"საქართველომ და აფხაზეთმა შესაძლოა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას მიაღწიონ" - ვიაჩესლავ ჩირიკბა

"საქართველომ და აფხაზეთმა შესაძლოა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას მიაღწიონ" - ვიაჩესლავ ჩირიკბა

ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

"ჩვენ განვიხილავთ ერთობლივ განცხადებას, ყველა "დადებითსა" და "უარყოფითს". ამას მიეძღვნება შეხვედრა. ჩვენი მიზანია, რომ ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, სხვა სიტყვებით - სამშვიდობო ხელშეკრულებას. ჯერ ჩვენ ამ მიზნამდე შორს ვართ, მაგრამ თუკი შეთანხმება, რომელიც ახლა განიხილება დამტკიცდება, ეს აჩვენებს, რომ მხარეებს მოლაპარაკებების სურვილი აქვთ", - აღნიშნა ჩირიკბამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა