ქუთაისში, კახიანაურის დასახლებაში, ახალგაზრდობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ბავშვის ასაკი დაზუსტებული არ არის.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ, რომლებიც ბავშვის გადმოვარდნის მიზეზებს იკვლევენ.