სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში, ნიუ-იორკში იმყოფება, საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს აქტიურად გამოხატავს Facebook-ის საშუალებით. ამჯერად პოლიტიკოსი არა კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებზე, არამედ ზოგადად, ქართველ ერზე საუბრობს:
"ძალიან რომ გვიყვარს ძახილი "პირველად საქართველოში". რატომ გვავიწყდება ის რაც მართლაც პირველად საქართველოში მოხდა და შესაძლოა მხოლოდ საქართველოში: მაგალითად რომ ქართულმა არისტოკრატიამ 1917 წელს თავის ქონებაზე მთლიანად უარი გამოაცხადა და მიწები გადასცა დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში….. სხვა ასეთი მაგალითი ისტორიას არ ახსოვს! რატომ არის, რომ რაც საამაყო არაა, იმითი თავი მოგვყავს და რითიც უნდა ვამაყობდეთ, იმას ვივიწყებთ! პირველად საქართველოში ასევე იყო, რომ ებრაელები ჩუქნიდნენ ყოველწლიურად მართმადიდებელ ეკლესიას სადღესასწაულო სამოსელს … და მხოლოდ საქართველოში ხდებოდა ის, რომ 20 საუკუნოვან "კოჰაბიტაციის" განვლილ პერიოდში ანტისემიტიზმის ან შევიწროვების რამე ფაქტი ებრაელების მიმართ საქართველოს არ ახსოვს….
ძალიან მოდაში შემოვიდა რატომღაც ამ ბოლო დროს ქართველი ერის დაკნინება, მისი ხასიათის გაშავება, და ყველაფრის მასზე გადაბრალება. მას ვადანაშაულებთ არატოლერანტობაში, ჩამორჩენილობაში, ფლიდობაში და უცოდინარობაში ანუ ყველაფერში იმაში რაც არ იყო ჩვენი დამახასიათებელი …. ნუთუ ასე შევიცვალეთ თუ ასე გვცვლიან????", - წერს სალომე ზურაბიშვილი.