მომღერალ ჯენის ჯოპლინს გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
ვარსკვლავის გახსნის ცენემონიას გარდაცვლილი მომღერლის და-ძმა და ქანთრი მომღერალი კრის კრისტოფერსონი ესწრებოდნენ. კრისტოფერსონი კომპოზიცია Me and Bobby McGee-ის ავტორია, რომელიც ჯოპლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა.
ჯენის ჯოპლინი 1970 წელს 27 წლის ასაკში ნარკოტიკების დიდი დოზით გარდაიცვალა. მან კარიერის მანძილზე ოთხი სტუდიური ალბომის ჩაწერა მოასწრო.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.