პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი
რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ, ამის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა აცხა­დე­ბენ, მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ბა, იპო­ლი­ტი­კო­სებს და ალ­ბათ უცხო­ეთ­შიც გა­ემ­გზავ­რე­ბა-ხოლ­მე ლექ­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ­თვის პრე­ზი­დენ­ტის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა პროგ­ნო­ზებს მა­ინც აკე­თე­ბენ.

მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი: "მარ­ჩი­ე­ლო­ბა არ მიყ­ვარს. პრე­ზი­დენ­ტთან დღე­საც გვქონ­და შეხ­ვედ­რა, ხვა­ლაც იქ­ნე­ბა და ალ­ბათ შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. რო­გო­რი შე­ფა­სე­ბაც უნდა ჰქონ­დეს მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდს, მან ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქვეყ­ნის წინსვლა­ში და იმა­ში, რომ მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ რუ­კა­ზე ამ რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­თა­მა­შედ ქცე­უ­ლი­ყო. პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი ექ­ნე­ბა თუ სხვა, ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი იტყვის. თუმ­ცა მან რა­ღაც მი­ნიშ­ნე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, რო­დე­საც ობა­მას ესა­უბ­რა".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა. მა­გა­ლი­თად, აგ­ვის­ტო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კა­ხეთ­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სა და ვა­ზის სას­წავ­ლო ცენ­ტრის გახ­სნას გეგ­მავს. სექ­ტემ­ბერ­ში აშშ-ს პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას­თან შეხ­ვედ­რის დროს კი თქვა, რომ პო­ლი­ტი­კი­დან არ მი­დის და დას­ძი­ნა ისიც, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­სნას აპი­რებს.

სა­ა­კაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის მშე­ნებ­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და მშე­ნებ­ლო­ბის გახ­სნი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს სწო­რედ ამ ბიბ­ლი­ო­თე­კის გან­ვი­თა­რე­ბას და­უთ­მობს.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რის თქმით, პრე­ზი­დენ­ტი სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მკა­ფი­ოდ სა­უბ­რობს.

"ის არის ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­უ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ამას ის­ტო­რია მალე შე­ა­ფა­სებს. პრე­ზი­დენ­ტი ბოლო ყრი­ლო­ბა­ზე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ არის არ­ჩე­უ­ლი და თა­ვა­დაც აცხა­დებს, რომ ის პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რას გა­ა­კე­თებს, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­შიც, რომ მას უცხო­ე­თი­დან მიწ­ვე­ვე­ბიც ექ­ნე­ბა", - ამ­ბობს ოჩი­ა­უ­რი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი სერ­გო რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვილ­მა ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ლექ­ცი­ე­ბი და­სავ­ლე­თის რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ი­კი­თხოს.

"წი­ნას­წარ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა და, რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ გა­აგ­რძე­ლებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­და­ნაც ჰქონ­დეს მიწ­ვე­ვა. ეს პა­რა­ლე­ლუ­რად მოხ­დე­ბა. ვი­ცით, რომ ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის კუ­თხით მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და და­სავ­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ უშ­ვე­ბენ-ხოლ­მე. დღე­საც პო­ლიტ­საბ­ჭოს შეკ­რე­ბა გვქონ­და და პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ... სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მსგავ­სი ლი­დე­რის რე­სურ­სე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ იყოს. თუნ­დაც ის გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ბოლო დღე­ებ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა, ან ის ფაქ­ტი, რომ დღეს თურ­ქე­თის სკო­ლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქარ­თვე­ლებ­მა ქარ­თუ­ლი ის­წავ­ლონ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო", - აღ­ნიშ­ნავს რა­ტი­ა­ნი.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ჭე­რას მო­ი­თხოვს, მაგ­რამ ეს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სათ­ვის ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა.

"არ შე­იძ­ლე­ბა, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ასეთ არა­ნორ­მა­ლურ და არა­ა­დეკ­ვა­ტურ ვა­რა­უ­დებს გა­ნი­ხი­ლავ­დეს. პრე­ზი­დენ­ტი ამა­ზე სა­უბ­რობს იმი­ტომ, რომ ამა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი წევ­რი სა­უბ­რობს. თუმ­ცა მგო­ნია, ისი­ნიც კი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რას ნიშ­ნავს ეს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯის­თვის. თუ და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გზას მიჰ­ყვე­ბი­ან, მა­შინ ასე­თი აზ­რე­ბი თავ­ში არ უნდა მოს­დი­ო­დეთ, თუმ­ცა და­ზღვე­უ­ლე­ბი არა­ფერ­ში არ ვართ, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და­ჭე­რი­ლია და 1000 კაცი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი", - დას­ძენს რა­ტი­ა­ნი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, გი­ორ­გი ვოლ­სკის თვალ­საზ­რი­სით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი პი­როვ­ნე­ბაა და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ინ­დო­მებს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას.

"არ მგო­ნია, ბევ­რი მიწ­ვე­ვა ჰქონ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ერთხელ, ორ­ჯერ ან სამ­ჯერ მი­იწ­ვი­ონ ლექ­ცი­ის წა­სა­კი­თხად, რო­გორც ეს ხდე­ბა-ხოლ­მე, მაგ­რამ ასე­თი რამ ხან­გრძლი­ვი არ არის, ამი­ტო­მაც ის აუ­ცი­ლებ­ლად პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნას მო­ინ­დო­მებს. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ შე­ფა­სე­ბას მის­ცემს მას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - რო­გორ შე­ფა­სე­ბას მის­ცეს მის წარ­სულ პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, თუნ­დაც წას­ვლის წინ რა ნა­ბი­ჯე­ბიც გა­დად­გა...

"მგო­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იქ­ნე­ბა და შე­ეც­დე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში მყო­ფი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­იქ­ვემ­დე­ბა­როს. ასე­ვე შე­ეც­დე­ბა, ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს, რომ 22%-იანი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ბო­ლომ­დე მის სა­ხელ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­მა­ვა­ლი წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და შარ­შან­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყო. ეს იქ­ნე­ბა გარ­დამ­ტე­ხი არ­ჩევ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა თუ არა, სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ჭი­რონ, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. გა­მოვ­რი­ცხავ მხო­ლოდ იმას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ვინ­მეს ხელს მოჰ­კი­დე­ბენ. ეს ქვეყ­ნი­სათ­ვის და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ქვეყ­ნის და­სან­გრე­ვად არ მო­სუ­ლა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის ნუს­ხა იქ­ნე­ბა. სულ მცი­რე, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კი­თხვას არ გა­მოვ­რი­ცხავ... ჩვენ თვალ­წინ გან­ვი­თარ­და (ასე­თი) მოვ­ლე­ნე­ბი იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში".

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კე­ლი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­უს­ვე­ნა­რი კა­ცია და ის სა­ქარ­თვე­ლო­შიც იქ­ნე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­მო­ვა-ხოლ­მე და უცხო­ეთ­შიც ივ­ლის, სა­დაც ალ­ბათ ერთ-ორ ლექ­ცი­ას წა­ი­კი­თხავს. და­ჭე­რით კი, დიდი ალ­ბა­თო­ბით - არ და­ი­ჭე­რენ.

"და­კი­თხვა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, და­ჭე­რა - ნაკ­ლე­ბად", - "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი: " - სა­ა­კავ­ში­ლი მო­უს­ვე­ნა­რი კა­ცია. ერთ ად­გი­ლას 5 წუ­თით დამ­ჯდა­რი არას­დროს გვი­ნა­ხავს, არც პარ­ლა­მენ­ტში და არც აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ამი­ტომ იქაც იქ­ნე­ბა და იქაც. ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა­ფერს იზამს - ბევ­რს იმოგ­ზა­უ­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც იქ­ნე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც გა­მო­ვა, ყვე­ლა­ფერს იზამს.

"მინ­და გი­თხრათ, რომ მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი ხალ­ხი, რომ­ლებ­საც მისი ბედი აინ­ტე­რე­სებთ. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წილ­მა, ანუ რაც ქნა, უკვე გა­ი­ა­რა და მო­მა­ვალ­ში რას იზამს, აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ვი­ღა­ცებს ალ­ბათ და­ა­ინ­ტე­რე­სებთ. ერთ ლექ­ცი­ას წა­ი­კი­თხავს, მაგ­რამ ლექ­ცი­ებს არა, ამას სტა­ბი­ლუ­რად ვერ იზამს. ამი­ტო­მაც ერთი ლექ­ცია ექ­ნე­ბა სა­დღაც, შემ­დეგ ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ ექ­ნე­ბა გა­მოს­ვლა, შემ­დეგ ისევ წავა და ასე... ბევ­რს იხ­ტუ­ნა­ვეს იქაც..."

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი

რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი

როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის მომავალი ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ამის შესახებ კონკრეტული გეგმები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აცხადებენ, მოქმედი პრეზიდენტი ვადის ამოწურვის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დარჩება, იპოლიტიკოსებს და ალბათ უცხოეთშიც გაემგზავრება-ხოლმე ლექციების ჩასატარებლად.

სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მათთვის პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ კონკრეტულად არაფერია ცნობილი, თუმცა პროგნოზებს მაინც აკეთებენ.

მიხეილ მაჭავარიანი: "მარჩიელობა არ მიყვარს. პრეზიდენტთან დღესაც გვქონდა შეხვედრა, ხვალაც იქნება და ალბათ შემდეგ გახდება ცნობილი მისი სამომავლო გეგმების შესახებ. როგორი შეფასებაც უნდა ჰქონდეს მისი მმართველობის პერიოდს, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის წინსვლაში და იმაში, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ამ რეგიონში საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცეულიყო. პოლიტიკური გეგმები ექნება თუ სხვა, ამას მოგვიანებით თავად პრეზიდენტი იტყვის. თუმცა მან რაღაც მინიშნებები გააკეთა, როდესაც ობამას ესაუბრა".

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომავალზე რამდენჯერმე მოკლე განცხადებაც გააკეთა. მაგალითად, აგვისტოში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ კახეთში მევენახეობა-მეღვინეობისა და ვაზის სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს. სექტემბერში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს კი თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და დასძინა ისიც, რომ საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის ბიბლიოთეკის გახსნას აპირებს.

სააკაშვილმა თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას რამდენიმე კვირის წინ ჩაუყარა საფუძველი და მშენებლობის გახსნისას აღნიშნა, რომ მომავალში მნიშვნელოვან დროს სწორედ ამ ბიბლიოთეკის განვითარებას დაუთმობს.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ხათუნა ოჩიაურის თქმით, პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე მკაფიოდ საუბრობს.

"ის არის ახალგაზრდა, ენერგიული, ძალიან ნიჭიერი და წარმატებული პოლიტიკოსი და ამას ისტორია მალე შეაფასებს. პრეზიდენტი ბოლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არის არჩეული და თავადაც აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში დარჩება. კონკრეტულად რას გააკეთებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მას უცხოეთიდან მიწვევებიც ექნება", - ამბობს ოჩიაური.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა შიდაპოლიტიკური საქმიანობის პარალელურად ლექციები დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტში წაიკითხოს.

"წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩვეულებრივ გააგრძელებს. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ორგანიზაციიდან, უნივერსიტეტიდანაც ჰქონდეს მიწვევა. ეს პარალელურად მოხდება. ვიცით, რომ ქვეყნის მოდერნიზაციის კუთხით მართლაც უნიკალური გამოცდილება აქვს. სააკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და დასავლური უნივერსიტეტები ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ-ხოლმე. დღესაც პოლიტსაბჭოს შეკრება გვქონდა და პოლიტიკურ პრობლემებზე ვისაუბრეთ... საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სააკაშვილის მსგავსი ლიდერის რესურსები გამოყენებული არ იყოს. თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ ბოლო დღეებში ქართული წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეებს მოქალაქეობა მიანიჭა, ან ის ფაქტი, რომ დღეს თურქეთის სკოლებში შესაძლებელია, ქართველებმა ქართული ისწავლონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო", - აღნიშნავს რატიანი.

მისი თქმით, "ქართული ოცნებისა" და რუსული პოლიტიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის დაჭერას მოითხოვს, მაგრამ ეს ქართული პოლიტიკისათვის ძალიან საზიანო იქნება.

"არ შეიძლება, ნორმალური ადამიანი ასეთ არანორმალურ და არაადეკვატურ ვარაუდებს განიხილავდეს. პრეზიდენტი ამაზე საუბრობს იმიტომ, რომ ამაზე "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი საუბრობს. თუმცა მგონია, ისინიც კი აცნობიერებენ, რას ნიშნავს ეს ქართული პოლიტიკის საერთაშორისო იმიჯისთვის. თუ დასავლური მიმართულებით გზას მიჰყვებიან, მაშინ ასეთი აზრები თავში არ უნდა მოსდიოდეთ, თუმცა დაზღვეულები არაფერში არ ვართ, იმ ფონზე, როდესაც პარტიის გენერალური მდივანი დაჭერილია და 1000 კაცი პასუხისმგებლობაშია მიცემული", - დასძენს რატიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის თვალსაზრისით, სააკაშვილი ამბიციური პიროვნებაა და აუცილებლად მოინდომებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.

"არ მგონია, ბევრი მიწვევა ჰქონდეს უნივერსიტეტებში. შეიძლება ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მიიწვიონ ლექციის წასაკითხად, როგორც ეს ხდება-ხოლმე, მაგრამ ასეთი რამ ხანგრძლივი არ არის, ამიტომაც ის აუცილებლად პოლიტიკაში დარჩენას მოინდომებს. თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეფასებას მისცემს მას ქართული საზოგადოება - როგორ შეფასებას მისცეს მის წარსულ პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუნდაც წასვლის წინ რა ნაბიჯებიც გადადგა...

"მგონია, რომ პოლიტიკური ფიგურა იქნება და შეეცდება, პარლამენტში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" დაიქვემდებაროს. ასევე შეეცდება, ადგილობრივ არჩევნებზე გავლენა იქონიოს, რომ 22%-იანი "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე მის სახელთან იყოს დაკავშირებული. მომავალი წლის ადგილობრივი არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები და შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები იყო. ეს იქნება გარდამტეხი არჩევნები. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა, სააკაშვილი დაიჭირონ, არაფერს გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ მხოლოდ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით ვინმეს ხელს მოჰკიდებენ. ეს ქვეყნისათვის დამანგრეველი იქნება და "ქართული ოცნება" ქვეყნის დასანგრევად არ მოსულა. არ გამოვრიცხავ, რომ დანაშაულებების ნუსხა იქნება. სულ მცირე, სააკაშვილის დაკითხვას არ გამოვრიცხავ... ჩვენ თვალწინ განვითარდა (ასეთი) მოვლენები იტალიაში, საფრანგეთში".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი მოუსვენარი კაცია და ის საქართველოშიც იქნება, ტელევიზიითაც გამოვა-ხოლმე და უცხოეთშიც ივლის, სადაც ალბათ ერთ-ორ ლექციას წაიკითხავს. დაჭერით კი, დიდი ალბათობით - არ დაიჭერენ.

"დაკითხვა მოსალოდნელია, დაჭერა - ნაკლებად", - "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს ბერძენიშვილი: " - სააკავშილი მოუსვენარი კაცია. ერთ ადგილას 5 წუთით დამჯდარი არასდროს გვინახავს, არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამიტომ იქაც იქნება და იქაც. ერთდროულად ყველაფერს იზამს - ბევრს იმოგზაურებს, საქართველოშიც იქნება, ტელევიზიებშიც გამოვა, ყველაფერს იზამს.

"მინდა გითხრათ, რომ მოიძებნება ისეთი ხალხი, რომლებსაც მისი ბედი აინტერესებთ. ჩემთვის საინტერესო ნაწილმა, ანუ რაც ქნა, უკვე გაიარა და მომავალში რას იზამს, აღარ მაინტერესებს, მაგრამ ვიღაცებს ალბათ დააინტერესებთ. ერთ ლექციას წაიკითხავს, მაგრამ ლექციებს არა, ამას სტაბილურად ვერ იზამს. ამიტომაც ერთი ლექცია ექნება სადღაც, შემდეგ ჩამოვა საქართველოში და აქ ექნება გამოსვლა, შემდეგ ისევ წავა და ასე... ბევრს იხტუნავეს იქაც..."

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა