მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის
მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის გა­მო­უ­სა­დე­გარ შე­ნო­ბად მი­იჩ­ნევს.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვა­რელ­ში, ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სა­ში­ნე­ლი კა­მა­თია" იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნდა იყოს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში.

სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლოა და ის რე­ზი­დენ­ცი­ად უნდა დარ­ჩეს. "პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე არ არის მი­შას სა­სახ­ლე, რამ­დე­ნიც არ უნდა იძა­ხო, მდი­დარს ვარ­თმევთ, ღა­რიბს ვაძ­ლევთ. ჯერ ერთი, მე არ ვარ მდი­და­რი და მე­ო­რეც, ხალ­ხს რო­გორ უბ­რუ­ნე­ბენ?! რა კეთ­დე­ბა იქ - "თაღ­ლა­უ­რა", "ხინ­კალ პა­ლა­სი" თუ რა?! რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ მათ ხალ­ხი­სად­მი გა­და­ცე­მა. სა­ქარ­თვე­ლოს მრვა­ლი სა­უ­კუ­ნე არ ჰქო­ნია პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე, რად­გან დამ­პყრო­ბელს ეს არ უნ­დო­და. ეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სიმ­ბო­ლოა. მე მოკ­რძა­ლე­ბულ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი და ისევ იქ ვბრუნ­დე­ბი, მაგ­რამ სა­სახ­ლე უნდა დარ­ჩეს. ერთ დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს რო­მე­ლი­ღაც სა­მი­ნის­ტრო, მე­ო­რე დღეს თქვეს - უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ერთხელ მა­ინც იქ­ნებ მო­სუ­ლი­ყო რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი და ეს სა­სახ­ლე ენა­ხა. ნა­ხონ, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვერ და­ე­ტე­ვა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი შე­ნო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის იდე­ა­ლუ­რი იყო ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა, რო­მელ­ზეც "ამე­რი­კე­ლე­ბი გიჟ­დე­ბოდ­ნენ". "ავ­ლაბ­რის შე­ნო­ბა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე უნდა იყოს, რად­გან ასე აშენ­და. ძვე­ლი "ცე­კას" შე­ნო­ბა ხომ არ გა­დაგ­ვი­კე­თე­ბია?! ეს არ ყო­ფი­ლა მორ­გე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ასე რომ, ეს კა­მა­თი აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მო­მა­ვა­ლი წლი­დან ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­თავ­სდე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამ მო­საზ­რე­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძეც იზი­ა­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის

მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის

საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარ შენობად მიიჩნევს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში "საშინელი კამათია" იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლეში.

სააკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლე სახელმწიფო სიმბოლოა და ის რეზიდენციად უნდა დარჩეს. "პრეზიდენტის სასახლე არ არის მიშას სასახლე, რამდენიც არ უნდა იძახო, მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ. ჯერ ერთი, მე არ ვარ მდიდარი და მეორეც, ხალხს როგორ უბრუნებენ?! რა კეთდება იქ - "თაღლაურა", "ხინკალ პალასი" თუ რა?! როგორ წარმოუდგენიათ მათ ხალხისადმი გადაცემა. საქართველოს მრვალი საუკუნე არ ჰქონია პრეზიდენტის სასახლე, რადგან დამპყრობელს ეს არ უნდოდა. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. მე მოკრძალებულ ბინაში ვცხოვრობდი და ისევ იქ ვბრუნდები, მაგრამ სასახლე უნდა დარჩეს. ერთ დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს რომელიღაც სამინისტრო, მეორე დღეს თქვეს - უნივერსიტეტი. ერთხელ მაინც იქნებ მოსულიყო რომელიმე მათგანი და ეს სასახლე ენახა. ნახონ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ დაეტევა, უნივერსიტეტისთვის სრულიად გამოუსადეგარი შენობაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტისთვის იდეალური იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომელზეც "ამერიკელები გიჟდებოდნენ". "ავლაბრის შენობა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს, რადგან ასე აშენდა. ძველი "ცეკას" შენობა ხომ არ გადაგვიკეთებია?! ეს არ ყოფილა მორგებული სააკაშვილზე, ის საუკუნეების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. ასე რომ, ეს კამათი აზრს მოკლებულია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება. მარგველაშვილის განმარტებით, ამ მოსაზრებას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც იზიარებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა