პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება
სოზარ სუბარი - ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება

ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, სო­ზარ სუ­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას არ აპი­რებს.

სო­ზარ სუ­ბა­რის თქმით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ იყო სა­უ­ბა­რი მის გა­და­ნაც­ვლე­ბა­ზე, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­შიც რჩე­ბო­და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის წევ­რად, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა­ზე სა­უ­ბა­რი შე­წყვე­ტი­ლია და იგი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრად რჩე­ბა.

"თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა სხვა ფორ­მუ­ლი­რე­ბაა. გა­დას­ვლა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ეს რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვია და ასეც რომ მომ­ხდა­რი­ყო ისე­დაც ვრჩე­ბო­დი გუნდში, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყდა, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი იქ, სა­დაც ვარ. დღე­საც მე გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, რომ დავ­რჩე და მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლო. რა­ი­მე სიგ­ნა­ლი არ მიგ­რძვნია, თუმ­ცა ცხა­დია, არ ვა­პი­რებ მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წრო. ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ვის გუნდს თა­ვად წა­რად­გენს. უც­ვლე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა და შემ­დეგ უკვე პარ­ლა­მენ­ტის, გვარ-სა­ხე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი გა­მი­გია. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

ამას­თან, მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ ვინ და­ი­კა­ვებს შს მი­ნის­ტრის პოსტს, თუმ­ცა სუ­ბა­რის თქმით, შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად მის ად­გილს ვინ­მე სხვა და­ი­კა­ვებს.

"მისი ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლად არ ვიცი, თუმ­ცა ცხა­დია, ამა­ზე არის სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა, რო­მელ­საც არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია შს მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­სად­გე­ნი კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სოზარ სუბარი - ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება

სოზარ სუბარი - ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება

ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

სოზარ სუბარის თქმით, რამდენიმე თვის წინ იყო საუბარი მის გადანაცვლებაზე, თუმცა იმ შემთხვევაშიც რჩებოდა სამთავრობო გუნდის წევრად, მაგრამ ამ ეტაპზე თანამდებობიდან წასვლაზე საუბარი შეწყვეტილია და იგი სასჯელაღსრულების მინისტრად რჩება.

"თანამდებობიდან წასვლა სხვა ფორმულირებაა. გადასვლაზე იყო საუბარი, ეს რამდენიმე თვის წინანდელი ამბავია და ასეც რომ მომხდარიყო ისედაც ვრჩებოდი გუნდში, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ დავრჩენილიყავი იქ, სადაც ვარ. დღესაც მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ დავრჩე და მუშაობა გავაგრძელო. რაიმე სიგნალი არ მიგრძვნია, თუმცა ცხადია, არ ვაპირებ მოვლენებს წინ გავუსწრო. ახალი პრემიერ-მინისტრი თავის გუნდს თავად წარადგენს. უცვლელობის შენარჩუნებაც მისი პრეროგატივაა და შემდეგ უკვე პარლამენტის, გვარ-სახელებთან დაკავშირებით არაფერი გამიგია. რამდენადაც ვიცი, არანაირი სერიოზული ცვლილება არ იგეგმება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს, თუმცა სუბარის თქმით, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არ იქნება და შესაბამისად მის ადგილს ვინმე სხვა დაიკავებს.

"მისი ვინაობის შესახებ გადაწყვეტილად არ ვიცი, თუმცა ცხადია, ამაზე არის საუბარი", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია შს მინისტრის პოსტზე წარსადგენი კანდიდატის ვინაობა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა