ადიგენის მუნიციპალიტეტში, კიკიბოს მთაში, დაახლოებით 2 ჰექტარი ფართობი, საძოვარი და ტყის ნაწილი დაიწვა. ხანძრის ლიკვიდაცია ახალციხისა და ბორჯომის სახანძრო სამსახურებმა მოახერხეს.
როგორც ადიგენის სატყეო უბნის უფროსი სოსო რეხვიაშვილი აცხადებს, ხანძარი, სავარაუდოდ, მწყემსების დაუდევრობის გამო გაჩნდა, ვინაიდან ამ ადგილს საძოვრებად იყენებენ.