პოლიტიკა
მსოფლიო

12

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:31-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 05:08-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. აგრეთვე არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ჯაჭვლიანი 200 შეფიცულ სვანსა და ხუდონჰესის მშენებლობაზე
სოსო ჯაჭვლიანი 200 შეფიცულ სვანსა და ხუდონჰესის მშენებლობაზე

შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, როცა ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ე­ბი სა­სა­ცი­ლოდ იგ­დე­ბენ, რომ თურ­მე სვა­ნეთ­ში 200-მა ადა­მი­ან­მა ხატ­ზე და­ი­ფი­ცა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა სოსო ჯაჭვლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­ექ­ტი ყვე­ლა­ზე ცუდი ვა­რი­ან­ტია.

დე­პუ­ტა­ტის აზ­რით, პირ­ველ რიგ­ში აზ­რთა შე­ჯე­რე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უნდა მოხ­დეს.

"ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით რა ხდე­ბა სო­ფელ ხა­იშ­ში. ზო­გი­ერ­თე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ და ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია როცა ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ე­ბი სა­სა­ცი­ლოდ იგ­დე­ბენ, რომ თურ­მე 200-მა ადა­მი­ან­მა ხატ­ზე და­ი­ფი­ცა. ჩემი კუ­თხის შვი­ლე­ბი იცით რას იცა­ვენ? ისი­ნი თა­ვი­ანთ ად­გი­ლის დე­დას, თა­ვი­ანთ საფ­ლა­ვებს, ის­ტო­რი­ას და მიწა-წყალს იცა­ვენ. მე ჩემს ჯიშს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. სვა­ნებ­მა ხატ­ზე იმა­ზე კი არ და­ი­ფი­ცეს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­დი­ან, არამც და არამც, მათ და­ი­ფი­ცეს იმა­ზე, რომ ეს უნდა გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფარ­თო მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი. მათ აინ­ტე­რე­სებთ რა იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ამ ჰე­სის აშე­ნე­ბის შემ­დეგ. იქ მცხოვ­რებ­მა თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა ეს უნდა გა­ი­გოს და ჩვენ უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ იმა­ში, თუ რამ­დე­ნად სტარ­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას", - აცხა­დებს სოსო ჯაჭვლი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სვა­ნე­ბის მიერ და­დე­ბუ­ლი ფი­ცის ში­ნა­არს, რომ ისი­ნი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას არ და­უშ­ვე­ბენ და იმას, თუ რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ ფიცი გა­ტე­ხონ, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ და­ფი­ცუ­ლე­ბი­დან აზრი ვინ­მემ შე­იც­ვა­ლოს.

"მე შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა არ მინ­და, მაგ­რამ შენ უნდა გად­მოდ­გა ნა­ბი­ჯი და და­მარ­წმუ­ნო, რომ ეს ოჯახს და ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა. თუ რამე ისე­თი კა­ტას­ტრო­ფაა, მე ვიქ­ნე­ბი იქ, სა­დაც ჩემი კუ­თხის შვი­ლე­ბი არი­ან. რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა, რომ და­ი­ფი­ცე­ბენ, ან რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა, სის­ხლის აღე­ბას ვგუ­ლოს­ხმობ და რამ­დენ­ჯერ შე­უ­რი­გე­ბი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. და­ფი­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა აზრი ვინ­მეს შე­ეც­ვა­ლოს. შე­იძ­ლე­ბა შავ­ზე და­ი­ფი­ცო, რომ თეთ­რია? ხომ არ შე­იძ­ლე­ბა?", - აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტი.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დენ ენერ­გე­ტი­კოს­საც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ესა­უბ­რა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჰე­სის ყვე­ლა­ზე ცუდი ვა­რი­ან­ტია არ­ჩე­უ­ლი. სოსო ჯაჭვლკი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი უნდა იყოს.

"ხომ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ავირ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად და­ა­ზი­ა­ნებს და მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მე ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი იქ, სა­დაც ხალ­ხი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არამც და არამც სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ არ უნდა წა­ვი­დეთ, თუ დაგ­ვარ­წმუ­ნე­ბენ რომ მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უნდა აშენ­დეს. ქვეყ­ნის­თვის თუ შენ თავს სწი­რავ, რა­ღაც გვერ­დზე უნდა გა­და­დო", - მი­აჩ­ნია დე­პუ­ტატს.

სო­ფელ ხა­იშ­ში კი ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფი­ცის და­დე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ისი­ნი ხა­ი­შის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შე­იკ­რიბ­ნენ და ფიცი და­დეს. მათი რი­ცხვი 200-ზე მეტს შე­ად­გენს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის პე­და­გოგ­მა აკა­კი ზუმ­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ფიცს დე­ბენ არა მარ­ტო ხა­ი­შის, არა­მედ მთე­ლი სვა­ნე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

ფი­ცის ტექ­სტი შემ­დე­გია: "ვფი­ცავ, არ და­ვი­შუ­რებ ძალ-ღო­ნეს და ჭკუა-გო­ნე­ბას, რომ ხა­ი­შის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სო­ფე­ლი და სა­საფ­ლა­ო­ე­ბი წყალ­ქვეშ არ მო­ექ­ცეს. ფი­ცის სი­ნამ­დვი­ლეს ვა­დას­ტუ­რებ ხელ­მო­წე­რით".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­თან­ხმდე­ბი­ან ხუ­დო­ნ­ჰე­სის აშე­ნე­ბას. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! კომ­პენ­სა­ცი­ებ­ზე, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, რა თან­ხაც არ უნდა შეს­თა­ვა­ზონ, ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­თან­ხმდე­ბი­ან.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი, ამ­ბე­ბი.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ამბობს ექიმი, რომლის დასმულმა დიაგნოზმა საზოგადოება გააოცა

სოსო ჯაჭვლიანი 200 შეფიცულ სვანსა და ხუდონჰესის მშენებლობაზე

სოსო ჯაჭვლიანი 200 შეფიცულ სვანსა და ხუდონჰესის მშენებლობაზე

შეურაცხმყოფელია, როცა ვიღაც-ვიღაცეები სასაცილოდ იგდებენ, რომ თურმე სვანეთში 200-მა ადამიანმა ხატზე დაიფიცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ "ხუდონჰესის" ამჟამინდელი პროექტი ყველაზე ცუდი ვარიანტია.

დეპუტატის აზრით, პირველ რიგში აზრთა შეჯერება და ადგილობრივი მაცხოვრებლების მოსაზრებების გათვალისწინება უნდა მოხდეს.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ხდება სოფელ ხაიშში. ზოგიერთები ლაპარაკობენ და ჩემთვის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია როცა ვიღაც-ვიღაცეები სასაცილოდ იგდებენ, რომ თურმე 200-მა ადამიანმა ხატზე დაიფიცა. ჩემი კუთხის შვილები იცით რას იცავენ? ისინი თავიანთ ადგილის დედას, თავიანთ საფლავებს, ისტორიას და მიწა-წყალს იცავენ. მე ჩემს ჯიშს ძალიან კარგად ვიცნობ. სვანებმა ხატზე იმაზე კი არ დაიფიცეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიან, არამც და არამც, მათ დაიფიცეს იმაზე, რომ ეს უნდა გახდეს საზოგადოებისთვის ფართო მსჯელობის საგანი. მათ აინტერესებთ რა იქნება დადებითი და უარყოფითი ამ ჰესის აშენების შემდეგ. იქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა ეს უნდა გაიგოს და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ იმაში, თუ რამდენად სტარტეგიული მნიშვნელობა აქვს ჰესის მშენებლობას", - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

რაც შეეხება ადგილობრივი სვანების მიერ დადებული ფიცის შინაარს, რომ ისინი ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ და იმას, თუ რამდენად შესაძლებელია, მათ ფიცი გატეხონ, სოსო ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ დაფიცულებიდან აზრი ვინმემ შეიცვალოს.

"მე შეიძლება რაღაცის გაკეთება არ მინდა, მაგრამ შენ უნდა გადმოდგა ნაბიჯი და დამარწმუნო, რომ ეს ოჯახს და ქვეყანას სჭირდება. თუ რამე ისეთი კატასტროფაა, მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი კუთხის შვილები არიან. რამდენჯერ ყოფილა, რომ დაიფიცებენ, ან რაღაც უბედურება მოხდება, სისხლის აღებას ვგულოსხმობ და რამდენჯერ შეურიგებიათ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დაფიცებული ადამიანებისგან შეიძლება აზრი ვინმეს შეეცვალოს. შეიძლება შავზე დაიფიცო, რომ თეთრია? ხომ არ შეიძლება?", - აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, რამდენ ენერგეტიკოსსაც ის საქართველოში ესაუბრა, აღმოჩნდა, რომ ჰესის ყველაზე ცუდი ვარიანტია არჩეული. სოსო ჯაჭვლკიანი მიიჩნევს, რომ ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

"ხომ შეიძლება ისეთი ავირჩიოთ, რომელიც ნაკლებად დააზიანებს და მისაღები იქნება იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ხალხი იქნება, მაგრამ არამც და არამც სახელმწიფოს წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ, თუ დაგვარწმუნებენ რომ მართლაც აუცილებელია, უნდა აშენდეს. ქვეყნისთვის თუ შენ თავს სწირავ, რაღაც გვერდზე უნდა გადადო", - მიაჩნია დეპუტატს.

სოფელ ხაიშში კი ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივები ფიცის დადებას განაგრძობენ. რამდენიმე დღის წინ ისინი ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და ფიცი დადეს. მათი რიცხვი 200-ზე მეტს შეადგენს.

როგორც ადგილობრივი სკოლის პედაგოგმა აკაკი ზუმბაძემ განაცხადა, ფიცს დებენ არა მარტო ხაიშის, არამედ მთელი სვანეთის მცხოვრებლები.

ფიცის ტექსტი შემდეგია: "ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ-ღონეს და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელი და სასაფლაოები წყალქვეშ არ მოექცეს. ფიცის სინამდვილეს ვადასტურებ ხელმოწერით".

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან ხუდონჰესის აშენებას. მათივე ინფორმაციით, იყო შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კომპენსაციებზე, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა. თუმცა, მოსახლეობის თქმით, რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ხუდონჰესის მშენებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.

მინდია აფციაური, ამბები.ge

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა