პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დატოვა ლევან მდინარაძემ ბერას სტუდია და რისთვის დაურეკა რეპერმა
რატომ დატოვა ლევან მდინარაძემ ბერას სტუდია და რისთვის დაურეკა რეპერმა

თბი­ლი­სუ­რი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე, იგი­ვე დი­ჯეი რემ­ბო, დიდი ხა­ნია, პრე­სის ფურ­ცლებ­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ალ­ბათ, გახ­სოვთ, რომ ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რე­ბის და­რი­გე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ბე­რას­გან მას­თან მუ­შა­ო­ბას შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ბე­რას სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა მცი­რე ხნის წინ მისი და­ტო­ვე­ბა და ძვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პო­პუ­ლა­რულ რე­პერ­თან მისი მე­გობ­რო­ბა და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­წყვე­ტი­ლა. რემ­ბომ ყვე­ლა ამ თე­მა­ზე ჩვენ­თან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

- ალ­ბათ, ახლა უფრო გახ­სნი­ლი ვიქ­ნე­ბი პრე­სას­თან, აქამ­დე არ მი­ვიჩ­ნევ­დი სა­ჭი­როდ გა­მო­ჩე­ნას, რად­გან ახა­ლი არა­ფე­რი ხდე­ბო­და. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას და­ვუბ­რუნ­დი. თუ გახ­სოვთ, ჩემი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­ულ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას გან­ვიც­დი­დი. ერთი წა­მი­თაც არ ვნა­ნობ, რომ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი და ეს პო­ზი­ცია ბო­ლომ­დე და­ვი­ცა­ვი. მა­ი­სუ­რე­ბის და­რი­გე­ბის­თვის და­მი­ჭი­რეს და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აქ­ცი­ე­ბი­სა და კონ­ცერ­ტე­ბის ერთ-ერთი ტექ­ნი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდით. იმ დროს ყვე­ლას ეში­ნო­და ჩვენ­თვის აპა­რა­ტუ­რის მო­ქი­რა­ვე­ბის, მოყიდ­ვის. ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს გე­ტყვით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ვი­ფიქ­რეთ მე­ქა­ნიზ­მი, რო­გორ უნდა მოგ­ვე­ტყუ­ე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი. თუკი რა­ი­მეს შეკ­ვე­თას გა­დავ­წყვეტ­დით, მთელ აპა­რა­ტუ­რას ან სა­ბა­ჟო­ზე აჩე­რებ­დნენ, ან აფუ­ჭებ­დნენ და გა­მიზ­ნუ­ლად ანად­გუ­რებ­დნენ. მაგ­რამ ჩვენ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის აპა­რა­ტუ­რის ჩა­მო­ტა­ნა ისე, თით­ქოს ეს თბი­ლი­სის მე­რი­ას ეკუთ­ვნო­და...

- მე­რი­ას? ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?

- და­ვუ­კავ­შირ­დით ერთ ძა­ლი­ან კარგ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო უცხო­ე­თი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის აპა­რა­ტუ­რა ეყი­და. მის ვი­ნა­ო­ბას გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ. სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც ჩა­მოჰ­ქონ­დათ აპა­რა­ტუ­რა, ანუ ამ საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ვი­და მე­რი­ა­ში და უთხრა, რომ ძა­ლი­ან ია­ფად შე­ეძ­ლო უცხო­ე­თი­დან აპა­რა­ტუ­რის ჩა­მო­ტა­ნა, რო­მელ­საც შემ­დეგ მათ კარგ ფა­სად მი­ა­ქი­რა­ვებ­დნენ. ამ წი­ნა­და­დე­ბით მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, აპა­რა­ტუ­რა შე­უკ­ვე­თეს და სა­ზღვარ­ზე რომ იკი­თხეს, ვი­სი­აო, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ზე მი­უ­თი­თეს. ასე გა­დარ­ჩა აპა­რა­ტუ­რა, რომ­ლი­თაც შემ­დეგ ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტი და აქ­ცია გა­ი­მარ­თა. როცა მე­რი­ა­ში გა­ი­გეს, რა სქე­მა მოქ­მე­დებ­და, შოკ­ში იყ­ვნენ. მინ­და, მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო იმ გუნ­დის მი­მართ, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აქ­ცი­ებს ამ­ზა­დებ­და. მათ­გან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე.

- შენს საქ­მი­ა­ნო­ბას, დი­ჯე­ო­ბას, წვე­უ­ლე­ბე­ბის მო­წყო­ბას არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დი?

- დი­ჯე­ო­ბი­დან მარ­თლაც ძა­ლი­ან კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და, მაგ­რამ რო­გორც კი ბე­რამ შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ მათ­თან ტექ­ნი­კურ მხა­რე­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე დავ­თან­ხმდი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ბე­რას სტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ბევ­რი ფიქ­რის შე­დე­გად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბე­რას კა­ცუ­რად ჩა­მო­ვარ­თვი ხელი და ვუ­თხა­რი, უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი. გუნდსაც ეწყი­ნა და ბე­რა­საც, მაგ­რამ მას ვუ­თხა­რი, როცა დაგ­ჭირ­დე­ბი, ნე­ბის­მი­ერ დროს შენ­თან ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. რომ წა­მო­ვე­დი, ის რამ­დე­ნი­მე დღე ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. შე­საძ­ლოა, სტუ­დი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი აღარ ვარ, მაგ­რამ მა­ინც მათ თა­ნამ­შრომ­ლად ვგრძნობ თავს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რატომ დატოვა ლევან მდინარაძემ ბერას სტუდია და რისთვის დაურეკა რეპერმა

რატომ დატოვა ლევან მდინარაძემ ბერას სტუდია და რისთვის დაურეკა რეპერმა

თბილისური აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლევან მდინარაძე, იგივე დიჯეი რემბო, დიდი ხანია, პრესის ფურცლებზე არ გამოჩენილა. ალბათ, გახსოვთ, რომ ის ''ქართული ოცნების'' მაისურების დარიგებისთვის დააკავეს და გათავისუფლების შემდეგ ბერასგან მასთან მუშაობას შეთავაზება მიიღო. არჩევნების შემდეგ ბერას სტუდიაში მუშაობდა, თუმცა მცირე ხნის წინ მისი დატოვება და ძველი საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. ამის მიუხედავად, პოპულარულ რეპერთან მისი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. რემბომ ყველა ამ თემაზე ჩვენთან გულახდილად ისაუბრა.

- ალბათ, ახლა უფრო გახსნილი ვიქნები პრესასთან, აქამდე არ მივიჩნევდი საჭიროდ გამოჩენას, რადგან ახალი არაფერი ხდებოდა. ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი. თუ გახსოვთ, ჩემი დაკავების შემდეგ გარკვეულ დისკრიმინაციას განვიცდიდი. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ამ პოზიციაზე ვიყავი და ეს პოზიცია ბოლომდე დავიცავი. მაისურების დარიგებისთვის დამიჭირეს და რამდენიმე თვეში ბევრად უფრო აქტიურად ჩავერთე ''ქართული ოცნების'' საქმიანობაში. წინასაარჩევნო აქციებისა და კონცერტების ერთ-ერთი ტექნიკური ორგანიზატორი გახლდით. იმ დროს ყველას ეშინოდა ჩვენთვის აპარატურის მოქირავების, მოყიდვის. ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მოვიფიქრეთ მექანიზმი, როგორ უნდა მოგვეტყუებინა სახელმწიფო უწყებები. თუკი რაიმეს შეკვეთას გადავწყვეტდით, მთელ აპარატურას ან საბაჟოზე აჩერებდნენ, ან აფუჭებდნენ და გამიზნულად ანადგურებდნენ. მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ძალიან დიდი რაოდენობის აპარატურის ჩამოტანა ისე, თითქოს ეს თბილისის მერიას ეკუთვნოდა...

- მერიას? ეს როგორ მოახერხეთ?

- დავუკავშირდით ერთ ძალიან კარგ ადამიანს, რომელსაც შეეძლო უცხოეთიდან დიდი რაოდენობის აპარატურა ეყიდა. მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ დაგისახელებთ. სხვა კომპანიებისთვისაც ჩამოჰქონდათ აპარატურა, ანუ ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული. მათი წარმომადგენელი მივიდა მერიაში და უთხრა, რომ ძალიან იაფად შეეძლო უცხოეთიდან აპარატურის ჩამოტანა, რომელსაც შემდეგ მათ კარგ ფასად მიაქირავებდნენ. ამ წინადადებით მერიის წარმომადგენელი დაინტერესდა, აპარატურა შეუკვეთეს და საზღვარზე რომ იკითხეს, ვისიაო, კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისის მერიაზე მიუთითეს. ასე გადარჩა აპარატურა, რომლითაც შემდეგ ყველა წინასაარჩევნო კონცერტი და აქცია გაიმართა. როცა მერიაში გაიგეს, რა სქემა მოქმედებდა, შოკში იყვნენ. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ გუნდის მიმართ, რომელიც წინასაარჩევნო აქციებს ამზადებდა. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

- შენს საქმიანობას, დიჯეობას, წვეულებების მოწყობას არჩევნების შემდეგ დაუბრუნდი?

- დიჯეობიდან მართლაც ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ როგორც კი ბერამ შემომთავაზა, რომ მათთან ტექნიკურ მხარეში ჩავრთულიყავი, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. არჩევნების შემდეგ ბერას სტუდიაში ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ დღეს, ბევრი ფიქრის შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, ბერას კაცურად ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. გუნდსაც ეწყინა და ბერასაც, მაგრამ მას ვუთხარი, როცა დაგჭირდები, ნებისმიერ დროს შენთან ვიქნები-მეთქი. რომ წამოვედი, ის რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან რთული იყო. შესაძლოა, სტუდიის ოფიციალური თანამშრომელი აღარ ვარ, მაგრამ მაინც მათ თანამშრომლად ვგრძნობ თავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება