Facebook-ზე მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო სტატუსი გამოქვეყნებულა, თუმცა ბოლო 24 საათში მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ზურაბ გურულის პოლიტიკურმა პოეზიამ. ლექსი, სახელწოდებით "ვის რა უნდა წილხვედრში" მრავალმა ადამიანმა მოიწონა და გაიზიარა. ვფიქრობთ, რომ ეს ლექსი "ამბები.ge"-ს მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.
ვის რა უნდა წილხვედრში …
თავადებს მონარქია,
ხუცესებს ეპარქია.
დვალს ტენუარი,
მიზანდარს პენუარი.
ვასაძეს ყაბალახი,
ჩვენს ძროხებს ბალახი.
პრეზიდენტს ყაისნაღი,
ვაკელებს ფაიზაღი.
ნინოს სკვითები,
სალომეს ხვიშტები.
აქუს ჯაკუზი,
დრო მოდის წაკუზვის.
კორკოტას ჩუნგა-ჩანგა,
პლაჟებს მეტი ტანგა.
ციხეებს ქურდები,
მათხოვრებს ხურდები.
ქოცებს ბიძინე,
ერს ჭამე-იძინე.
ხუხიას კვერცხები,
გამყიდველთ ვერცხლები
ბერას გრემი,
ზოგს რუსის "ხრენი"…
ნეტავი როდემდე,
ნეტავი სადამდე?
მაგათ რას უშველი, მაგრამ ...
ჩვენ რა ვქნათ მანამდე??? ...