საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია
ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია

ას­ტრა­ხა­ნი­დან ქარ­თველ მე­ფე­თა ნეშ­ტი გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გე­რა­სი­მემ (შა­რა­შე­ნი­ძე) გა­ნუ­ცხა­და, მე­ფე­თა ნეშ­ტე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ არის. ას­ტრა­ხან­ში სექ­ტემ­ბე­რის­თვის გა­სა­მარ­თი კონ­ფე­რენ­ცი­აც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ას­ტრა­ხან­ში სექ­ტემ­ბრის თვე­ში კონ­ფე­რენ­ცია უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, რათა იქა­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ე­გო, იქ და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი ქარ­თველ მე­ფე­თა ვახ­ტანგ მე-6-სა და თე­ი­მუ­რაზ II-ის ნეშ­თე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ, გაც­ნო­ბოდ­ნენ მათ ან­დერ­ძებს.

"კონ­ფე­რენ­ცია სექ­ტემ­ბერ­ში უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ვე­ლო­დე­ბით რუ­სე­თის მხრი­დან ამ შეხ­ვედ­რის თა­რი­ღის შე­თან­ხმე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გე­რა­სი­მემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რის თა­რი­ღის და­ზუს­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ას­ტრა­ხან­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ი­დან დე­ლე­გა­ცია ჩავა. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რო­დის შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვი­დეს დე­ლე­გა­ცია ას­ტრა­ხან­ში ან რო­დის შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს კონ­ფე­რენ­ცია. ჯერ შეხ­ვედ­რა შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ არის.

ამას­თან, მიტ­რო­პო­ლიტ­მა სა­უბ­რი­სას არ და­ა­დას­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის მხა­რეს არ სურს სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა და ქარ­თველ მე­ფე­თა ნეშ­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა. "რად­გა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბა მი­დის, ე.ი იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა", - დას­ძი­ნა მე­უ­ფე გე­რა­სი­მემ.

ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის: ვახ­ტანგ მე­ექ­ვსი­სა და თე­ი­მუ­რაზ მე­ო­რის ნეშტს ას­ტრა­ხა­ნი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და პატ­რი­არ­ქს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­მარ­თა. რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მიერ შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლი სხდო­მა 13 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა. რუ­სულ­მა მხა­რემ ის­ტო­რი­უ­ლი და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის შე­სას­წავ­ლად დრო ითხო­ვა.

ამას­თან, ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლია მე­ფე­თა ნეშ­ტის გან­სას­ვე­ნებ­ლად ქვის საფ­ლა­ვე­ბი.

ვახ­ტანგ მე­ექ­ვსე 1737 წელს 26 მარტს ას­ტრა­ხან­ში გარ­და­იც­ვა­ლა და მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

თე­ი­მუ­რაზ მე­ო­რე პე­ტერ­ბურ­გში 1762 წლის 8 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. მეფე-პო­ე­ტის ნეშ­ტი 1762 წლის 4 ივ­ნისს ას­ტრა­ხან­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ისიც მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში, მისი სი­მამ­რის, ვახ­ტანგ მე­ექ­ვსის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია

ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია

ასტრახანიდან ქართველ მეფეთა ნეშტი გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) განუცხადა, მეფეთა ნეშტების გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი სიახლე არ არის. ასტრახანში სექტემბერისთვის გასამართი კონფერენციაც არ ჩატარებულა.

როგორც ცნობილია, ასტრახანში სექტემბრის თვეში კონფერენცია უნდა გამართულიყო, რათა იქაურ საზოგადოებას გაეგო, იქ დასაფლავებული ქართველ მეფეთა ვახტანგ მე-6-სა და თეიმურაზ II-ის ნეშთების საქართველოში გადასვენების მიზეზების შესახებ, გაცნობოდნენ მათ ანდერძებს.

"კონფერენცია სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო. ჯერ არ ჩატარებულა. ველოდებით რუსეთის მხრიდან ამ შეხვედრის თარიღის შეთანხმებას", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

მისივე  განცხადებით, შეხვედრის თარიღის დაზუსტების შემთხვევაში, ასტრახანში საქართველოს ეკლესიიდან დელეგაცია ჩავა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეიძლება ჩავიდეს დელეგაცია ასტრახანში ან როდის შეიძლება გაიმართოს კონფერენცია. ჯერ შეხვედრა შეთანხმებული არ არის.

ამასთან, მიტროპოლიტმა საუბრისას არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარეს არ სურს საკითხის გადაწყვეტა და ქართველ მეფეთა ნეშტების საქართველოში გადმოსვენება. "რადგანაც მოლაპარაკება მიდის, ე.ი იქნება შეთანხმება", - დასძინა მეუფე გერასიმემ.

ქართველი მეფეების: ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტს ასტრახანიდან გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასული წლის ნოემბერში მიმართა. რუსეთის პატრიარქის მიერ შექმნილი კომისიის  პირველი სხდომა 13 დეკემბერს გაიმართა. რუსულმა მხარემ ისტორიული და არქეოლოგიური მასალის შესასწავლად დრო ითხოვა.

ამასთან, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში უკვე გამზადებულია მეფეთა ნეშტის განსასვენებლად ქვის საფლავები.

ვახტანგ მეექვსე 1737 წელს 26 მარტს ასტრახანში გარდაიცვალა და მიძინების ტაძარშია დაკრძალული.

თეიმურაზ მეორე პეტერბურგში 1762 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. მეფე-პოეტის ნეშტი 1762 წლის 4 ივნისს ასტრახანში გადაასვენეს და ისიც მიძინების ტაძარში, მისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით დაკრძალეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა