ტომსკის ოლქში განქორწინების რეგისტრაციის საფასურის 30 000 რუბლამდე გაზრდის შესაძლებლობამ განქორწინებების ბუმი გამოიწვია. ამ ინიციატივით რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოვიდა. მან აღიარა, რომ მსგავსი ღონისძიება დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების გარანტი არაა, მაგრამ ნაკლებად წარმოედგინა, რომ მაჩვენებლების სერიოზული ცვლილება დაიწყებოდა ადრეულ სტადიაზე.
ციმბირის ქალაქ სტრაჟევოიში განქორწინებების რაოდენობამ ქორწინებებს გადააჭარბა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფედერალურ არხებზე განქორწინების რეგისტრაციის სახელმწიფო გადასახადის შესაძლო ზრდაზე სიუჟეტი აჩვენეს.
ქალაქის მერიაში დასახლების სოციალ-დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილებები განიხილეს. "პირველად რამდენიმე წლის მანძილზე ოქტომბერში განქორწინებების რაოდენობამ დარეგისტრირებულ ქორწინებებს გადააჭარბა. ქორწინება 26 იყო, განქორწინება კი - 28. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი - ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ განქორწინების სახელმწიფო გადასახადი მომავალი წლიდან შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს",- განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის სოციალური პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ევგენია ნეპომნიაშაიამ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.