მსოფლიო
სამართალი
სპორტი

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსინათლო აუტისტი პიანისტი, რომელიც ერთხელ მოსმენილს ვირტუოზულად უკრავს
უსინათლო აუტისტი პიანისტი, რომელიც ერთხელ მოსმენილს ვირტუოზულად უკრავს

უსი­ნათ­ლო ბრი­ტა­ნე­ლი პი­ა­ნის­ტი დე­რეკ პა­რა­ვი­ჩი­ნი ვირ­ტუ­ო­ზი მუ­სი­კო­სია. აუ­ტისტ დე­რეკს, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ასა­კიც კი არ იცის, შე­უძ­ლია, ერთხელ მოს­მე­ნი­ლი მე­ლო­დია უშეც­დო­მოდ, ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად შე­ას­რუ­ლოს. იდე­ა­ლუ­რი სმე­ნა, სა­ო­ცა­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რიტ­მის შეგ­რძნე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი აქვს 34 წლის მა­მა­კაცს, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩაც­მა, ჭამა და თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბაც კი უჭირს.

დე­რე­კი დე­დამ ორ­სუ­ლო­ბის მე­ექ­ვსე თვე­ში გა­ა­ჩი­ნა, ბიჭი სულ რა­ღაც 900 გრამს იწო­ნი­და. და­ბა­დე­ბი­დან უსი­ნათ­ლო დე­რე­კის ვირ­ტუ­ოზ მუ­სი­კო­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მისი ძი­ძის და ფორ­ტე­პი­ა­ნოს მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. პირ­ველ­მა ძი­ძამ შე­ამ­ჩნია, რა ემო­ცი­უ­რად რე­ა­გი­რებ­და ჩვი­ლი მუ­სი­კა­სა და ხმებ­ზე, პე­და­გოგ­მა კი ოთხი წლის ასა­კი­დან ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ა­წყე­ბი­ნა ნი­ჭი­ერ დე­რეკს.

პა­რა­ვი­ჩი­ნის მუ­სი­კის პე­და­გო­გი ადამ ოკელ­ფორ­დი იხ­სე­ნებს: "როცა დე­რე­კი გა­ვი­ცა­ნი, 4 წლის იყო. ბიჭს უც­ნა­უ­რი ჩვე­ვა ჰქონ­და - აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავ­და ყვე­ლას მი­მართ, ვინც მის სა­თა­მა­შო ფორ­ტე­პი­ა­ნოს შე­ე­ხე­ბო­და. ამი­ტომ ხერ­ხს მივ­მარ­თე - ინ­სტრუ­მენ­ტი ოთა­ხის სხვა ნა­წილ­ში მიმ­ქონ­და და ის რამ­დე­ნი­მე წამი, სა­ნამ დე­რე­კი მი­პო­ვი­და, გა­უ­ჩე­რებ­ლად ვუკ­რავ­დი რა­ი­მე მე­ლო­დი­ას, რომ მას მო­ეს­მი­ნა და და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა".

ბიჭი, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და ოჯახ­ში, სა­დაც არას­დროს არა­ვის არც ერთ ინ­სტრუ­მენტზე არ და­უკ­რავს, 11 წლის ასაკ­ში უკვე ლონ­დო­ნის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად უკ­რავ­და. 34 წლის დე­რეკ პა­რა­ვი­ჩი­ნი­ზე რამ­დე­ნი­მე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი. ვირ­ტუ­ო­ზი მუ­სი­კო­სი მწე­რალ უი­ლი­ამ სო­მერ­სეტ მო­ე­მის შვილ­თაშ­ვი­ლი და პრინც ჩარლ­ზის მე­უღ­ლის, კა­მი­ლა პარ­კერ ბო­ულ­ზის დიშ­ვი­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

უსინათლო აუტისტი პიანისტი, რომელიც ერთხელ მოსმენილს ვირტუოზულად უკრავს

უსინათლო აუტისტი პიანისტი, რომელიც ერთხელ მოსმენილს ვირტუოზულად უკრავს

უსინათლო ბრიტანელი პიანისტი დერეკ პარავიჩინი ვირტუოზი მუსიკოსია. აუტისტ დერეკს, რომელმაც საკუთარი ასაკიც კი არ იცის, შეუძლია, ერთხელ მოსმენილი მელოდია უშეცდომოდ, ვირტუოზულად შეასრულოს. იდეალური სმენა, საოცარი იმპროვიზაციის უნარი და არაჩვეულებრივი რიტმის შეგრძნება თანდაყოლილი აქვს 34 წლის მამაკაცს, რომელსაც დამოუკიდებლად ჩაცმა, ჭამა და თავის მოწესრიგებაც კი უჭირს.

დერეკი დედამ ორსულობის მეექვსე თვეში გააჩინა, ბიჭი სულ რაღაც 900 გრამს იწონიდა. დაბადებიდან უსინათლო დერეკის ვირტუოზ მუსიკოსად ჩამოყალიბება მისი ძიძის და ფორტეპიანოს მასწავლებლის დამსახურებაა. პირველმა ძიძამ შეამჩნია, რა ემოციურად რეაგირებდა ჩვილი მუსიკასა და ხმებზე, პედაგოგმა კი ოთხი წლის ასაკიდან ახალი ცხოვრება დააწყებინა ნიჭიერ დერეკს.

პარავიჩინის მუსიკის პედაგოგი ადამ ოკელფორდი იხსენებს: "როცა დერეკი გავიცანი, 4 წლის იყო. ბიჭს უცნაური ჩვევა ჰქონდა - აგრესიას გამოხატავდა ყველას მიმართ, ვინც მის სათამაშო ფორტეპიანოს შეეხებოდა. ამიტომ ხერხს მივმართე - ინსტრუმენტი ოთახის სხვა ნაწილში მიმქონდა და ის რამდენიმე წამი, სანამ დერეკი მიპოვიდა, გაუჩერებლად ვუკრავდი რაიმე მელოდიას, რომ მას მოესმინა და დაემახსოვრებინა".

ბიჭი, რომელიც დაიბადა ოჯახში, სადაც არასდროს არავის არც ერთ ინსტრუმენტზე არ დაუკრავს, 11 წლის ასაკში უკვე ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. 34 წლის დერეკ პარავიჩინიზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ვირტუოზი მუსიკოსი მწერალ უილიამ სომერსეტ მოემის შვილთაშვილი და პრინც ჩარლზის მეუღლის, კამილა პარკერ ბოულზის დიშვილია.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება