საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი, რომელიც მეგობრის კეთილდღეობისთვის არასასურველ ქალთან სექსზე თანახმაა
ბიჭი, რომელიც მეგობრის კეთილდღეობისთვის არასასურველ ქალთან სექსზე თანახმაა

ლე­ვან ბუ­ა­ძე სე­რი­ალ­ში - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" მე­ქალ­თა­ნე ნი­კას როლს ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც გო­გო­ნას მო­ხიბ­ვლა გოგ­რის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბილ­საც კი შე­უძ­ლია და მე­გობ­რის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, არა­სა­სურ­ველ ქალ­თან სექსზეც თა­ნახ­მაა... მალე მსა­ხი­ო­ბი რუ­სუ­დან პირ­ვე­ლის ახალ ფილმზე - "ძი­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი" და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას და ნი­კას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მო­უ­წევს.

- ძა­ლი­ან მინ­და, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქონ­დეს, რად­გან მსა­ხი­ო­ბო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მუ­ღა­მი სწო­რედ ის არის, როცა მა­გა­ლი­თად, დღეს მე­ქალ­თა­ნის როლს შე­ას­რუ­ლებ, ხვალ - მეც­ნი­ე­რის, ზეგ - მფრი­ნა­ვის...

- ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებ­მა პირ­ვე­ლად სე­რი­ალ­ში - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" გი­ხი­ლეს. სა­კუ­თა­რი თავი უკეთ გაგ­ვა­ცა­ნი.

- კი­ნო­რე­ჟი­სო­რის დიპ­ლო­მი მაქვს, მაგ­რამ მა­ნამ­დე სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე 3 წელი ვსწავ­ლობ­დი. ასე რომ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი არ ვარ. "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან ად­რეც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი: მათ პრო­ექ­ტებ­ში ("შუა ქა­ლაქ­ში", "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან") ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი მი­თა­მა­შია. შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ. ივ­ლის­ში და­მი­რე­კეს - კას­ტინ­გი გვაქ­ვსო. კას­ტინ­გის პირ­ვე­ლი ტური გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის იყო - ტექ­სტი წა­მა­კი­თხეს. ამას იმპრო­ვი­ზა­ცი­ის ტური მოჰ­ყვა, მერე - "პი­ლო­ტი" ჩა­ი­წე­რა. საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი - 1-თვი­ა­ნი კას­ტინ­გი იყო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნი­კას როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს.

- რას ფიქ­რობ ისეთ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც ბევ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი ჰყავს და მათ­გან მორ­თმე­ულ სა­მახ­სოვ­რო ნივ­თებს ინა­ხავს?

- რომ გი­თხრათ, - ნი­კა­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, გუ­ლის სიღ­რმე­ში, სიყ­ვა­რულს ისიც ეძებს, ოღონდ - თა­ვი­სე­ბუ­რად.

- ნი­კას რო­ლის გამო, გო­გო­ნე­ბის ნდო­ბა ხომ არ და­კარ­გე?

- არ ვიცი... მსა­ხი­ობ­მა შე­იძ­ლე­ბა, მკვლე­ლის რო­ლიც შე­ას­რუ­ლოს, მაგ­რამ ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ღა­ცას ზურ­გი­დან მი­ე­პა­რე­ბა და და­ნას და­არ­ჭობს?

- რაც ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდი, ხალ­ხის­გან რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ?

- არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ვინ­მეს ჩემ­თვის აგ­რე­სი­უ­ლად რა­ი­მე ეთ­ქვას, პი­რი­ქით - ქუ­ჩა­ში, "ფე­ის­ბუკ­ზე", ბან­კში თუ სხვა­გან, ყველ­გან თბი­ლად მხვდე­ბი­ან. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სე­რი­ა­ლი მოს­წონთ, რაც მა­ხა­რებს.

- ნი­კას მსგავ­სად, გო­გო­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად რა­ი­მე "სა­ფირ­მო" ფრა­ზას ხომ არ იყე­ნებ?

- სქე­მის მი­ხედ­ვით არა­სო­დეს მი­მოქ­მე­დია. ამ მხრივ ჩემი პერ­სო­ნა­ჟის­გან ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბი!

- რე­ა­ლუ­რად, მე­ქალ­თა­ნე არ ხარ?

- ნამ­დვი­ლად არ ვარ, პი­რი­ქით - სა­კუ­თა­რი თავი ძა­ლი­ან ერ­თგულ პი­როვ­ნე­ბად მი­მაჩ­ნია, რად­გან ჩემი "ერ­თა­დერ­თი" მყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს!

- შენი რჩე­უ­ლი ვინ არის?

- მა­კუ­ნა ჰქვია. ერთ-ერთი საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი გახ­ლავთ. ნა­ხე­ვა­რი წე­ლია, რაც ერ­თად ვართ. წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი არა­ფე­რი გვქო­ნია. საკ­მა­ოდ მალე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონს, მერე კი ყვე­ლა­ფე­რი რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბად გა­და­იქ­ცა.

- შენ და შენს პერ­სო­ნაჟს რა­ი­მე სა­ერ­თო თვი­სე­ბა გაქვთ?

- მომ­წონს, რომ ნიკა ძა­ლი­ან ალა­ლი, გუ­ლუბ­რყვი­ლო ტიპი და მე­გობ­რე­ბის ერ­თგუ­ლია. ალ­ბათ ჩვე­ნი სა­ერ­თო თვი­სე­ბაც ეს არის. იმე­დია, ჩემს მე­გობ­რებს ერ­თგულ მე­გობ­რად მი­ვაჩ­ნი­ვარ.

- ნიკა ისე­თი ერ­თგუ­ლია, რომ მე­გობ­რის გამო, არა­სა­სურ­ველ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც და­თან­ხმდა.

- კი, ასე­თი მსხვერ­პლის­თვი­საც მზად იყო.

- შენც ასე­თი "გა­ბე­დუ­ლი" ხარ?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია და იმე­დია, არც მექ­ნე­ბა (იცი­ნის).

- ლე­ვან, კი­დევ რა სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს?

- ვიდ­რე "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" და­ი­წყე­ბო­და, ვი­თა­მა­შე ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ 16-სე­რი­ი­ან სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც ლე­ვან კი­ტი­ამ და ოთარ შა­მა­თა­ვამ "გა­ა­კე­თეს".

- რე­ჟი­სუ­რა­ში ძა­ლე­ბი მო­გი­სინ­ჯავს?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე - არა. რო­ლე­ბის თა­მა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამ საქ­მის კე­თე­ბით ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ... თა­ნაც, 24 წლის ბი­ჭის რე­ჟი­სო­რო­ბა სა­სა­ცი­ლოა. რე­ჟი­სუ­რას ცოტა სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა და ასა­კი სჭირ­დე­ბა. ალ­ბათ დად­გე­ბა დრო, როცა რა­ღა­ცას გა­და­ვი­ღებ.

- ამ­ჟა­მად სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, კი­დევ რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ნო­ვე­ლე­ბი და რამ­დე­ნი­მე კი­ნოს­ცე­ნა­რი მაქვს და­წე­რი­ლი. 7-8 წე­ლია, რაც ამ სფე­რო­თი, დრა­მა­ტურ­გი­ის კა­ნო­ნებ­ში "გა­წაფ­ვით" და­ვინ­ტე­რეს­დი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, დიდი ნო­ვე­ლის (რო­მანს ვერ ვუ­წო­დებ) წერა და­ვას­რუ­ლე. მსურს, წიგ­ნად გა­მოვ­ცე.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხარ?

- ძა­ლი­ან! საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბა მომ­წონს - სა­ჩუქ­რით, ვახ­შმის მომ­ზა­დე­ბით...

- კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ხარ?

- გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის ჭა­მაც მიყ­ვარს და მომ­ზა­დე­ბაც. კუ­ლი­ნა­რია ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- კი­დევ რა­ი­მე ჰობი ხომ არ გაქვს?

- ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვარ. თუკი რა­მემ და­მა­ინ­ტე­რე­სა, "მივ­ქექ-მოვ­ქე­ქავ" ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი, ხეზე კვე­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა სფე­რო მა­ინ­ტე­რე­სებს. ხეზე კვე­თა კე­თილ­შო­ბი­ლურ საქ­მედ მი­მაჩ­ნია.

- ხეზე რა­ი­მე ამო­გიკ­ვე­თავს?

- არა, მაგ­რამ ამ საქ­მის შეს­წავ­ლის დიდი სურ­ვი­ლი მაქვს.

- შენი ოჯა­ხი გაგ­ვა­ცა­ნი.

- დე­და­ჩე­მი - მსა­ხი­ო­ბი მაია ტუ­რი­აშ­ვი­ლი, მამა - კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და კი­ნოს­ცე­ნა­რის­ტი ზაზა ბუ­ა­ძე გახ­ლავთ. დე­დი­სერ­თა ვარ.

- მშობ­ლე­ბი შენ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ როლს რო­გორ აფა­სე­ბენ? შე­ნიშ­ვნას უფრო ხში­რად გე­უბ­ნე­ბი­ან თუ ქა­თი­ნა­ურს?

- ცოტ-ცოტა - ყვე­ლა­ფერს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მგო­ნი, უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არ არი­ან. სე­რი­ალს რომ უყუ­რე­ბენ, ეგ ვიცი (იცი­ნის).

- ეგო­ის­ტი დე­დი­სერ­თა ხარ?

- ეგო­ის­ტი - არა, მაგ­რამ მე­სა­კუთ­რე ვარ: ბევრ ყუ­რა­დღე­ბა­სა და სით­ბოს ვი­თხოვ. რამ­დენ სით­ბო­საც გავ­ცემ, იმ­დე­ნის მი­ღე­ბა მინ­და.

- მერე, სა­ჭი­რო სით­ბოს და ყუ­რა­დღე­ბას ყო­ველ­თვის იღებ?

- კი, ვი­ღებ და მეც გავ­ცემ ხოლ­მე.

- ამ მხრივ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფილ­ხარ?

- ახლა ისე კარ­გად ვარ, რომ სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს, ადრე რა იყო.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბიჭი, რომელიც მეგობრის კეთილდღეობისთვის არასასურველ ქალთან სექსზე თანახმაა

ბიჭი, რომელიც მეგობრის კეთილდღეობისთვის არასასურველ ქალთან სექსზე თანახმაა

ლევან ბუაძე სერიალში - "ჩვენი ამბავი" მექალთანე ნიკას როლს ასრულებს, რომელსაც გოგონას მოხიბვლა გოგრის ფორმაში გამოწყობილსაც კი შეუძლია და მეგობრის კეთილდღეობისთვის, არასასურველ ქალთან სექსზეც თანახმაა... მალე მსახიობი რუსუდან პირველის ახალ ფილმზე - "ძილის გაკვეთილები" დაიწყებს მუშაობას და ნიკასგან განსხვავებული პერსონაჟის განსახიერება მოუწევს.

- ძალიან მინდა, მრავალფეროვანი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდეს, რადგან მსახიობობის ყველაზე დიდი მუღამი სწორედ ის არის, როცა მაგალითად, დღეს მექალთანის როლს შეასრულებ, ხვალ - მეცნიერის, ზეგ - მფრინავის...

- ტელემაყურებლებმა პირველად სერიალში - "ჩვენი ამბავი" გიხილეს. საკუთარი თავი უკეთ გაგვაცანი.

- კინორეჟისორის დიპლომი მაქვს, მაგრამ მანამდე სამსახიობო ფაკულტეტზე 3 წელი ვსწავლობდი. ასე რომ, არაპროფესიონალი მსახიობი არ ვარ. "ღამის შოუს" სტუდიასთან ადრეც ვთანამშრომლობდი: მათ პროექტებში ("შუა ქალაქში", "გოგონა გარეუბნიდან") ეპიზოდური როლები მითამაშია. შესაბამისად, სტუდიის წარმომადგენლებმა ჩემი შესაძლებლობების შესახებ იცოდნენ. ივლისში დამირეკეს - კასტინგი გვაქვსო. კასტინგის პირველი ტური გაცნობითი ხასიათის იყო - ტექსტი წამაკითხეს. ამას იმპროვიზაციის ტური მოჰყვა, მერე - "პილოტი" ჩაიწერა. საკმაოდ ხანგრძლივი - 1-თვიანი კასტინგი იყო. საბოლოო ჯამში, ნიკას როლზე დამამტკიცეს.

- რას ფიქრობ ისეთ ადამიანზე, რომელსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავს და მათგან მორთმეულ სამახსოვრო ნივთებს ინახავს?

- რომ გითხრათ, - ნიკათი აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. ალბათ, გულის სიღრმეში, სიყვარულს ისიც ეძებს, ოღონდ - თავისებურად.

- ნიკას როლის გამო, გოგონების ნდობა ხომ არ დაკარგე?

- არ ვიცი... მსახიობმა შეიძლება, მკვლელის როლიც შეასრულოს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ვიღაცას ზურგიდან მიეპარება და დანას დაარჭობს?

- რაც ეკრანზე გამოჩნდი, ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ჩემთვის აგრესიულად რაიმე ეთქვას, პირიქით - ქუჩაში, "ფეისბუკზე", ბანკში თუ სხვაგან, ყველგან თბილად მხვდებიან. მეუბნებიან, რომ სერიალი მოსწონთ, რაც მახარებს.

- ნიკას მსგავსად, გოგონების გასაცნობად რაიმე "საფირმო" ფრაზას ხომ არ იყენებ?

- სქემის მიხედვით არასოდეს მიმოქმედია. ამ მხრივ ჩემი პერსონაჟისგან ძალიან განვსხვავდები!

- რეალურად, მექალთანე არ ხარ?

- ნამდვილად არ ვარ, პირიქით - საკუთარი თავი ძალიან ერთგულ პიროვნებად მიმაჩნია, რადგან ჩემი "ერთადერთი" მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს!

- შენი რჩეული ვინ არის?

- მაკუნა ჰქვია. ერთ-ერთი საკრედიტო კომპანიის მენეჯერი გახლავთ. ნახევარი წელია, რაც ერთად ვართ. წინასწარ გათვლილი არაფერი გვქონია. საკმაოდ მალე მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონს, მერე კი ყველაფერი რომანტიკულ ურთიერთობად გადაიქცა.

- შენ და შენს პერსონაჟს რაიმე საერთო თვისება გაქვთ?

- მომწონს, რომ ნიკა ძალიან ალალი, გულუბრყვილო ტიპი და მეგობრების ერთგულია. ალბათ ჩვენი საერთო თვისებაც ეს არის. იმედია, ჩემს მეგობრებს ერთგულ მეგობრად მივაჩნივარ.

- ნიკა ისეთი ერთგულია, რომ მეგობრის გამო, არასასურველ ქალთან ურთიერთობასაც დათანხმდა.

- კი, ასეთი მსხვერპლისთვისაც მზად იყო.

- შენც ასეთი "გაბედული" ხარ?

- საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ მქონია და იმედია, არც მექნება (იცინის).

- ლევან, კიდევ რა სამსახიობო გამოცდილება გაქვს?

- ვიდრე "ჩვენი ამბავი" დაიწყებოდა, ვითამაშე ქართულ-აზერბაიჯანულ 16-სერიიან სერიალში, რომელიც ლევან კიტიამ და ოთარ შამათავამ "გააკეთეს".

- რეჟისურაში ძალები მოგისინჯავს?

- პროფესიონალურ დონეზე - არა. როლების თამაში ძალიან მიყვარს. ამ საქმის კეთებით ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ... თანაც, 24 წლის ბიჭის რეჟისორობა სასაცილოა. რეჟისურას ცოტა სხვა გამოცდილება და ასაკი სჭირდება. ალბათ დადგება დრო, როცა რაღაცას გადავიღებ.

- ამჟამად სერიალში მონაწილეობის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

- ნოველები და რამდენიმე კინოსცენარი მაქვს დაწერილი. 7-8 წელია, რაც ამ სფეროთი, დრამატურგიის კანონებში "გაწაფვით" დავინტერესდი. რამდენიმე თვის წინ, დიდი ნოველის (რომანს ვერ ვუწოდებ) წერა დავასრულე. მსურს, წიგნად გამოვცე.

- რომანტიკული ხარ?

- ძალიან! საყვარელი ადამიანის გახარება მომწონს - საჩუქრით, ვახშმის მომზადებით...

- კარგი კულინარი ხარ?

- გემრიელი კერძების ჭამაც მიყვარს და მომზადებაც. კულინარია ძალიან მიყვარს.

- კიდევ რაიმე ჰობი ხომ არ გაქვს?

- ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. თუკი რამემ დამაინტერესა, "მივქექ-მოვქექავ" ხოლმე. მაგალითად, ფიზიკიდან დაწყებული, ხეზე კვეთით დამთავრებული, ყველა სფერო მაინტერესებს. ხეზე კვეთა კეთილშობილურ საქმედ მიმაჩნია.

- ხეზე რაიმე ამოგიკვეთავს?

- არა, მაგრამ ამ საქმის შესწავლის დიდი სურვილი მაქვს.

- შენი ოჯახი გაგვაცანი.

- დედაჩემი - მსახიობი მაია ტურიაშვილი, მამა - კინორეჟისორი და კინოსცენარისტი ზაზა ბუაძე გახლავთ. დედისერთა ვარ.

- მშობლები შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებენ? შენიშვნას უფრო ხშირად გეუბნებიან თუ ქათინაურს?

- ცოტ-ცოტა - ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, მგონი, უკმაყოფილოები არ არიან. სერიალს რომ უყურებენ, ეგ ვიცი (იცინის).

- ეგოისტი დედისერთა ხარ?

- ეგოისტი - არა, მაგრამ მესაკუთრე ვარ: ბევრ ყურადღებასა და სითბოს ვითხოვ. რამდენ სითბოსაც გავცემ, იმდენის მიღება მინდა.

- მერე, საჭირო სითბოს და ყურადღებას ყოველთვის იღებ?

- კი, ვიღებ და მეც გავცემ ხოლმე.

- ამ მხრივ იმედგაცრუებული არასოდეს ყოფილხარ?

- ახლა ისე კარგად ვარ, რომ საერთოდ არ მახსოვს, ადრე რა იყო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება