ვილნიუსის სამიტზე შესაძლოა, ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , ამ უფლების მოსაპოვებლად ქართული მხარე ვილნიუსის სამიტის საორგანიზაციო მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
"ეს თემა განხილვის პროცესშია და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. განხილვა მიმდინარეობს თავად სამიტის ორგანიზატორებთან, რომ ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი სამიტზე", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყველა სახის ინფორმაცია, თუ როგორ იქნება საქართველო სამიტზე წარმოდგენილი გარდა პოლიტიკური მხარისა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.