საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს
პროდუქტები, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს

არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის მიერ ცხი­მის წვას აძ­ლი­ე­რებს და გახ­დო­მის პრო­ცე­სი უფრო ეფექ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­თია მა­გა­ლი­თად ანა­ნა­სი, უფრო სწო­რი იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, - ანა­ნა­სის გული. ანა­ნა­სი სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბა რამ­დე­ნი­მე ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბის საქ­მე­ში. მაგ­რამ ბრო­მე­ლა­ი­ნი, რო­მელ­საც "ცხი­მე­ბის მჭა­მე­ლი ენ­ზი­მის" სა­ხე­ლი­თაც მო­იხ­სე­ნე­ბენ, გემ­რი­ე­ლი ნა­ყოფ­ში კი არა, მის გულ­შია თავ­მოყ­რი­ლი, რო­მელ­საც მირ­თმე­ბის დროს ვაჭ­რით, რად­გან მა­გა­რი და მომ­წა­როა. ბრო­მე­ლა­ი­ნი შლის ცე­ლუ­ლი­ტის ქსო­ვი­ლებს და ზედ­მეტ ცხიმს გა­მო­დევ­ნის, რაც ორ­გა­ნიზ­მის დე­ტოქ­სი­კა­ცი­ას უწყობს ხელს.

და­რი­ჩი­ნი დი­ე­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით არც ისე ცნო­ბი­ლია, არა და ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა გა­აჩ­ნია. ის სის­ხლში შაქ­რის დო­ნეს ამ­ცი­რებს, შე­სა­ბა­მი­სად ეს შა­ქა­რი აღარ ჩა­ი­ლე­ქე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მის სა­ხით. თა­ნაც, და­რი­ჩი­ნით ად­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვა­ნაც­ვლოთ შა­ქა­რი ჩა­ი­ში, ყა­ვა­სა და იო­გურ­ტში/მა­წონ­ში, რაც კი­დევ უფრო ამ­ცი­რებს შაქ­რის მოხ­მა­რე­ბას.

რაც არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, ამ სი­ა­ში ბად­რი­ჯა­ნიც მოხ­ვდა. ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს შე­ი­ცავს და ორ­გა­ნიზმს ცხი­მის გა­და­მუ­შა­ვე­ბას უად­ვი­ლებს. რო­დე­საც ბად­რიჯ­ნის გა­სახ­დომ თვი­სე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ბუ­ნებ­რი­ვია არც ნიგვზი­ან ბად­რი­ჯანს ვგუ­ლის­ხმობთ და არც ტა­ფა­ზე ბლო­მად ზეთ­ში შემ­წვარს. თუ გვსურს რომ მისი სი­კე­თით ბო­ლომ­დე ვი­სარ­გებ­ლოთ, ბად­რი­ჯა­ნი უცხი­მოდ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ გრილ­ზე ან ღუ­მელ­ში, შემ­დეგ მცი­რე­ო­დე­ნი ზე­ი­თუ­ნის ზე­თით შე­ვა­ზა­ვოთ, სხვა­დას­ხვა მწვა­ნი­ლე­ულ­თან ერ­თად. ასე უფრო ჯან­სა­ღი­ცაა და გე­მოც შე­სა­ნიშ­ნა­ვი რჩე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

პროდუქტები, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს

პროდუქტები, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ ცხიმის წვას აძლიერებს და გახდომის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.

ასეთია მაგალითად ანანასი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, - ანანასის გული. ანანასი საუკეთესო პარტნიორად ითვლება რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლების საქმეში. მაგრამ ბრომელაინი, რომელსაც "ცხიმების მჭამელი ენზიმის" სახელითაც მოიხსენებენ, გემრიელი ნაყოფში კი არა, მის გულშია თავმოყრილი, რომელსაც მირთმების დროს ვაჭრით, რადგან მაგარი და მომწაროა. ბრომელაინი შლის ცელულიტის ქსოვილებს და ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, რაც ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.

დარიჩინი დიეტური თვალსაზრისით არც ისე ცნობილია, არა და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, შესაბამისად ეს შაქარი აღარ ჩაილექება ორგანიზმში ცხიმის სახით. თანაც, დარიჩინით ადვილად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ შაქარი ჩაიში, ყავასა და იოგურტში/მაწონში, რაც კიდევ უფრო ამცირებს შაქრის მოხმარებას.

რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ამ სიაში ბადრიჯანიც მოხვდა. ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებას უადვილებს. როდესაც ბადრიჯნის გასახდომ თვისებებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია არც ნიგვზიან ბადრიჯანს ვგულისხმობთ და არც ტაფაზე ბლომად ზეთში შემწვარს. თუ გვსურს რომ მისი სიკეთით ბოლომდე ვისარგებლოთ, ბადრიჯანი უცხიმოდ უნდა მოვამზადოთ გრილზე ან ღუმელში, შემდეგ მცირეოდენი ზეითუნის ზეთით შევაზავოთ, სხვადასხვა მწვანილეულთან ერთად. ასე უფრო ჯანსაღიცაა და გემოც შესანიშნავი რჩება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს