მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკადრო წმენდა მთავრობაში - ვინ დარჩება მინისტრთა კაბინეტს მიღმა
 საკადრო წმენდა მთავრობაში - ვინ დარჩება მინისტრთა კაბინეტს მიღმა

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი შალ­ვა ფი­ფია - ეს იმ მი­ნის­ტრე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის აზ­რით, სა­კად­რო წმენ­და­ში მოხ­ვედ­რა­სა და პოს­ტი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

მათი უმე­ტე­სო­ბა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი პრე­მი­ე­რის მოს­ვლის შემ­დეგ, მთავ­რო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს არ ელი­ან, თუმ­ცა აქვე დას­ძე­ნენ, რომ ეს ცუდი არ იქ­ნე­ბო­და.

იმის შე­სა­ხებ, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს უნდა ვე­ლო­დოთ, გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა, არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა გა­ა­კე­თა და დას­ძი­ნა, რომ ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"იმე­დი გვაქვს, რომ ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე იქ­ნე­ბა. ეს თა­ვის­თა­ვად მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას და, რა თქმა უნდა, იმას ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი, ზო­გა­დად სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა, პარ­ტი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. ეს მეტ-ნაკ­ლე­ბად ად­რეც ასე იყო, მაგ­რამ ახლა უფრო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოხ­დე­ბა.

"მთავ­რო­ბა­ში ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბით. რო­გორც მოქ­მედ­მა პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და და მო­მა­ვალ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ ხე­დავს, თუმ­ცა არც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ამა­ში უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი იც­ვლე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლა­დაც, შე­იც­ვა­ლოს", - გა­ნა­ცხა­და არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

"რე­ზო­ნან­სი" შე­ე­ცა­და გა­ე­გო თუ ვის შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ცვლი­ლე­ბე­ბი, ვინ შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვოს პოს­ტი და ვისი წას­ვლა წა­ად­გე­ბა საქ­მე­საც და სა­ხელ­მწი­ფო­საც. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზრი ამ თე­მა­ზე გა­ი­ყო და მათ ის მი­ნის­ტრე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც, მათი აზ­რით, ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყო.

"შე­საძ­ლოა ეს ცვლი­ლე­ბა ბა­ტონ ალა­სა­ნი­ას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ვი­ნა­ი­დან იგი პრე­მი­ერ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლას­თან და­კაშ­ვი­რე­ბით ახ­სე­ნა. თუმ­ცა, იმე­დი მაქვს ეს ცვლი­ლე­ბა მას არ შე­ე­ხე­ბა, ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი მი­ნის­ტრია.

"ასე­ვე არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი აქ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრიც იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, ვი­ნა­ი­დან რო­გორც ვიცი, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა ბი­უ­ჯეტ­ში 400-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გარ­ღვე­ვაა, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცი­აა და შე­საძ­ლოა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრთა­ნაც არ­სე­ბობ­დეს გარ­კვე­უ­ლი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი.

"თუმ­ცა, არ მგო­ნია მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ად­გი­ლი რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს ჰქონ­დეს. შე­იძ­ლე­ბა 1-2 მი­ნის­ტრი შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ დიდ ცვლი­ლე­ბებს ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ," - გვი­თხრა სა­ერ­თა­შო­რი­სო და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნიკა ჩი­ტა­ძემ.

ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას აზ­რით, ზო­გა­დად მთავ­რო­ბას, აქამ­დე რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამს და ამი­ტომ, გა­ნახ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. მისი თქმით, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მაგ­რამ მარ­ტო წე­სი­ე­რე­ბა და ივა­ნიშ­ვილ­თან ახ­ლობ­ლო­ბა არაა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი მი­ნის­ტრი იყოს ან რამე დიდი პოს­ტი ეკა­ვოს.

"შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო 3 ძა­ლი­ან ჩა­ვარ­დნი­ლი სფე­რო, სა­დაც შე­სამ­ჩნე­ვი წინსვლაა - ესაა ში­ნა­გან საქ­მე­თა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი. აქ სა­კი­თხი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მი­ა­ნი და გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ამ უწყე­ბებ­ში წინსვლა ნამ­დვი­ლად თვალ­ში­სა­ცე­მია და შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს არ და­ი­ნა­ხო.

"გარ­და ამ სამი მი­ნის­ტრი­სა, რა თქმა უნდა, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი მი­ნის­ტრია ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აც თა­ვი­სი კავ­ში­რე­ბი­თა და პარ­ლა­მენ­ტში მისი გუნ­დით. წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი კაცი ჩანს დევ­ნილ­თა მი­ნის­ტრიც, ჩანს რომ მონ­დო­მე­ბუ­ლი­ცაა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი ფორ­მი­რე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ში არ შე­იმ­ჩნე­ვა", - ამ­ბობს ბა­ღა­თუ­რია და დას­ძენს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­ნახ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამას, ამ ეტაპ­ზე არ ელის.

ბევ­რი მი­ნის­ტრი იმ­სა­ხუ­რებს შეც­ვლას პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის აზ­რით. მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მი­ნის­ტრე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მთავ­რო­ბა გა­და­ხა­ლის­დე­ბა.

"ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ, რომ დღეს მთავ­რო­ბა­ში კარ­გი და უკე­თე­სი მი­ნის­ტრე­ბი არი­ან, რო­გორც ეს ივა­ნიშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ თქვა. არის რამ­დე­ნი­მე მარ­თლაც კარ­გი მი­ნის­ტრი - ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი (და­ვით სერ­გე­ენ­კო), იფნ­რას­ტრუქ­ტუ­რის (და­ვით ნარ­მა­ნია), თავ­დაც­ვის (ირაკ­ლი ალა­სა­ნია) და ა.შ. მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მი­ნის­ტრო კრი­ტი­კას უბ­რა­ლოდ ვერ უძ­ლებს - გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა არ და­წყე­ბუ­ლა, რაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და კი­დევ ბევრ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­შიც. მთლი­ა­ნო­ბა­ში, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნავს ლა­გა­ზი­ძე.

მი­ნის­ტრე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ იმიჯს აფა­სებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დია და ასა­ხე­ლებს მი­ნის­ტრებს, ვი­საც მისი აზ­რით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­ცთუ მყა­რი იმი­ჯი აქვთ.

"გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი მიჩ­ნდე­ბა ნო­დარ ხა­დურ­თან და კახა კა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბო­ლომ­დე თა­ვი­სუფ­ლად ვერ რე­ა­ლიზ­დე­ბი­ან. ოპო­ნენ­ტე­ბი­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათი იმი­ჯის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ხელს უშ­ლის. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

"არი­ან მი­ნის­ტრე­ბი, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უფრო პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯი აქვთ - ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი შალ­ვა ფი­ფია, შსს, იუს­ტი­ცი­ის", - აცხა­დებს გამ­ზარ­დია.

ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი, "ლი­დერ­თა სკო­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ეკო­ნო­მის­ტის გია მა­ი­საშ­ვი­ლის აზ­რით, ყვე­ლა­ზე მე­ტად, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ვერ გა­ა­მარ­თლა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­იჩ­ნევს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პირ­ველ რიგ­ში ის უნდა გან­თა­ვი­სუფ­ლდეს.

"შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ცვლი­ლე­ბა და გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა ეკო­ნო­მი­კურ გუნდში უნდა მოხ­დეს. ესაა დღეს ყვე­ლა­ზე სუს­ტი და სა­სი­ცო­ცხლო სფე­რო. ვფიქ­რობ, ახალ პრე­მი­ერს ახლა თაფ­ლო­ბის თვე აქვს და შემ­დგომ ამ სფე­როს ცვლი­ლე­ბით უფრო მეტ სა­სუნ­თქ ენერ­გი­ას მის­ცემს", - გა­ნა­ცხა­და მა­ი­საშ­ვილ­მა.

თაკო მა­თეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საკადრო წმენდა მთავრობაში - ვინ დარჩება მინისტრთა კაბინეტს მიღმა

 საკადრო წმენდა მთავრობაში - ვინ დარჩება მინისტრთა კაბინეტს მიღმა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია - ეს იმ მინისტრების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პოლიტოლოგებისა და ოპოზიციის აზრით, საკადრო წმენდაში მოხვედრასა და პოსტიდან განთავისუფლებას ყველაზე მეტად იმსახურებენ.

მათი უმეტესობა იმასაც აღნიშნავს, რომ ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ, მთავრობაში სერიოზულ ცვლილებებს არ ელიან, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ეს ცუდი არ იქნებოდა.

იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ, განცხადება "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა გააკეთა და დასძინა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.

"იმედი გვაქვს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი პარტიის თავმჯდომარე იქნება. ეს თავისთავად მმართველი პარტიის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ მომავალი სამთავრობო ცვლილებები, ზოგადად საკადრო პოლიტიკა, პარტიაში განიხილება. ეს მეტ-ნაკლებად ადრეც ასე იყო, მაგრამ ახლა უფრო მიზანმიმართულად მოხდება.

"მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს არ ველოდებით. როგორც მოქმედმა პრემიერმა განაცხადა და მომავალმაც დაადასტურა, ამის აუცილებლობას ვერავინ ხედავს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდეს. ამაში უჩვეულო არაფერი იქნება, როდესაც პრემიერი იცვლება, შესაძლებელია, მთავრობის შემადგენლობა ნაწილობრივ ან სრულადაც, შეიცვალოს", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

"რეზონანსი" შეეცადა გაეგო თუ ვის შეიძლება შეეხოს ცვლილებები, ვინ შეიძლება დატოვოს პოსტი და ვისი წასვლა წაადგება საქმესაც და სახელმწიფოსაც. სპეციალისტების აზრი ამ თემაზე გაიყო და მათ ის მინისტრები დაასახელეს, ვისი საქმიანობაც, მათი აზრით, ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებად ეფექტური იყო.

"შესაძლოა ეს ცვლილება ბატონ ალასანიას სახელს უკავშირდებოდეს, ვინაიდან იგი პრემიერმა რამდენჯერმე ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკაშვირებით ახსენა. თუმცა, იმედი მაქვს ეს ცვლილება მას არ შეეხება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ კარგი მინისტრია.

"ასევე არაა გამორიცხული აქ ფინანსთა მინისტრიც იგულისხმებოდეს, ვინაიდან როგორც ვიცი, რაღაც პრობლემები შეიქმნა ბიუჯეტში 400-მილიონიანი გარღვევაა, ასევე ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა და შესაძლოა ეკონომიკის მინისტრთანაც არსებობდეს გარკვეული კითხვის ნიშნები.

"თუმცა, არ მგონია მინისტრთა კაბინეტში ადგილი რადიკალურ ცვლილებებს ჰქონდეს. შეიძლება 1-2 მინისტრი შეიცვალოს, მაგრამ დიდ ცვლილებებს ეჭვის თვალით ვუყურებ," - გვითხრა საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ჩიტაძემ.

ჯონდი ბაღათურიას აზრით, ზოგადად მთავრობას, აქამდე რამე განსაკუთრებული ნაბიჯები არ გადაუდგამს და ამიტომ, განახლებას მოითხოვს. მისი თქმით, იქ ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი მუშაობს, მაგრამ მარტო წესიერება და ივანიშვილთან ახლობლობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი მინისტრი იყოს ან რამე დიდი პოსტი ეკავოს.

"შემიძლია დავასახელო 3 ძალიან ჩავარდნილი სფერო, სადაც შესამჩნევი წინსვლაა - ესაა შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. აქ საკითხისადმი სერიოზული საქმიანი და გულწრფელი დამოკიდებულებაა. ამ უწყებებში წინსვლა ნამდვილად თვალშისაცემია და შეუძლებელია ეს არ დაინახო.

"გარდა ამ სამი მინისტრისა, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი მინისტრია ირაკლი ალასანიაც თავისი კავშირებითა და პარლამენტში მისი გუნდით. წესიერი და პატიოსანი კაცი ჩანს დევნილთა მინისტრიც, ჩანს რომ მონდომებულიცაა, მაგრამ რეალური ფორმირება სამინისტროში არ შეიმჩნევა", - ამბობს ბაღათურია და დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ მინისტრთა კაბინეტის განახლება რეალური იქნება, მაგრამ ამას, ამ ეტაპზე არ ელის.

ბევრი მინისტრი იმსახურებს შეცვლას პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით. მან ჩვენთან საუბარში წარმატებული და წარუმატებელი მინისტრები ჩამოთვალა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა გადახალისდება.

"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დღეს მთავრობაში კარგი და უკეთესი მინისტრები არიან, როგორც ეს ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ თქვა. არის რამდენიმე მართლაც კარგი მინისტრი - ჯანდაცვის მინისტრი (დავით სერგეენკო), იფნრასტრუქტურის (დავით ნარმანია), თავდაცვის (ირაკლი ალასანია) და ა.შ. მაგრამ ძალიან ბევრი სამინისტრო კრიტიკას უბრალოდ ვერ უძლებს - განათლების რეფორმა არ დაწყებულა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კულტურის სფეროში ასევე სერიოზული ცვლილებებია განსახორციელებელი და კიდევ ბევრ სხვა მიმართულებაშიც. მთლიანობაში, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მისასალმებელი და აუცილებელია", - აღნიშნავს ლაგაზიძე.

მინისტრების საზოგადოებაში დამკვიდრებულ იმიჯს აფასებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია და ასახელებს მინისტრებს, ვისაც მისი აზრით საზოგადოებაში არცთუ მყარი იმიჯი აქვთ.

"გარკვეული კითხვები მიჩნდება ნოდარ ხადურთან და კახა კალაძესთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებაში ბოლომდე თავისუფლად ვერ რეალიზდებიან. ოპონენტებისა თუ საზოგადოების დამოკიდებულება მათი იმიჯის სტაბილურობას ხელს უშლის. იგივე შემიძლია ვთქვა რეინტეგრაციის მინისტრთან დაკავშირებითაც.

"არიან მინისტრები, რომელთაც საზოგადოებაში უფრო პოზიტიური იმიჯი აქვთ - ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, შსს, იუსტიციის", - აცხადებს გამზარდია.

ხალხის მოლოდინი, "ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელის, ეკონომისტის გია მაისაშვილის აზრით, ყველაზე მეტად, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვერ გაამართლა და აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ დაკავებული თანამდებობიდან პირველ რიგში ის უნდა განთავისუფლდეს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მთავარი ცვლილება და გადაიარაღება ეკონომიკურ გუნდში უნდა მოხდეს. ესაა დღეს ყველაზე სუსტი და სასიცოცხლო სფერო. ვფიქრობ, ახალ პრემიერს ახლა თაფლობის თვე აქვს და შემდგომ ამ სფეროს ცვლილებით უფრო მეტ სასუნთქ ენერგიას მისცემს", - განაცხადა მაისაშვილმა.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა