პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება
გიორგი კვირიკაშვილი - ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება

სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ნა­წილ­ში წელს ვერ შეს­რულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთავ­რო­ბა შე­ეც­დე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყოს. "ბი­უ­ჯე­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ნა­წილ­ში წელს ვერ შეს­რულ­დე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ზრდა მეტი იყო და­გეგ­მი­ლი. მაგ­რამ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი იყო, ბი­უ­ჯე­ტის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, მათ შო­რის "ოპო­ზი­ცი­ის დესტრუქ­ცი­ულ­მა ქმე­დე­ბებ­მაც".

"კმა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა იმის გამო, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 6%-იანი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და 2,5%-ია, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვის აქვს. თუმ­ცა, ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და და პირ­ველ რიგ­ში ეს იყო ის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და და უამ­რა­ვი დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. იყო ჩვე­ნი მხრი­და­ნაც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი – სა­წყის ეტაპ­ზე კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, რაც დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად დაძ­ლე­უ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში არის 20%-იანი კლე­ბა, ეს სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გიორგი კვირიკაშვილი - ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება

გიორგი კვირიკაშვილი - ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება

საქართველოს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა შეეცდება, სოციალური ვალდებულებები მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს. "ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში წელს ვერ შესრულდება იქიდან გამომდინარე, რომ ზრდა მეტი იყო დაგეგმილი. მაგრამ ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც დაგეგმილი იყო, ბიუჯეტის მიერ შესრულებული იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის "ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმაც".

"კმაყოფილების გრძნობა იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა 6%-იანი უნდა ყოფილიყო და 2,5%-ია, ბუნებრივია, არავის აქვს. თუმცა, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა და პირველ რიგში ეს იყო ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და უამრავი დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან. იყო ჩვენი მხრიდანაც გარკვეული მიზეზები – საწყის ეტაპზე კოორდინაციის ნაკლებობა, რაც დღეს აბსოლუტურად დაძლეულია. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტიციებში არის 20%-იანი კლება, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"