საკითხი, სასურველია თუ არა პორნო ფილმების ყურება, აქტუალობას არ კარგავს. ამ თემაზე ჰოლივუდის ვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა ჟურნალ Marie Claire-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, პორნოს ყურება ძალიან სასიამოვნო პროცესია.
"ვფიქრობ, პორნო კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც ძალიან პროდუქტიულია. ერთადერთი პრობლემა ზღვარია - ადამიანმა გარკვეული რაოდენობით უნდა უყუროს ასეთ სცენებს. თუ გავიგებ, რომ ჩემი პარტნიორი პორნოს დიდი ოდენობით უყურებს, რასაკვირველია ძალიან გამიკვირდება", - განაცხადა მსახიობმა.
იოჰანსონი ჟურნალმა Esquire-მ წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. სკარლეტი ხშირად ჩივის, რომ რეჟისორები მასში მხოლოდ დიდმკერდიან, ცეცხლოვან ქალს ხედავენ და საინტერესო სცენარი მხოლოდ იმიტომ დაუკარგავს, რომ პერსონაჟისთვის სასურველზე მეტად სექსუალური იყო.
მომზადებულია Marie Claire-ს მიხედვით.