ქართული დელეგაცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებას რუსეთისგან ელოდება

ქართული დელეგაცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებას რუსეთისგან ელოდება

ჟენევის დისკუსიაზე ქართული დელეგაცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებას რუსეთისგან ელოდება.

როგორც მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განუცხადა, შეხვედრაზე ქართული დელეგაციის მიერ წამოწეული იქნება მავთულხლართების საკითხი და ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესები.

"ამის შესახებ გუშინ არაფორმალური კონსულტაციების დროს გვქონდა საუბარი. ჩვენს მიერ ძალის არგამოყენების საკითხი არც განიხილება. საქართველოს უკვე აქვს იურიდიულად აღებული ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე და ჩვენ არც განვიხილავთ ამ ოკუპირებულ რეგიონებთან უშუალოდ რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერას. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა უპასუხოს საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე", - განაცხადა ზალკალიანმა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა კი აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციისგან ელოდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი ვალდებულების აღებას, რომელიც საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს და არაერთგზის.

"რაც შეეხება მეორე, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს, ჩვენ ტრადიციულად დღის წესრიგის მიხედვით ვიმუშავებთ. დავაყენებთ ყველა პრობლემას რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ცენტრალური თემა იქნება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 25-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს იმართება. საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა