ისლამის გამო ვიდევნებით - მტკიცებულებები, რომლებიც შსს-ს ამხელს

ისლამის გამო ვიდევნებით - მტკიცებულებები, რომლებიც შსს-ს ამხელს

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, 20 წლის ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე 13 სექტემბერს, ბათუმში დააკავეს. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. წულუკიძე და ბახუნტარაძე დაპატიმრებამდე აცხადებდნენ, რომ ისინი შსს-ს მიერ რელიგიური ნიშნით იდევნებოდნენ, თუმცა ეს ბრალდება სამინისტრომ უარყო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს თემურ ბახუნტარაძეზე რელიგიური ნიშნით ზეწოლაში ამხელს. აუდიო ერთსაათიანია და ფარულად არის ჩაწერილი. ის ადასტურებს, რომ ბახუნტარაძის დაპატიმრებამდე შსს-ს თანამშრომელი თემურ კვანტალიანი მისგან დაჟინებით მოითხოვდა მოჭიდავეების წვრთნა შეეწყვიტა.

რამდენიმე ფრაგმენტი ჩანაწერიდან (სტილი დაცულია):

- თემურ კვანტალიანი, შსს - რამდენ ბავშვს ავარჯიშებ?

- ახლა 10-12 ბავშვი, მეტი არ ეტევა.

- მათი სახელები და გვარები მაინტერესებს.

- არ მახსოვს ყველას გვარი. ორი აქვე არიან მეზობლები. უშანგი და ჯაბა ჰქვიათ ძმებს.

- მინდა იცოდე შენ, რომ ურთიერთობა მინდა გვქონდეს ისეთი, რომ მე შენი მესმოდეს და შენ ჩემი გესმოდეს. მე, პირადად, შენთან არანაირი ინტერესი არა მაქვს. საქმე მოითხოვს ამას და ამიტომ კეთდება ესე. ტრენერი რომ ავარჯიშებს მოსწავლეს, დამთავრდება ვარჯიში, მიდის სახლში. შენ რა თქმა უნდა, შეგიძლია ილაპარაკო, მაგრამ როცა მთავრდება ვარჯიში და გრძელდება შეკრება, არ უნდა აცხადებდეს ის ხალხი, რომ რაღაც ზეგავლენის და ფსიქოლოგიური მომენტის გამო ისინი ვერ ამბობენ ამაზე უარს და უწევთ ამ ურთიერთობაში დარჩენა.

- ე.ი. თქვეს, რომ მე ზეგავლენა მაქვს მათზე?

- კი, ფსიქოლოგიური. ჩვენ მსგავსი საუბრები მარტო შენთან არ გვაქვს. ყველას ვესაუბრებით, რომ გავიგოთ რა ხდება რეალურად. რეალური სურათი არის ესეთი. ბავშვები, რომლებიც შენთან დადიან, რაღაც გაუცხოებას გრძნობენ ქართული და ეროვნული სიტუაციიდან. მე ვიცი, რომ ვარჯიშზე და ვარჯიშის შემდეგ შენთან არიან გარკვეული დრო. მე მინდა ცოტა სხვანაირი პასუხი გამცე. ეს ხალხი იმ ჭკუაზეა, რომ ჩვენთან დგას და საქართველოს მოქალაქეებისგან გაუცხოებულია. ჩვენ ამას არ მივესალმებით, პირდაპირ გეუბნები.

– თემურ, მე, არავის ძალას არ ვატან, მაგრამ შენ რასაც მეუბნები, რომ ისინი ზეგავლენის ქვეშ მყავს, ესე არ არის.

- შეიძლება ბუდა არ ხარ, მაგრამ ავტორიტეტი ხარ. ამიტომ, შენ რომ არ დაგადანაშაულო, მაგ ბავშვებს დაანებე თავი. ჩვენი წინადადება და მოთხოვნა შენთან არის, რომ დაანებე მაგ ბავშვებს თავი. შენ მიხედე შენს საქმეს, შენს თავს.

– ე.ი. ეს ბავშვები რომ მოვლენ დღეს ვარჯიშზე, ვუთხრა, აღარ მოხვიდეთ მეთქი?

კი ბატონო, თუ გინდა ეგრე უთხარი. იმიტომ რომ მაგ ბავშვებისგან, მათი საუბრიდან გამომდინარე ვამბობ, მათ ჰგონიათ, რომ საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა არის მეათეხარისხოვანი. ჭელიძეები გინდა, თუნდაც წულუკიძე.

– გასაგებია თემურ, მაგრამ მე გითხარი, ტყუილს არ ვიძახი. მე ქადაგებას ვერ შევწყვეტ. თუ ის ბავშვები ჩემთან აღარ მოვლენ, მოდი მეთქი, არ ვეტყვი. თუ მოვლენ და მეტყვიან, რაც აინტერესებთ, მიიღებენ იმას, რაც აინტერესებთ. თუ იმან ჭიდაობის გარდა სხვა რაღაცაც შემეკითხა, იმასაც ვუპასუხებ.

აუდიომასალა

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა