სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Facebook-ზე სასულიერო პირთა და მორწმუნეების შეურაცხყოფა კანონით დაისჯება?
Facebook-ზე სასულიერო პირთა და მორწმუნეების შეურაცხყოფა კანონით დაისჯება?

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ აქ­ტი­უ­რობს, როცა რე­ლი­გი­ა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სენ­სი­ტი­ურ თე­მებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ფე­ის­ბუქ­ში შექ­მნი­ლია რო­გორც რე­ლი­გი­ი­სა და პატ­რი­არ­ქის დამ­ცველ­თა, ასე­ვე მათი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ან, უბ­რა­ლოდ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, ე.წ. გამ­ქი­ლი­კე­ბელ­თა გვერ­დე­ბი: "ჩვენ გვიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი", "ღმერ­თო ტა­ბუ­რეტ­კა გვეს­რო­ლე", "ჯი­პი­ა­ნი მა­მაო", "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მარ­გა­ლი­ტე­ბი" და ა.შ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ თა­მა­მად გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს და ხში­რად რე­ლი­გი­უ­რი სცე­ნე­ბი­სა და წმინ­და­ნე­ბის გა­შარ­ჟე­ბულ ვერ­სი­ებ­საც უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს. თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ამას გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, სხვე­ბი სა­კუ­თა­რი რწმე­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფად აფა­სე­ბენ.

ეს სა­კი­თხი მას შემ­დეგ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსს, "შე­საძ­ლოა, ახა­ლი მუხ­ლი და­ე­მა­ტოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას ეხე­ბა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამ მუხ­ლის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი ასე­თია - "ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა: რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ღვთის­მსა­ხუ­რის ან მორ­წმუ­ნის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა­ში ან სხვაგ­ვარ და­მამ­ცი­რე­ბელ ქმე­დე­ბა­ში, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მორ­წმუ­ნე­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას; ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ან სხვა რე­ლი­გი­უ­რი წე­სი­სა თუ ჩვე­უ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა­ში; რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის და სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა­ში ან ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბა­ში; რე­ლი­გი­უ­რი შე­ნო­ბე­ბის და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბის წა­ბილწვა­ში, მას­ზე ნე­ბის­მი­ე­რი წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა­ში ან მათ და­ზი­ა­ნე­ბა­ში."

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ასე­თი ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300-დან 500 ლა­რამ­დე, ხოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირი 1000- დან 1500 ლა­რამ­დე და­ჯა­რიმ­დე­ბა, ან 15 დღემ­დე ვა­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­კის­რე­ბა.

ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტით, გა­მო­ნათ­ქვა­მი, მო­წო­დე­ბა ან კრი­ტი­კა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს, თუ საფრ­თხე მყი­სი­ე­რი და რე­ა­ლუ­რია. სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს საფრ­თხე მყი­სი­ე­რი, ან რა მე­ქა­ნიზ­მით უნდა შეძ­ლოს შსს-მ იმ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა, ვინც, მა­გა­ლი­თად, "რე­ლი­გი­ურ შე­ნო­ბას ან სიწ­მინ­დეს წა­ბილ­წავს, მას­ზე წარ­წე­რას გა­ა­კე­თებს ან და­ა­ზი­ა­ნებს." ხში­რად ასე­თი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­როდ, დღი­სით და ყვე­ლას და­სა­ნა­ხად ხომ არ მოქ­მე­დე­ბენ?!

მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის საია (სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია), ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვად მი­იჩ­ნე­ვენ და პარ­ლა­მენტს მო­უ­წო­დე­ბენ, უარი თქვას კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ზე.

ამ თე­მა­ზე სა­ი­ას იუ­რის­ტი გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე გვე­სა­უბ­რა:

"არა მარ­ტო სა­ი­ას, არა­მედ იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აზ­რით, ვინც პარ­ლა­მენტს გა­უგ­ზავ­ნა მი­მარ­თვა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ზღუ­დავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით) დად­გე­ნილ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ადა­მი­ა­ნის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით და­ცუ­ლია არა მარ­ტო ის მო­საზ­რე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კე­თილ­გან­წყო­ბით ხვდე­ბი­ან, ან ნე­იტ­რა­ლუ­რია, არა­მედ ისე­თი მო­საზ­რე­ბაც, რო­მე­ლიც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან მისი ნა­წი­ლი­სათ­ვის შო­კის­მომ­გვრე­ლი ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იცავს მორ­წმუ­ნე­ებს მათ რე­ლი­გი­ურ მრწამსთან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კი­სა­გან. ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან და მიგ­ვაჩ­ნია, რომ პარ­ლა­მენ­ტმა უარი უნდა თქვას აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ღე­ბა­ზე.

ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არ არის სი­ძულ­ვი­ლის ენის ( hate speech) შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მსგავ­სი, ვი­ნა­ი­დან ის ეხე­ბა მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ ჯგუ­ფებს. ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტით, გა­მო­ნათ­ქვა­მი, მო­წო­დე­ბა ან კრი­ტი­კა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს, თუ საფრ­თხე მყი­სი­ე­რი და რე­ა­ლუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვას", აქ იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და მე­დია, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, მათ შო­რის, ფე­ის­ბუ­ქი", - ამ­ბობს გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე.

სა­ინ­ტე­რე­სოა, თუკი პარ­ლა­მენ­ტი ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ამ­ტკი­ცებს, რა ბედი ელის თა­მამ ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბელს - ჯა­რი­მა, თუ 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, ამ­ბე­ბი.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

Facebook-ზე სასულიერო პირთა და მორწმუნეების შეურაცხყოფა კანონით დაისჯება?

Facebook-ზე სასულიერო პირთა და მორწმუნეების შეურაცხყოფა კანონით დაისჯება?

სოციალურ ქსელებში ინტერნეტმომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი განსაკუთრებით მაშინ აქტიურობს, როცა რელიგიასა და მასთან დაკავშირებულ სენსიტიურ თემებს განიხილავენ. ფეისბუქში შექმნილია როგორც რელიგიისა და პატრიარქის დამცველთა, ასევე მათი მოწინააღმდეგე ან, უბრალოდ, განსხვავებული შეხედულებების მქონე მომხმარებლების, ე.წ. გამქილიკებელთა გვერდები: "ჩვენ გვიყვარს საქართველოს პატრიარქი", "ღმერთო ტაბურეტკა გვესროლე", "ჯიპიანი მამაო", "მართლმადიდებლური მარგალიტები" და ა.შ. სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები საკმაოდ თამამად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და ხშირად რელიგიური სცენებისა და წმინდანების გაშარჟებულ ვერსიებსაც უზიარებენ ერთმანეთს. თუ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ამას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს, სხვები საკუთარი რწმენის შეურაცხყოფად აფასებენ.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, "შესაძლოა, ახალი მუხლი დაემატოს, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

ამ მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია - "ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში."

პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში, პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ამერიკული სტანდარტით, გამონათქვამი, მოწოდება ან კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, თუ საფრთხე მყისიერი და რეალურია. საინტერესოა, კონკრეტულად რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხე მყისიერი, ან რა მექანიზმით უნდა შეძლოს შსს-მ იმ დამნაშავეების დასჯა, ვინც, მაგალითად, "რელიგიურ შენობას ან სიწმინდეს წაბილწავს, მასზე წარწერას გააკეთებს ან დააზიანებს." ხშირად ასეთი ქმედების ჩამდენი ადამიანები საჯაროდ, დღისით და ყველას დასანახად ხომ არ მოქმედებენ?!

მოსალოდნელ ცვლილებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ ინიციატივის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ამ ინიციატივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას კანონის მიღებაზე.

ამ თემაზე საიას იურისტი გიორგი გოცირიძე გვესაუბრა:

"არა მარტო საიას, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ვინც პარლამენტს გაუგზავნა მიმართვა ამ თემასთან დაკავშირებით, ეს კონსტიტუციური ცვლილებები ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით) დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას.

ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მარტო ის მოსაზრება, რასაც საზოგადოებაში კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთი მოსაზრებაც, რომელიც მთელი საზოგადოების ან მისი ნაწილისათვის შოკისმომგვრელი ან ამაღელვებელია. შესაბამისად, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რწმენის თავისუფლება არ იცავს მორწმუნეებს მათ რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით კრიტიკისაგან. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებთან და მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უარი უნდა თქვას აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინიციატივა არ არის სიძულვილის ენის ( hate speech) შესახებ კანონის მსგავსი, ვინაიდან ის ეხება მხოლოდ რელიგიურ ჯგუფებს. ამერიკული სტანდარტით, გამონათქვამი, მოწოდება ან კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, თუ საფრთხე მყისიერი და რეალურია. რაც შეეხება "საჯაროდ გამოხატვას", აქ იგულისხმება როგორც საპროტესტო აქციები და მედია, ისე სოციალური ქსელები, მათ შორის, ფეისბუქი", - ამბობს გიორგი გოცირიძე.

საინტერესოა, თუკი პარლამენტი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებს, რა ბედი ელის თამამ ფეისბუქ-მომხმარებელს - ჯარიმა, თუ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.

სალომე შიხაშვილი, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია