენტატიულობაზე პრეტენზია არ ექნებოდა და კლასიკურ სოციოლოგიურ კვლევას ვერ ჩაანაცვლებდა. თუმცა, გამოკითხვის შედეგებში არსებული ცდომილების შემცირება კვლევის მასშტაბებისა და განმეორებითი კვლევების რაოდენობის გაზრდით იქნება შესაძლებელი.

მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ონლაინ-გამოკითხვები, რომელთაც მომხმარებელთა ქცევის შესასწავლად და მათ მოლოდინებზე უკუკავშირის მისაღებად იყენებენ. საქართველოში ინტერნეტის პენეტრაციისა და შესაბამისად, ინტერნეტ-მომხმარებლების რიცხოვნობის ზრდა, საუკეთესო ბაზას გვაძლევს შედარებით იაფი და მრავალრიცხოვანი გამოკითხვის ჩატარებისთვის. ჩვენი დიდი სურვილია, საპილოტე კვლევის შემდეგ რადიოსადგურებთან და ვებ-პორტალებთან ერთად მოხდეს კვლევის მეთოდოლოგიის შეჯერება, ყველა არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და სინდიკატური კვლევის ჩატარება", - აცხადებენ ჯეპრაში.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია" ჯეპრას" ზემოთხსენებული ონლაინ-გამოკითხვა რიგით მეორეა. პირველი ანალოგიური გამოკითხვა ჩატარდა 2013 წლის 3-7 მარტს." ჯეპრა" 2002 წლიდან პიარის სფეროში საქმიანობს და ემსახურება ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. 2013 წლის ოქტომბერში "მარკეტინგ ბრილიანსის" კონკურსზე "ჯეპრა" საქართველოში წარმოებული საუკეთესო პიარ კამპანიისთვის დააჯილდოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები