პირველკლასელი მოსწავლეებისთვის დარიგებულ ნეტ-ბუქებში ინტიმური დიალოგებია ჩატვირთული. მოდი ვისაუბროთ სექსზე - ასე იწყება ერთი-ერთი დიალოგი, რომლითაც პირველკლასელებმა კიბერუსაფრთხობა უნდა ისწავლონ. პატარა ქრისტის ინტერნეტით გაცნობილი ერთი ბიჭი მოეწონება, რომელიც მას სექსუალურ სურათს სთხოვს. სასწავლო პროგრამაში ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ ერთ-ერთმა მშობელმა შემთხვევით მაშინ გაიგო, როდესაც საუბარს მისი შვილი უსმენდა.
აღნიშნული დიალოგები მშობლთა ნაწილისთვის უცნობია, ზოგი სწავლების ამ ფორმაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ხოლო პედაგოგები ფიქრობენ, რომ თუკი ამ დიალოგს მიზნად ძალადობისაგან დაცვა, შანტაჟისაგან თავის არიდება ან ინტერნეტ უსაფრთოების სწავლება უდევს, მაგალითისთვის აუცილებლად სხვა შემთხვევა უნდა იყოს მოყვანილი და არა სექსუალური შინაარსის დიალოგები. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა უმრავლესობამ ამ პროგრამის არსებობის შესახებ არაფერი იცის. მათი თქმით, გადამზადების დროს ამ ჩანაწერზე საუბარი არ ყოფილა.
საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მასალა ნეტ-ბუქებში 2010 წელს სამინისტროსა და "ვოლდ-ვიჟენს" შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე ჩაიტვირთა, რომელიც წელს სწავლებაში არ გამოიყენება. ამასთან, სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი ბავშვს წვდომა აქვს ინტერნეტთან, აუცილებლად უნდა იცოდეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მიუხედავად ასაკისა.
აღნიშნულ მეთოდს პროგრამის ავტორ ორგანიზაციაშიც გამართლებულად მიიჩნევენ.
"ვორლდ ვიჟენის" ინტერნეტ უსაფრთხოების პროგრამა მსოფლიოს 7 ქვეყანაში მოქმედებს.