პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა მესხი: "მაია დარსმელიძემ არ ვიცი, თავის გუნდში რატომ ამიყვანა"
გოგა მესხი: "მაია დარსმელიძემ არ ვიცი, თავის გუნდში რატომ ამიყვანა"

მომ­ღე­რა­ლი გოგა მეს­ხი პრო­ექ­ტის­თვის "ახა­ლი ხმა" ახალ­ბე­და მუ­სი­კო­სი ნამ­დვი­ლად არ არის, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. არა­ერთ კონ­კურ­სში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ამის გამო თავი არ შე­უ­ზღუ­დავს და შო­უ­ში ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩერ­თო, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნია, რომ ის ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ახალს შეს­ძენს.

"ბრმა კას­ტინგზე" რომ მი­დი­ო­და, რა­ტომ­ღაც ფიქ­რობ­და, რომ ლელა წურ­წუ­მი­ას ჯგუფ­ში მოხ­ვდე­ბო­და, თუმ­ცა სულ სხვაგ­ვა­რად მოხ­და: ის დღეს მაია დარსმე­ლი­ძის გუნ­დის წევ­რია და ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონს მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" გოგა მესხს და­უ­კავ­შირ­და.

- გოგა, რა­ტომ ჩა­ერ­თე პრო­ექ­ტში?

- კარ­გი პრო­ექ­ტია, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის პი­ა­რის გა­კე­თე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა. თან, ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნია.

- შე­ნი­ა­ნად ვის მი­იჩ­ნევ?

- ეს არის ბენ­დი, დათო ფორჩხი­ძე...

- რო­გორ გგო­ნია, მაია დარსმე­ლი­ძემ "ბრმა კას­ტინგზე" რა­ტომ აგირ­ჩია?

- მეც გა­მიკ­ვირ­და, ალ­ბათ, და­ბა­ლი ხმის გამო, არ ვიცი... ისე, კი თქვა, "ფე­ი­სებ­თან" მუ­შა­ო­ბა არ მიყ­ვარ­სო, მაგ­რამ მა­ინც ამირ­ჩია... არა­და, მე სულ სხვაგ­ვა­რად ვფიქ­რობ­დი...

- რო­გორ?

- დათო ფორჩხი­ძე მე­გო­ბა­რია და ამის გამო ჯგუფ­ში არ ამიყ­ვან­და და არც მე წა­ვი­დო­დი მას­თან. სტე­ფა­ნე­სა და მაოს, მე­გო­ნა, რომ ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა არ მო­უნ­დე­ბო­დათ. ამი­ტომ ვფიქ­რობ­დი, რომ ლე­ლას­თან მოვ­ხვდე­ბო­დი... სულ სხვა­ნა­ი­რად მოხ­და, რი­თაც უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ ვარ...

- ახლა მა­ი­ას­თან მუ­შა­ობ და რინ­გის­თვის ემ­ზა­დე­ბით?

- კი, მა­ი­ას ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ახ­ლოს – არა. მა­გა­რი მუ­სი­კო­სი რომ იყო, ვი­ცო­დი, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა...

- რო­გორც მწვრთნე­ლი მომ­თხოვ­ნია?

- ამ ეტაპ­ზე რინ­გის­თვის ვემ­ზა­დე­ბით და ცოტა მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაქვს. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩვენს ჭკუ­ა­ზე დავ­დი­ვართ, - ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობთ და მაო ჯერ­ჯე­რო­ბით გვინ­დობს, მაგ­რამ არა მგო­ნია, ბო­ლომ­დე ასე გაგ­რძელ­დეს …

- გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ალ­ბათ ფიქ­რობ, არა?

- არ ვფიქ­რობ იმა­ზე, "ახა­ლი ხმა 2013" გავ­ხდე­ბი-მეთ­ქი. თუმ­ცა ვცდი­ლობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ხა­რის­ხი­ა­ნად გვა­კე­თო... რო­გორც მუ­სი­უ­კო­სი, ამ პრო­ექ­ტით სა­კუ­თარ თავს ბევრ სა­სარ­გებ­ლოს შევ­ძენ. მით უფრო, რომ ასე­თი მა­გა­რი მწვრთნე­ლი მყავს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბი.გე"-სთვის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

გოგა მესხი: "მაია დარსმელიძემ არ ვიცი, თავის გუნდში რატომ ამიყვანა"

გოგა მესხი: "მაია დარსმელიძემ არ ვიცი, თავის გუნდში რატომ ამიყვანა"

მომღერალი გოგა მესხი პროექტისთვის "ახალი ხმა" ახალბედა მუსიკოსი ნამდვილად არ არის, მას საზოგადოება კარგად იცნობს. არაერთ კონკურსში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ამის გამო თავი არ შეუზღუდავს და შოუში ენთუზიაზმით ჩერთო, რადგანაც მიაჩნია, რომ ის ბევრ საინტერესოსა და ახალს შესძენს.

"ბრმა კასტინგზე" რომ მიდიოდა, რატომღაც ფიქრობდა, რომ ლელა წურწუმიას ჯგუფში მოხვდებოდა, თუმცა სულ სხვაგვარად მოხდა: ის დღეს მაია დარსმელიძის გუნდის წევრია და ძალიანაც მოსწონს მასთან ერთად მუშაობა. "ამბები.გე" გოგა მესხს დაუკავშირდა.

- გოგა, რატომ ჩაერთე პროექტში?

- კარგი პროექტია, საკუთარი თავისთვის პიარის გაკეთების საუკეთესო საშუალება მეძლევა. თან, ყველა ჩემიანია.

- შენიანად ვის მიიჩნევ?

- ეს არის ბენდი, დათო ფორჩხიძე...

- როგორ გგონია, მაია დარსმელიძემ "ბრმა კასტინგზე" რატომ აგირჩია?

- მეც გამიკვირდა, ალბათ, დაბალი ხმის გამო, არ ვიცი... ისე, კი თქვა, "ფეისებთან" მუშაობა არ მიყვარსო, მაგრამ მაინც ამირჩია... არადა, მე სულ სხვაგვარად ვფიქრობდი...

- როგორ?

- დათო ფორჩხიძე მეგობარია და ამის გამო ჯგუფში არ ამიყვანდა და არც მე წავიდოდი მასთან. სტეფანესა და მაოს, მეგონა, რომ ჩემთან მუშაობა არ მოუნდებოდათ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ლელასთან მოვხვდებოდი... სულ სხვანაირად მოხდა, რითაც უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ...

- ახლა მაიასთან მუშაობ და რინგისთვის ემზადებით?

- კი, მაიას ვიცნობდი, მაგრამ ახლოს – არა. მაგარი მუსიკოსი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ საოცარი ადამიანი აღმოჩნდა...

- როგორც მწვრთნელი მომთხოვნია?

- ამ ეტაპზე რინგისთვის ვემზადებით და ცოტა მეტი თავისუფლება გვაქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ჩვენს ჭკუაზე დავდივართ, - ერთობლივად ვმუშაობთ და მაო ჯერჯერობით გვინდობს, მაგრამ არა მგონია, ბოლომდე ასე გაგრძელდეს …

- გამარჯვებაზე ალბათ ფიქრობ, არა?

- არ ვფიქრობ იმაზე, "ახალი ხმა 2013" გავხდები-მეთქი. თუმცა ვცდილობ, რომ ყველაფერი ხარისხიანად გვაკეთო... როგორც მუსიუკოსი, ამ პროექტით საკუთარ თავს ბევრ სასარგებლოს შევძენ. მით უფრო, რომ ასეთი მაგარი მწვრთნელი მყავს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება