პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლებს მინების დამუქებასთან ერთად შუქგამტარობის სხვა შეზღუდვებიც უწესდებათ
მძღოლებს მინების დამუქებასთან ერთად შუქგამტარობის სხვა შეზღუდვებიც უწესდებათ

მძღო­ლებს, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ნე­ბის და­მუ­ქე­ბას­თან ერ­თად, მან­ქა­ნებ­ში შუქ­გამ­ტა­რო­ბის სხვა ფორ­მით შე­ზღუდ­ვაც აეკ­რძა­ლე­ბათ. ამას "ად­მი­ნის­ტა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენტს უკვე წა­რუდ­გი­ნა.

მოქ­მე­დი კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის მი­ნე­ბი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თან­ხმო­ბის გა­რე­შეა და­მუ­ქე­ბუ­ლი, მძღო­ლის 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას იწ­ვევს.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" შე­სა­ბა­მის მუხლს ემა­ტე­ბა ასე­თი ჩა­ნა­წე­რი - "ან რომ­ლის მი­ნე­ბის შუქ­გამ­ტა­რო­ბა სხვაგ­ვა­რად არის შე­ზღუ­დუ­ლი".

რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა იმ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მი­ნე­ბის შუქ­გამ­ტა­რო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მით, მა­გა­ლი­თად "ფარ­დე­ბით" შე­ზღუდ­ვა, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბი­სას გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს ქმნის და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მო­მე­ტე­ბულ საფრ­თხეს შე­ი­ცავს.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ პარ­ლა­მენ­ტში "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის კი­დევ ერთი პრო­ექ­ტია წარ­დგე­ნი­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­თან ერ­თად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვი­სას ჩა­დე­ნილ დარ­ღვე­ვებს - მათ შო­რის მი­ნე­ბის და­მუ­ქე­ბა­საც ეხე­ბა. ამ ცვლი­ლე­ბე­ბით, მი­ნე­ბის და­მუ­ქე­ბის გამო ერთხელ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი მძღო­ლი, ქმე­დე­ბის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბის გამო, 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბა, ხოლო მე­სა­მე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შემ­თხვე­ვა­ში ექ­ვსი თვით მარ­თვის უფ­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მძღოლებს მინების დამუქებასთან ერთად შუქგამტარობის სხვა შეზღუდვებიც უწესდებათ

მძღოლებს მინების დამუქებასთან ერთად შუქგამტარობის სხვა შეზღუდვებიც უწესდებათ

მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებასთან ერთად, მანქანებში შუქგამტარობის სხვა ფორმით შეზღუდვაც აეკრძალებათ. ამას "ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშეა დამუქებული, მძღოლის 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

პროექტის თანახმად კი, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" შესაბამის მუხლს ემატება ასეთი ჩანაწერი - "ან რომლის მინების შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული".

როგორც ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ცვლილებების მომზადება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მინების შუქგამტარობის სხვადასხვა ფორმით, მაგალითად "ფარდებით" შეზღუდვა, საგზაო მოძრაობისას გარკვეულ სირთულეებს ქმნის და ავტოსაგზაო შემთხვევების მომეტებულ საფრთხეს შეიცავს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების კიდევ ერთი პროექტია წარდგენილი, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ჩადენილ დარღვევებს - მათ შორის მინების დამუქებასაც ეხება. ამ ცვლილებებით, მინების დამუქების გამო ერთხელ დაჯარიმებული მძღოლი, ქმედების წლის განმავლობაში განმეორების გამო, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევაში ექვსი თვით მართვის უფლება შეუჩერდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ