სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" ოფისის ძარცვაში "რესპუბლიკური პარტიის" აქტივისტია ეჭვმიტანილი
"ნაციონალების" ოფისის ძარცვაში "რესპუბლიკური პარტიის" აქტივისტია ეჭვმიტანილი

დღეს, დი­ლით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გო­რის შტა­ბის წევ­რებს ოფი­სი გა­ძარ­ცუ­ლი დახ­ვდათ. პლაზ­მუ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რი და ლეპ­ტო­პე­ბი წა­ღე­ბუ­ლი, კედ­ლებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ბა­ნე­რე­ბი კი ძირს დაყ­რი­ლი იყო. პარ­ტი­ის ოფის­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის მეშ­ვე­ო­ბით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნა, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წევ­რი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი პ. აღ­მოჩ­ნდა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შსს-ს შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

"რეს­პუბ­ლი­კე­ლი" გი­ორ­გი პ. პირ­ვე­ლად არ მოხ­ვდა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სცე­მეს. მის და­სა­ცა­ვად კი კო­ა­ლი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს. გი­ორ­გი პ-ს ცე­მის ფაქ­ტზე არ­ცერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი და დას­ჯი­ლი. მა­შინ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აცხა­დებ­და, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კო­ა­ლი­ცი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ტა­ნას აი­ძუ­ლებ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, და­ვა­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მას გო­რის ცი­ხი­და­ნაც აგ­დებ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნაციონალების" ოფისის ძარცვაში "რესპუბლიკური პარტიის" აქტივისტია ეჭვმიტანილი

"ნაციონალების" ოფისის ძარცვაში "რესპუბლიკური პარტიის" აქტივისტია ეჭვმიტანილი

დღეს, დილით "ნაციონალური მოძრაობის" გორის შტაბის წევრებს ოფისი გაძარცული დახვდათ. პლაზმური ტელევიზორი და ლეპტოპები წაღებული, კედლებზე ჩამოკიდებული ფოტოები და ბანერები კი ძირს დაყრილი იყო. პარტიის ოფისში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მეშვეობით საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიკაცია მოახდინა, რომელიც კოალიციაში შემავალი, "რესპუბლიკური პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრი, 1992 წელს დაბადებული გიორგი პ. აღმოჩნდა. ეჭვმიტანილი შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს.

"რესპუბლიკელი" გიორგი პ. პირველად არ მოხვდა ყურადღების ცენტრში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს. მის დასაცავად კი კოალიციის აქტივისტებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. გიორგი პ-ს ცემის ფაქტზე არცერთი პოლიციელია დაკავებული და დასჯილი. მაშინ დაზარალებული აცხადებდა, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში პოლიციის თანამშრომლები კოალიციიდან ინფორმაციის გატანას აიძულებდნენ. მისივე თქმით, დავალების შეუსრულებლობის გამო, ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი მას გორის ციხიდანაც აგდებდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა