სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა"
"ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა"

"ჩემ­ში ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ღრმა ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო. ჩე­მე­ბი, ოჯახ­ში ფლო­რა­სა და ფა­უ­ნას ყო­ველ­თვის დიდ პა­ტივს სცემ­დნენ და ყო­ველ­თვის გვყავ­და რა­ი­მე ცხო­ვე­ლი და ფრინ­ვე­ლი. დე­დას ძა­ლი­ან უყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი და ბევრ ერ­თგულ არ­სე­ბებ­თან ერ­თად, სულ იყო ბევ­რი სიმწვა­ნე", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი თაკო აბა­ში­ძე, რო­მელ­საც შინ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მინი ზო­ო­პარ­კი აქვს, რა­ზეც ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ლა­პა­რა­კობს.

"ამ­ბე­ბი.გე" მას სწო­რედ ამ საკ­თხებ­ზე ესა­უბ­რა.

- ჩემ­თვის ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო ბევრ სით­ბოს, სიყ­ვა­რულს, ცოტა შურ­სა და უსა­ზღვრო ერ­თგუ­ლე­ბას ნიშ­ნავს. ვგიჟ­დე­ბი ცხოვ­რე­ლებ­ზე და სა­ერ­თოდ, ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს უსაყ­ვარ­ლე­სი არ­სე­ბე­ბი არ გიყ­ვარ­დეს? დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ცხო­ვე­ლე­ბი არ უყართ, სას­ტი­კე­ბი და ნაკ­ლე­ბად ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- ვიცი, რომ სახ­ლში პა­ტა­რა ზო­ო­პარ­კიც კი გაქვს, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლი­თაც მაქვს ნა­ნა­ხი. მოდი, თვი­თონ მო­უ­ყე­ვი მკი­თხველს, რა ცხო­ვე­ლე­ბი გყავს სახ­ლში?

- ჩემს სახ­ლში ცხო­ვე­ლე­ბი სულ ბი­ნად­რო­ბენ. ამ­ჟა­მად 2 კატა, ერთი ძაღ­ლი, ია­დო­ნე­ბი, მთის ჩი­ტე­ბი, თუ­თი­ყუ­ში, კუ და ბევ­რი თევ­ზი მყავს...

- ძაღ­ლი და კატა რო­გორ თა­ნა­ცხოვ­რე­ბენ?

- სიც­რუ­ეა, თით­ქოს ძაღლსა და კა­ტას ერ­თმა­ნე­თი სძულთ. ძაღ­ლე­ბი და კა­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკეთ კო(ჰ)აბი­ტი­რე­ბენ, ვიდ­რე - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი... ჩემს ძაღლსა და კა­ტებს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ. მეტ­საც გე­ტყვით, ჩემი ძაღ­ლი შემ­თხვე­ვით ჩვენს ეზო­ში შე­მო­სულ უცხო კა­ტას ჩემს კა­ტებ­თან არ მი­უშ­ვებს, მე­გობ­რებს იცავს...

- რო­გორ ინა­ხავ მათ. ეს ხომ გა­მუდ­მე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას, უპირ­ვე­ლე­სად კი უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს? არ გი­ჭირს ამ ყვე­ლაფრ­თან გამ­კლა­ვე­ბა?

- ჩვენს ფლო­რას და ფა­უ­ნას დე­და­ჩე­მი უვ­ლის და პატ­რო­ნობს. დიახ, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა და მას ხელი არ უნდა მო­კი­დოთ, თუ მას­თან გამ­კლა­ვე­ბა არ შე­გიძ­ლი­ათ.

ძა­ლი­ან რთუ­ლია მათი მოვ­ლა და ჰი­გი­ე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ეს დიდ შრო­მას­თან და ენერ­გი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც ყო­ველ­თვის, ყვე­ლას ვურ­ჩევ, სა­ნამ გა­და­წყვეტთ ცხო­ვე­ლის ყო­ლას, ჯერ კარ­გად გა­ე­ცა­ნით ჯი­შის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და რაც მთა­ვა­რია, გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რა დიდ ტვირთს იღებთ და უმ­თავ­რე­სი - არ მი­იყ­ვა­ნოთ ცხო­ვე­ლი სახ­ლში თუ მას თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რად არ მი­იჩ­ნევთ! ის არც გა­სარ­თო­ბი ნივ­თია და არც თქვე­ნი მო­დის სამ­კა­უ­ლი - ძაღ­ლი და­უც­ვე­ლი და ერ­თგუ­ლი არ­სე­ბაა, რო­მე­ლიც თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მისი მო­ბეზ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ შე­იძ­ლე­ბა მისი ქუ­ჩა­ში გაგ­დე­ბა, ან მხო­ლოდ მისი ლეკ­ვო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლი. რა­ტომ­ღაც აღ­მო­ა­ჩე­ნენ ხოლ­მე, რომ თურ­მე გა­ი­ზარ­და და ისე­თი საყ­ვა­რე­ლი აღარ არის, რო­გორც ლეკ­ვო­ბა­ში, მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, რისი თა­ვიც არ აქვთ. და­ნა­შა­უ­ლია ცხო­ვე­ლის მოყ­ვა­ნა და შემ­დეგ მათი მი­ტო­ვე­ბა - ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ის­ჯე­ბოდ­ნენ!

- ძაღ­ლი ადა­მი­ა­ნის მე­გო­ბა­რი რომ არის, ამის შე­სა­ხებ შენი ოთხფე­ხას მა­გა­ლით­ზე რისი თქმა შე­გიძ­ლია?

- ძაღ­ლი ადა­მი­ა­ნის მე­გო­ბა­რია და არა მხო­ლოდ მისი... რო­დე­საც დედა ავად მყავ­და (ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა) და ცხა­დია, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე დღე დაჰ­ყო, იმ დღე­ებ­ში ჩემს ძაღლს არც უჭა­მია, მხო­ლოდ იწვა და ისე­თი სევ­დი­ა­ნი იყო, რა­საც ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და ყვე­ლა­ზე ცივი ადა­მი­ა­ნიც კი შე­ამ­ჩნევ­და. ისე­თი იყო, გვე­ში­ნო­და, რამე არ მოს­ვლო­და. როცა დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დაბ­რუნ­და, სახ­ლთან მო­ყე­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ხმა გა­ი­გო თუ არა, წა­მოხ­ტა და ვერ აღ­გი­წერთ, რა მოძ­რა­ო­ბებს აკე­თებ­და, - ხტო­და, კი არ ყეფ­და, კი­ო­და და ცრემ­ლე­ბით ტი­რო­და... დედა და­ი­ნა­ხა თუ არა, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით კოც­ნი­და. არ ვიცი, ვის რამ­დე­ნად თბი­ლი გული აქვს, მაგ­რამ ამ სცე­ნის მნახ­ველ ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად აე­ტი­რე­ბო­და…

როცა რამ­დე­ნი­მე თვე საფ­რან­გეთ­ში გახ­ლდით და ჩემი პა­ტა­რა მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და, სახ­ლში სკა­ი­პით ვრე­კავ­დი ხოლ­მე. ჩემი ხმა რომ ეს­მო­და, ვხე­დავ­დი, რო­გორ ტი­რო­და. ვტი­რო­დი მეც... არ ვიცი, რამ­დე­ნი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა მო­გიყ­ვეთ, ნუ გგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ ძაღ­ლე­ბი არი­ან ერ­თგუ­ლი არ­სე­ბე­ბი... ადრე 19 წლის კატა მოგ­ვიკ­ვდა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, იმ ლა­მაზ­მა ფუმ­ფუ­ლა სუ­ლი­ერ­მა, ჩემს სახ­ლში 19 წელი დაჰ­ყო და სა­ო­ცა­რი კატა იყო, რომ­ლის მსგავ­სი სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს. იშ­ვი­ა­თი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

რომ ამ­ბო­ბენ, ცხო­ვე­ლე­ბი შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს ვერ გრძნო­ბენ, - ტყუ­ი­ლია! იმ კა­ტის შვი­ლიც ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და და ორი­ვე კატა ერ­თდრო­უ­ლად და­ფეხ­მძიმ­და. როცა დედა კა­ტამ იმ­შო­ბი­ა­რა, იმ დროს იმ­შო­ბი­ა­რა შვილ­მაც, ოღონდ, მას უდღე­უ­რი კნუ­ტე­ბი ეყო­ლა და ცუ­დად იყო. იცით, რას შვრე­ბო­და დედა კატა? მი­დი­ო­და, მისი კნუ­ტე­ბი თა­ვის­თან გად­მო­ყავ­და და ძუ­ძუს აწო­ვებ­და, რომ გა­და­ერ­ჩი­ნა, უვ­ლი­და, სა­ოც­რე­ბებს აკე­თებ­და. მისი შვი­ლის კნუ­ტე­ბი მა­ინც და­ე­ხო­ცა და ხმა­მაღ­ლა ტი­რო­და, ცრემ­ლე­ბი სდი­ო­და. ამ ამ­ბავ­მა მა­შინ შოკ­ში ჩაგ­ვაგ­დო. ეს არ იყო დამ­თხვე­ვა - კატა აშ­კა­რად გრძნობ­და, რომ ეს კნუ­ტე­ბი მისი შვი­ლის იყო და სა­შინ­ლად იდარ­და. არ ვიცი, რა გი­თხრათ, ზოგი ქალი შვილს ქუ­ჩა­ში ტო­ვებს, ჩემი კატა კი შვი­ლიშ­ვი­ლებს შვი­ლე­ბი­ვით უვ­ლი­და.

- რა ჰქვი­ათ შენს ოთხფე­ხა მე­გობ­რებს?

- ჩემს ძაღლს "პიკო" ჰქვია, კა­ტებს - "ფუფა" და "ტასო"; ჩი­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბი აქვთ: კოკო, პან­ჩო, ბუბუ და ა.შ. კუს კი უბ­რა­ლოდ კუ ჰქვია, თევ­ზებს სა­ხე­ლებს ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით ვარ­ქმევ...…

მყავს ია­დო­ნე­ბიც და მთის ჩი­ტე­ბიც და კი­დევ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი. ჩი­ტე­ბის მოვ­ლა ად­ვი­ლი არ გე­გო­ნოთ, ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა ეს შრო­მა და ძა­ლის­ხმე­ვა ნამ­დვი­ლად ღირს მათი გა­ლო­ბის მო­სას­მე­ნად.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა"

"ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა"

"ჩემში ცხოველების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ჩემები, ოჯახში ფლორასა და ფაუნას ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ და ყოველთვის გვყავდა რაიმე ცხოველი და ფრინველი. დედას ძალიან უყვარს ყვავილები და ბევრ ერთგულ არსებებთან ერთად, სულ იყო ბევრი სიმწვანე", - ამბობს მსახიობი თაკო აბაშიძე, რომელსაც შინ შეიძლება ითქვას, რომ მინი ზოოპარკი აქვს, რაზეც ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით ლაპარაკობს.

"ამბები.გე" მას სწორედ ამ საკთხებზე ესაუბრა.

- ჩემთვის ცხოველთა სამყარო ბევრ სითბოს, სიყვარულს, ცოტა შურსა და უსაზღვრო ერთგულებას ნიშნავს. ვგიჟდები ცხოვრელებზე და საერთოდ, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, ეს უსაყვარლესი არსებები არ გიყვარდეს? დაკვირვებული ვარ, ადამიანები, რომელთაც ცხოველები არ უყართ, სასტიკები და ნაკლებად ადამიანური თვისებებით დაჯილდოებულები არიან.

- ვიცი, რომ სახლში პატარა ზოოპარკიც კი გაქვს, რაც საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი. მოდი, თვითონ მოუყევი მკითხველს, რა ცხოველები გყავს სახლში?

- ჩემს სახლში ცხოველები სულ ბინადრობენ. ამჟამად 2 კატა, ერთი ძაღლი, იადონები, მთის ჩიტები, თუთიყუში, კუ და ბევრი თევზი მყავს...

- ძაღლი და კატა როგორ თანაცხოვრებენ?

- სიცრუეა, თითქოს ძაღლსა და კატას ერთმანეთი სძულთ. ძაღლები და კატები გაცილებით უკეთ კო(ჰ)აბიტირებენ, ვიდრე - პოლიტიკოსები... ჩემს ძაღლსა და კატებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. მეტსაც გეტყვით, ჩემი ძაღლი შემთხვევით ჩვენს ეზოში შემოსულ უცხო კატას ჩემს კატებთან არ მიუშვებს, მეგობრებს იცავს...

- როგორ ინახავ მათ. ეს ხომ გამუდმებულ ყურადღებას, უპირველესად კი უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს? არ გიჭირს ამ ყველაფრთან გამკლავება?

- ჩვენს ფლორას და ფაუნას დედაჩემი უვლის და პატრონობს. დიახ, ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და მას ხელი არ უნდა მოკიდოთ, თუ მასთან გამკლავება არ შეგიძლიათ.

ძალიან რთულია მათი მოვლა და ჰიგიენის შენარჩუნება, ეს დიდ შრომასთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ყოველთვის, ყველას ვურჩევ, სანამ გადაწყვეტთ ცხოველის ყოლას, ჯერ კარგად გაეცანით ჯიშის თავისებურებებს და რაც მთავარია, გააცნობიერეთ, რა დიდ ტვირთს იღებთ და უმთავრესი - არ მიიყვანოთ ცხოველი სახლში თუ მას თქვენი ოჯახის წევრად არ მიიჩნევთ! ის არც გასართობი ნივთია და არც თქვენი მოდის სამკაული - ძაღლი დაუცველი და ერთგული არსებაა, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული. მისი მობეზრების შემთხვევაში, არ შეიძლება მისი ქუჩაში გაგდება, ან მხოლოდ მისი ლეკვობაში სიყვარული. რატომღაც აღმოაჩენენ ხოლმე, რომ თურმე გაიზარდა და ისეთი საყვარელი აღარ არის, როგორც ლეკვობაში, მოვლა სჭირდება, რისი თავიც არ აქვთ. დანაშაულია ცხოველის მოყვანა და შემდეგ მათი მიტოვება - ასეთი ადამიანები უნდა ისჯებოდნენ!

- ძაღლი ადამიანის მეგობარი რომ არის, ამის შესახებ შენი ოთხფეხას მაგალითზე რისი თქმა შეგიძლია?

- ძაღლი ადამიანის მეგობარია და არა მხოლოდ მისი... როდესაც დედა ავად მყავდა (ოპერაცია გაიკეთა) და ცხადია, საავადმყოფოში რამდენიმე დღე დაჰყო, იმ დღეებში ჩემს ძაღლს არც უჭამია, მხოლოდ იწვა და ისეთი სევდიანი იყო, რასაც ყველაზე სასტიკი და ყველაზე ცივი ადამიანიც კი შეამჩნევდა. ისეთი იყო, გვეშინოდა, რამე არ მოსვლოდა. როცა დედა საავადმყოფოდან დაბრუნდა, სახლთან მოყენებული მანქანის ხმა გაიგო თუ არა, წამოხტა და ვერ აღგიწერთ, რა მოძრაობებს აკეთებდა, - ხტოდა, კი არ ყეფდა, კიოდა და ცრემლებით ტიროდა... დედა დაინახა თუ არა, პატარა ბავშვივით კოცნიდა. არ ვიცი, ვის რამდენად თბილი გული აქვს, მაგრამ ამ სცენის მნახველ ადამიანს აუცილებლად აეტირებოდა…

როცა რამდენიმე თვე საფრანგეთში გახლდით და ჩემი პატარა მეგობარი ძალიან მენატრებოდა, სახლში სკაიპით ვრეკავდი ხოლმე. ჩემი ხმა რომ ესმოდა, ვხედავდი, როგორ ტიროდა. ვტიროდი მეც... არ ვიცი, რამდენი მაგალითი შეიძლება მოგიყვეთ, ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ ძაღლები არიან ერთგული არსებები... ადრე 19 წლის კატა მოგვიკვდა. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, იმ ლამაზმა ფუმფულა სულიერმა, ჩემს სახლში 19 წელი დაჰყო და საოცარი კატა იყო, რომლის მსგავსი საერთოდ არ მინახავს. იშვიათი ხასიათი ჰქონდა.

რომ ამბობენ, ცხოველები შვილებს და შვილიშვილებს ვერ გრძნობენ, - ტყუილია! იმ კატის შვილიც ჩვენთან ცხოვრობდა და ორივე კატა ერთდროულად დაფეხმძიმდა. როცა დედა კატამ იმშობიარა, იმ დროს იმშობიარა შვილმაც, ოღონდ, მას უდღეური კნუტები ეყოლა და ცუდად იყო. იცით, რას შვრებოდა დედა კატა? მიდიოდა, მისი კნუტები თავისთან გადმოყავდა და ძუძუს აწოვებდა, რომ გადაერჩინა, უვლიდა, საოცრებებს აკეთებდა. მისი შვილის კნუტები მაინც დაეხოცა და ხმამაღლა ტიროდა, ცრემლები სდიოდა. ამ ამბავმა მაშინ შოკში ჩაგვაგდო. ეს არ იყო დამთხვევა - კატა აშკარად გრძნობდა, რომ ეს კნუტები მისი შვილის იყო და საშინლად იდარდა. არ ვიცი, რა გითხრათ, ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა.

- რა ჰქვიათ შენს ოთხფეხა მეგობრებს?

- ჩემს ძაღლს "პიკო" ჰქვია, კატებს - "ფუფა" და "ტასო"; ჩიტებს სხვადასხვა სახელები აქვთ: კოკო, პანჩო, ბუბუ და ა.შ. კუს კი უბრალოდ კუ ჰქვია, თევზებს სახელებს ფერების მიხედვით ვარქმევ...…

მყავს იადონებიც და მთის ჩიტებიც და კიდევ განსხვავებული ჯიშები. ჩიტების მოვლა ადვილი არ გეგონოთ, ბევრი რამ სჭირდებათ, თუმცა ეს შრომა და ძალისხმევა ნამდვილად ღირს მათი გალობის მოსასმენად.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება