მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კონფლიქტის მოსაგვარებლად შეხვდებიან
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კონფლიქტის მოსაგვარებლად შეხვდებიან

სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი სერჟ სარ­გსი­ა­ნი და ილ­ჰამ ალი­ე­ვი თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ერთი თვის ვა­და­ში შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ. ამის შე­სა­ხებ ეუთო-ს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

"სარ­გსი­ან­მა და ალი­ევ­მა შეხ­ვედ­რის­თვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს, რომ პრობ­ლე­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი მიდ­გო­მე­ბი და­ა­ზუს­ტონ და წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლონ",- ნათ­ქვა­მია თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მათი მო­რი­გი ვი­ზი­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და.

"ელ­ჩე­ბი იგორ პო­პო­ვი (რუ­სე­თი), ჟაკ ფორი (საფ­რან­გე­თი) და ჯე­იმს უორ­ლი­კი (აშშ) და ასე­ვე ეუ­თოს მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­ჯეი კას­პში­კი 4 ნო­ემ­ბერს ბა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და 5 ნო­ემ­ბერს - ერე­ვან­ში. იმის­თვის, რომ მხა­რე­ებს ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბოდ­ნენ",- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის "მო­სა­ლოდ­ნელ შეხ­ვედ­რა­ზე მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ".

თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა მხა­რე­ებს მო­უ­წო­დეს, "თავ­შე­კა­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­ჯა­რო გან­ცა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­სას. ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც სამ­შვო­დო­ბო პრო­ცე­სის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა ",- აღ­ნიშ­ნა­ვენ შუ­ა­მავ­ლე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ИТАР-ТАСС-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კონფლიქტის მოსაგვარებლად შეხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კონფლიქტის მოსაგვარებლად შეხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ერთი თვის ვადაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მთიანი ყარაბაღის საკითხზე მომუშავე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს.

"სარგსიანმა და ალიევმა შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რომ პრობლემის დარეგულირებასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომები დააზუსტონ და წინსვლის შესაძლებლობები განიხილონ",- ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში, რომელიც რეგიონში მათი მორიგი ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

"ელჩები იგორ პოპოვი (რუსეთი), ჟაკ ფორი (საფრანგეთი) და ჯეიმს უორლიკი (აშშ) და ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპშიკი 4 ნოემბერს ბაქოში იმყოფებოდნენ და 5 ნოემბერს - ერევანში. იმისთვის, რომ მხარეებს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებოდნენ",- აღნიშნულია დოკუმენტში. მათ განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელის "მოსალოდნელ შეხვედრაზე მუშაობას აგრძელებენ".

თანათავმჯდომარეებმა მხარეებს მოუწოდეს, "თავშეკავება გამოიჩინონ საჯარო განცადებების გაკეთებისას. ნებისმიერი სამხედრო ქმედება განხილული იქნება, როგორც სამშვოდობო პროცესისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ",- აღნიშნავენ შუამავლები.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა