გერმანიის ქალაქ ჰამბურგს 2013 წლის პრემია DOGS AWARD მიენიჭა, როგორც ძაღლებისთვის ყველაზე თავისუფალ და კომფორტულ ქალაქს.
ქალაქში დაახლოებით 40 000 ძაღლი ცხოვრობს, რომლებისთვისაც 120 გამწვანებული ადგილი და აუსენალსტერის ტბის სანაპიროზე უზარმაზარი ტრასაა შექმნილი.
ამ ტერიტორიაზე პატრონებს საკუთარი შინაური ცხოველის გასეირნება საყელოსა და ალიკაპის გარეშე შეუძლიათ. გარდა ამისა, ჰამბურგში ვეტერინარული კლინიკების და ძაღლების სილამაზის სალონების ფართო არჩევანია.
"ჰამბურგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური და სუფთა ქალაქია. აქ ბევრი პარკი და გამწვანებული ადგილია, სადაც ძაღლებს თავისუფლებითა და ცხოვრების მაღალი ხარისხით ტკბობა შეუძლიათ",- აცხადებს კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი.
ყოველწლიური პრემია DOGS AWARD გერმანიაში მეხუთედ გაიცემა.
მომზადებულია Presseportal.de-ის მიხედვით.