მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 2007 წელს, ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, რომელსაც თან შემდეგი ტექსტი დაურთო: "2007 წელი - ერთ-ერთი მეორესთვის ფეხის დადებას აპირებს".
ფოტოს ქვეშ პრეზიდენტს მხარდამჭერთა ბევრი კომენტარი დაიწერა, მათ შორის ასეთიც: "მეამაყება, რომ ისტორიაში პირველად რუსეთს ქედი არ მოვუხარეთ. წავაგეთ, მაგრამ ვიბრძოლეთ. გაგვყინეს მაგრამ გავთბით !!! მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ სახელმწიფოებრიობა გვაქვს და მადლობა, რომ მსოფლიო გვიცნობს როგორც ამაყ შეუპოვარ დიდსულოვან ერს, რომელიც ისწრაფვის ევროპულ მშობლიურ ოჯახში შესვლისთვის. თქვენ ისტორია დაგაფასებთ !!! ამ მწოველ პუტინს კი თავისი ერი გამოუტანს განაჩენს".
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდის ადმინისტრაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს გამოქვეყნებული ფოტოპოსტებით, ვინაიდან დღეს პუტინთან ერთად გადღებული ფოტო არ იყო ერთადერთი, რომელიც გვერდმა არქივიდან გააზიარა; გვერდის ადმინისტრაცია სააკაშვილის სხვადასხვა დროს გამართულ შეხვედრების ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს და თან მოკლე ისტორიებით აღწერს მათ.