პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სამართლებრივ დევნაზე
გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სამართლებრივ დევნაზე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "პოს­ტი­ვა­ნიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა და­ას­რუ­ლა - სა­ქარ­თვე­ლოს მე­ა­თე პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ პრე­მი­ე­რია მთა­ვა­რი ფი­გუ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სწო­რედ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბა-წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი. ივა­ნიშ­ვილ­მა ახალ პრე­მი­ერს არა მხო­ლოდ წმინ­და მე­ნე­ჯე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რო­ბაც და­ა­კის­რა - პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე სწო­რედ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. მოკ­ლედ, 24 ნო­ემ­ბრი­დან, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი და­ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, ქვე­ყა­ნა ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში და ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბით გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას.

იმე­დია, ახა­ლი რე­ა­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა დიდი რყე­ვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, რი­თაც ბოლო 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ღა­ლა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. იქ­ნებ, ბო­ლოს და ბო­ლოს, მო­ვი­და სიმ­შვი­დის დრო, რო­დე­საც მთა­ვა­რი თემა პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი კი არა, სხვა, უფრო ში­ნა­არ­სი­ა­ნი სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა. ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სიმ­შვი­დე ნამ­დვი­ლად და­იმ­სა­ხუ­რა. ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა ექ­სპერ­ტი, დღეს პრე­მი­ე­რის მრჩე­ვე­ლი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ნელ-ნელა პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წევს.

- არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მი იქ­ნე­ბო­და გან­ვლი­ლი გზა და ის იქ­ნე­ბო­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში. გარ­და ამი­სა, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იქ­ნე­ბო­და - წე­სი­ე­რე­ბა და მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი. ასე­თი ნამ­დვი­ლად არის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

- ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ესა­და­გე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კო­საც. არ­ჩე­ვა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სერ­გე­ენ­კო­სა და ღა­რი­ბაშ­ვილს შო­რის გა­ა­კე­თა. თქვე­ნი აზ­რით, რითი გა­და­წო­ნა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რამ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რა?

- ორი­ვე კან­დი­და­ტუ­რა ღირ­სე­უ­ლია. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფი­გუ­რას სხვა დატ­ვირ­თვა აქვს, სერ­გე­ენ­კო­სას კი - სხვა. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბი­სას, გარ­და წმინ­და მე­ნე­ჯე­რუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი იქ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. პრე­მი­ე­რად სერ­გე­ენ­კოს და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში კი პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებ­და და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და მე­ნე­ჯე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი ჯერ ბო­ლომ­დე არ არის გახ­სნი­ლი. ის მხო­ლოდ მე­ნე­ჯე­რი კი არა, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რიც იქ­ნე­ბა. ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც" უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

- ერთ-ერ­თმა ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და - პრე­მი­ე­რად ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წარ­დგე­ნა მარ­თლაც ადას­ტუ­რებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კი არ მი­დის, არა­მედ მო­დი­სო.

- თუ გუ­ლის­ხმო­ბენ იმას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ კუ­ლუ­ა­რუ­ლად გა­აგ­რძე­ლებს მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვას, ძა­ლი­ან ცდე­ბი­ან. გარ­წმუ­ნებთ - ღა­რი­ბაშ­ვილს შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იქ­ნე­ბა და ამა­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ნი დავ­რწმუნ­დე­ბით.

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ ვინ იქ­ნე­ბა ახა­ლი შს მი­ნის­ტრი. მას ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლებს. მა­ნამ­დე კი კან­დი­და­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა - ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძით (ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის უფ­რო­სი) და­წყე­ბუ­ლი და კახი კა­ლა­ძით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- არ ვიცი, ვის და­ა­სა­ხე­ლებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ - ახა­ლი მი­ნის­ტრი ის ფი­გუ­რა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­წყე­ბულ რე­ფორ­მებს გა­აგ­რძე­ლებს. ვი­მე­ო­რებ - მთავ­რო­ბა­ში მთა­ვა­რი ფი­გუ­რა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის ფუნ­ქცი­ა­საც შე­ას­რუ­ლებს. ამ ფონ­ზე მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, რო­მელ უწყე­ბას კონ­კრე­ტუ­ლად ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

- და­ა­ნონსდა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში რა­დი­კა­ლუ­რი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა მა­ინც აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა - შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თუ არა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბი­სას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს ირაკ­ლი ალა­სა­ნია.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ალა­სა­ნია ისევ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა. დიდ სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბებს არც მე ველი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ეს მთავ­რო­ბა საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და ხომ არ ვა­რა­უ­დობთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ისევ მო­ი­მა­ტებს.

- პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რია. მე­ტიც, ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ, პო­ლი­ტი­კა მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა კი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და მათ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბაა. ვფიქ­რობ, ახალ პრე­მი­ერს აქვს შე­სა­ბა­მი­სი ამ­ბი­ცი­აც და ნი­ჭიც იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვი­ტოს.

- გა­და­ვი­დეთ კვი­რის სხვა მთა­ვარ მოვ­ლე­ნებ­ზე. ის­რა­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა და თბი­ლის­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც და­ი­წყო. თქვე­ნი აზ­რით, რა იყო გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც ოფი­ცი­ა­ლურ­მა იე­რუ­სა­ლიმ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი ის­რა­ელ­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. სწო­რედ ამან შე­ას­რუ­ლა გა­დამ­წყვე­ტი როლი, რომ დღეს უკვე უვი­ზო რე­ჟიმ­ზე ვსა­უბ­რობთ. ვი­ზი­ტი ჩაშ­ლის პი­რას იყო, რად­გან გა­ფიც­ვა იყო ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. გარ­და ამი­სა, ფაქ­ტობ­რი­ვად, პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხუ­რი არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას. თუმ­ცა მო­ვა­ხერ­ხეთ და ვი­ზი­ტი შედ­გა. დე­ტა­ლებს არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი -- სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბებს, ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­რე­ბით, აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არა მხო­ლოდ უვი­ზო რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ სხვა ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის კუ­თხით.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ზეევ ელ­კი­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა ისა­უბ­რეს თუ არა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე? შე­გახ­სე­ნებთ, რომ საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბულ ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე კე­ზე­რაშ­ვილს იქა­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა გა­უგ­რძე­ლა.

- ელ­კინ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ძა­ლი­ან კარ­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა, რომ­ლის თა­ნახ­მად, კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მე­ბის თე­მაა. კე­ზე­რაშ­ვი­ლი არ არის ის ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რა­ღაც ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა, ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლია. სა­მარ­თა­ლი პო­ლი­ტი­კამ არ უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს. სწო­რედ ამას ცდი­ლობს სა­ა­კაშ­ვი­ლი. რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, მი­ი­ღოს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი. ნორ­მა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ასეთ გა­რი­გე­ბა­ზე ვე­რა­ვის­თან წავა - მათ შო­რის მოქ­მედ თუ ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან. თუ გვინ­და ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა გვქონ­დეს, და­უს­ჯე­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი არა­ვის უნდა მივ­ცეთ, რად­გან მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, იმა­ვეს გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი სხვა­საც გა­უჩ­ნდეს. და­სას­ჯე­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს.

- დას­ჯა-და­უს­ჯე­ლო­ბის სა­კი­თხი სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვაა, ისე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას კი­დევ ერთი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა - ამ­ჟა­მად 7 სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბის საქ­მე­ზე.

- დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბაა, რომ სა­სა­მარ­თლო იყოს ჯან­სა­ღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ობი­ექ­ტუ­რი. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე დიდი ძალა, რაც ადა­მი­ა­ნებს აკავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან, ერ­თობ­ლი­ვი და­ნა­შა­უ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი მო­სა­მარ­თლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. სწო­რედ ამ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გან­ცდი­დან გა­მოს­ვლაა რთუ­ლი პრო­ცე­სი. ალ­ბათ, მო­სა­მარ­თლე­ებს სურთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვი და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა არ აძ­ლევთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ არ შე­ას­რუ­ლონ უკა­ნო­ნო დი­რექ­ტი­ვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას - ად­რეც ვთქვი და კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: მას არ გან­ვი­ხი­ლავ რო­გორც სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ინი­ცი­ა­ტორს, ის კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო სა­დის­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით. თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, ამის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მისი გა­მარ­თლე­ბა, მაგ­რამ ჯერ არ მინ­და სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი გა­მო­ვუ­ტა­ნო ქარ­თულ სა­სა­მარ­თლოს. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთი შან­სი ეძ­ლე­ვა სა­სა­მარ­თლოს, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან. უკვე სა­ბო­ლო­ოდ გაქ­რა ილუ­ზია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რა­ღაც სეგ­მენტს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და. დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს, რომ "სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­მარ­თლე მათ მო­სა­მარ­თლედ იქ­ცეს" - მო­სა­მარ­თლე კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბით უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­ინც ვი­ტო­ვებ იმედს, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ჭკუ­ა­ზე მოვ­ლენ. თუმ­ცა ვერ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მო­სა­მარ­თლე­თა რა­ღაც ნა­წი­ლი ისეთ დიდ ერ­თობ­ლივ და­ნა­შა­ულ­ში იყოს გა­რე­უ­ლი, რომ იმა­ვეს გაგ­რძე­ლე­ბის გარ­და სხვა გზა არ ჰქონ­დეს. ასე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­გან სა­სა­მარ­თლო უნდა გა­იწ­მინ­დოს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სამართლებრივ დევნაზე

გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სამართლებრივ დევნაზე

ბიძინა ივანიშვილმა "პოსტივანიშვილისეული" ხელისუფლების დაკომპლექტება დაასრულა - საქართველოს მეათე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, სწორედ პრემიერია მთავარი ფიგურა ხელისუფლებაში და სწორედ ღარიბაშვილის წარმატება-წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყანაში პროცესები. ივანიშვილმა ახალ პრემიერს არა მხოლოდ წმინდა მენეჯერული საქმიანობა, არამედ პოლიტიკური ლიდერობაც დააკისრა - პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სწორედ ღარიბაშვილი იქნება. მოკლედ, 24 ნოემბრიდან, როდესაც ივანიშვილი დატოვებს თანამდებობას, ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში და ახალი პოლიტიკური ლიდერებით გააგრძელებს ცხოვრებას.

იმედია, ახალი რეალობა არ იქნება დიდი რყევებით დატვირთული, რითაც ბოლო 23 წლის განმავლობაში დაიღალა ჩვენი საზოგადოება. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მოვიდა სიმშვიდის დრო, როდესაც მთავარი თემა პოლიტიკური ბატალიები და დაპირისპირებები კი არა, სხვა, უფრო შინაარსიანი საკითხები იქნება. ქართველმა საზოგადოებამ სიმშვიდე ნამდვილად დაიმსახურა. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი, დღეს პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ნელ-ნელა პოლიტიკური ვნებათაღელვა უკანა პლანზე გადაიწევს.

- არაერთხელ მითქვამს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევის კრიტერიუმი იქნებოდა განვლილი გზა და ის იქნებოდა წარმატებული მინისტრი, პირველ რიგში, საზოგადოების თვალში. გარდა ამისა, კრიტერიუმები იქნებოდა - წესიერება და მენეჯერული თვისებები. ასეთი ნამდვილად არის ირაკლი ღარიბაშვილი.

- ექსპერტთა შეფასებით, ზემოხსენებული კრიტერიუმები ესადაგება ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსაც. არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა სერგეენკოსა და ღარიბაშვილს შორის გააკეთა. თქვენი აზრით, რითი გადაწონა ღარიბაშვილის კანდიდატურამ ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა?

- ორივე კანდიდატურა ღირსეულია. თუმცა პოლიტიკაში ღარიბაშვილის ფიგურას სხვა დატვირთვა აქვს, სერგეენკოსას კი - სხვა. ღარიბაშვილმა, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი პროფესიონალი და წესიერი ადამიანია, პოლიტიკური ლიდერის თვისებებიც გამოავლინა. ღარიბაშვილის პრემიერობისას, გარდა წმინდა მენეჯერული ფუნქციებისა, პოლიტიკური ასპექტები იქნება პრიორიტეტული. პრემიერად სერგეენკოს დანიშვნის შემთხვევაში კი პოლიტიკური ასპექტები მეორე პლანზე გადაინაცვლებდა და პრიორიტეტული იქნებოდა მენეჯერული საქმიანობა. ირაკლი ღარიბაშვილის პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გახსნილი. ის მხოლოდ მენეჯერი კი არა, პოლიტიკური ლიდერიც იქნება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებასაც" უხელმძღვანელებს.

- ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა - პრემიერად ღარიბაშვილის წარდგენა მართლაც ადასტურებს, რომ ივანიშვილი კი არ მიდის, არამედ მოდისო.

- თუ გულისხმობენ იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კულუარულად გააგრძელებს მთავრობის საქმიანობაში ჩარევას, ძალიან ცდებიან. გარწმუნებთ - ღარიბაშვილს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება და ამაში უახლოეს მომავალში ყველანი დავრწმუნდებით.

- მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ იქნება ახალი შს მინისტრი. მას ღარიბაშვილი დაასახელებს. მანამდე კი კანდიდატურების შესახებ არაერთი ვერსია ვრცელდება - ანზორ ჩუბინიძით (ივანიშვილის დაცვის უფროსი) დაწყებული და კახი კალაძით დამთავრებული.

- არ ვიცი, ვის დაასახელებს ღარიბაშვილი, თუმცა დარწმუნებული ვარ - ახალი მინისტრი ის ფიგურა იქნება, რომელიც დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. ვიმეორებ - მთავრობაში მთავარი ფიგურა ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ფუნქციასაც შეასრულებს. ამ ფონზე მეორეხარისხოვანია, რომელ უწყებას კონკრეტულად ვინ უხელმძღვანელებს.

- დაანონსდა, რომ ღარიბაშვილის მთავრობაში რადიკალური საკადრო ცვლილებები არ იქნება. თუმცა მაინც აქტუალურია კითხვა - შეინარჩუნებს თუ არა ღარიბაშვილის პრემიერობისას თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ალასანია.

- დარწმუნებული ვარ, რომ ალასანია ისევ თავდაცვის მინისტრი იქნება. დიდ საკადრო გადაადგილებებს არც მე ველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მთავრობა საკმაოდ ეფექტურია.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება პრემიერ ღარიბაშვილის მთავარი გამოწვევა და ხომ არ ვარაუდობთ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ისევ მოიმატებს.

- პოლიტიკური ტემპერატურის მატების შანსი მინიმალურია. მეტიც, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პოლიტიკა მეორე პლანზე გადაინაცვლებს. ღარიბაშვილის მთავარი გამოწვევა კი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება და მათზე კონკრეტული პასუხისმგებლობის აღებაა. ვფიქრობ, ახალ პრემიერს აქვს შესაბამისი ამბიციაც და ნიჭიც იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაწყვიტოს.

- გადავიდეთ კვირის სხვა მთავარ მოვლენებზე. ისრაელმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება გადაწყვიტა და თბილისთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ოფიციალურმა იერუსალიმმა ეს გადაწყვეტილება მიიღო?

- დავიწყოთ იმით, რომ პრემიერ ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში ძალიან წარმატებული იყო. სწორედ ამან შეასრულა გადამწყვეტი როლი, რომ დღეს უკვე უვიზო რეჟიმზე ვსაუბრობთ. ვიზიტი ჩაშლის პირას იყო, რადგან გაფიცვა იყო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გარდა ამისა, ფაქტობრივად, პროტოკოლის სამსახური არ ემსახურებოდა ქართულ დელეგაციას. თუმცა მოვახერხეთ და ვიზიტი შედგა. დეტალებს არ დავაკონკრეტებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი -- საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს, ივანიშვილის ინიცირებით, აქვს სერიოზული პერსპექტივები არა მხოლოდ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, არამედ სხვა ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების კუთხით.

- რამდენიმე დღის წინ თბილისში ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ზეევ ელკინი იმყოფებოდა. თქვენი ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თუ არა დავით კეზერაშვილის საკითხზე? შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დაკავებულ ისრაელის მოქალაქე კეზერაშვილს იქაურმა სასამართლომ პატიმრობა გაუგრძელა.

- ელკინმა აღნიშნულ საკითხზე ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმად, კეზერაშვილის საკითხი საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემების თემაა. კეზერაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში რაღაც ფაქტორი იქნება, ის ჩვეულებრივი კრიმინალია. სამართალი პოლიტიკამ არ უნდა ჩაანაცვლოს. სწორედ ამას ცდილობს სააკაშვილი. რომლის ერთადერთი მიზანია, მიიღოს ხელშეუხებლობის გარანტიები. ნორმალური სახელმწიფო ასეთ გარიგებაზე ვერავისთან წავა - მათ შორის მოქმედ თუ ყოფილ პრეზიდენტთან. თუ გვინდა ნორმალური პოლიტიკური პერსპექტივა გვქონდეს, დაუსჯელობის გარანტიები არავის უნდა მივცეთ, რადგან მომავალში შესაძლოა, იმავეს გაკეთების სურვილი სხვასაც გაუჩნდეს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს.

- დასჯა-დაუსჯელობის საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა, ისე, რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა - ამჟამად 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე.

- დღევანდელი ხელისუფლების ნებაა, რომ სასამართლო იყოს ჯანსაღი, თავისუფალი და ობიექტური. თუმცა სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ძალა, რაც ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან, ერთობლივი დანაშაულია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოსამართლე წლების განმავლობაში იყო ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე. სწორედ ამ თანამონაწილეობის განცდიდან გამოსვლაა რთული პროცესი. ალბათ, მოსამართლეებს სურთ გათავისუფლება, მაგრამ ერთობლივი დანაშაულის განცდა არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ არ შეასრულონ უკანონო დირექტივები. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას - ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მას არ განვიხილავ როგორც სისტემური დანაშაულის ინიციატორს, ის კარგი შემსრულებელი იყო სადისტური მონაცემებით. თუმცა ბუნებრივია, ამისთვის უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მიუღებელია მისი გამართლება, მაგრამ ჯერ არ მინდა საბოლოო ვერდიქტი გამოვუტანო ქართულ სასამართლოს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი შანსი ეძლევა სასამართლოს, გათავისუფლდეს ზემოხსენებული სპეციფიკური ურთიერთობებისგან. უკვე საბოლოოდ გაქრა ილუზია, რომ სააკაშვილი ხელისუფლების რაღაც სეგმენტს შეინარჩუნებდა. დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს, რომ "სააკაშვილის მოსამართლე მათ მოსამართლედ იქცეს" - მოსამართლე კანონის აღსრულებით უნდა იყოს დაკავებული. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლეები საბოლოოდ ჭკუაზე მოვლენ. თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლეთა რაღაც ნაწილი ისეთ დიდ ერთობლივ დანაშაულში იყოს გარეული, რომ იმავეს გაგრძელების გარდა სხვა გზა არ ჰქონდეს. ასეთი მოსამართლეებისგან სასამართლო უნდა გაიწმინდოს.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა